ჰუიჩოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუიჩოლი ქალი საკატეკასის შტატიდან

ჰუიჩოლები (ესპ. huichol, wixárika (wirrárika) ხალხის თვითდასახელება, მრავლობითი ფორმით wixáritari (wirráritari) — «ნამდვილი ადამიანები») — მექსიკის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები ინდიელი ხალხი. ლაპარაკობენ იუტო-აცტეკური ენების ოჯახის ჰუიჩოლის ენაზე.

ჰუიჩოლის ეთნონიმის წარმოშობა დღემდე გაურკვეველია. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს ინდიელი ხალხის ენაზე არსებული სიტყვა wixárika დამახინჯებული ვარიანტია, რომელიც პირდაპირ ვერ გაიგეს ან ჩაიწერეს ესპანელმა კოლონიზატორებმა[1][2]. მეორე ვერსიით, ეს დამამცირებელი სახელია, რომელიც აცტეკებმა უწოდეს ჰუიჩოლებს ჯერ კიდევ ამერიკის კოლონიზაციამდე. არსებობენ სხვა ვერსიებიც.

ორიენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიცირება და ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლები წარმოადგენენ მექსიკელ ინდიელთა ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ მექსიკის რამდენიმე შტატში, ესენია: ჯალისკო, ნაიარიტი, ზაკატეკასი და დურანგო. სახელი „ჰუიჩოლი“ არის ტერმინი, რომელსაც ესპანელები გამოიყენებდნენ ამ ტომთან მიმართებაში და სავარაუდოდ წარმომგარია ისეთო სიტყვებისგან, როგორებიცაა: გუაჩიჩილი ან ვიზარიკა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ ჰუიჩოლები თავდაპირველად მიეკუთვნეოდნენ გუაჩიჩილებს, უდაბნოში მცხოვრებ ტომს, რომლებიც თავის მხრივ იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი და ერქვათ „ჩიჩიმეკები“. ჰუიჩოლები საკუთარ თავს უწოდებენ - wixárika ან მრავლობით რიცხცში wixáritari. სიტყვა „ვიზარიკას“ ჰუიჩოლები ერთმანეთის იდენტიფიკაციისთვის იყენებდნენ. ამ ტერმინის მნიშვნელობა გაურკვეველია, თუმცაღა მეცნიერებს რამდენიმე შსაძლო ვერსია გააჩნიათ: „ მკურნალები“,  „სანდლებით მოსიარულეები“ და „იცინი“. ჰუიჩოლის სახელწოდების წარმოშობის კიდევ ერთი ვერსიაა, რომ ეს მათი თავდაპირველი სახელწოდების დამახინჯებული ფორმაა, რომელსაც სწორედ ვერ იგებდნენ ან წარმოთქვამდნენ ესპანელები.

ჰუიჩოლები ტერმინ „ ტევი“-ს იყვენებდნენ სიტყვა ხალხის მნიშვნელობით, როდესაც უნდოდათ გაემიჯნათ ჰუიჩოლთა ტომი სხვა ტომისგან. ჰუიჩოლთა უმრავლესობა ცხოვრობს სიერა მადრე ოსიდენტალის მთებში, ჯალისკოს, ნაიარიტის, ზაკატეკასის და დურანგოს შტატებში.

უსწორმასწორო მთის ჯაჭვი ჩამოყალიბდა მესამეულის პერიოდში, მოქმედი ვულკანებიდან გადმოღვრილ ლავებთან ერთად. ჰუიჩოლებს უჭირავთ ყველაზე უსწორმასწორო რელიეფის ადგილები მთის ჯაჭვში, გამორჩეული მაღალი კანიონებით, კლდეებით და ღრმა მდინარის ხეობებით, რომელთა სიმაღლე იწყება ზღვის დონიდან 600 მეტრით და 1800 მეტრამდეც კი აღწევს მთის ჯაჭვი შედგება უკიდურესი წერტილებისგან, რომლებიც ქმნიან ბუნებრივ ბარიერს. მათი დამსახურებით ჰუიჩოლი გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო. მაგიდის მსგავსი მთა, იგივე მესა, თავზე დაფარულია მუხისა და ფიჭვის ტყით. მთის უფრო დაბალ სიმაღლეზე გვხვდება სუბტროპიკული ბუჩქნარი და ეკლოვანი ტყე, რომლებიც მოიცავს ისეთ სახეობებს როგორიცაა აკაცია, ფიკუსი, ლისილომა, სეიბა, ბომბაქსი, ბურსერა, ოპუნცია და აგავა. ბალახეული მცენარეებიდან ძირითადად გვხვდება ბალახები და გეოფიტები.

მთავარი მდინარე, ჩაპალაგანა, რომელიც გადის ჰუიჩოლის ტერიტორიაზე, მიწას ყოფს ორ ნაწილად. ჰუიჩოლებმა, რომლებიც ბინადრობენ მდინარის დასავლეთ ნაწილში, უფრო მეტად განიცადეს კულტურათა აღრევის, შეცვლის პროცესები. ისინი ცხოვრობენ პატარა ჯგუფებად, ზოგი კორა ინდიელთა გარშემო, ზოგიც მესტიზოს დასახლებებში ან ურბანულ (ქალაქის) ცენტრებში. მათ, ვინც აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, შეინარჩუნეს ტრადიციების უმეტესი ნაწილი.

მთის ჯაჭვის შემოგარენში არსებობს ორი ძირითადი სეზონი: წვიმიანი და მშრალი. ყველაზე მშრალი თვეებია დეკემბერი-მაისი. ხოლო წვიმიანი ივნისი-ოქტომბერი, ამ დროს წლიური ნალექების 80 პროცენტი მოდის. წვიმიანი სეზონის დროს, უფრო დაბალ სიმაღლეზე მყოფი კანიონები უფრო ცხელი და ტენიანია ვიდრე მაღალ სიმაღლეზე მყოფი მაგიდისებრი მთა, იგივე მესა. მშრალი სეზონის დროს მესას ტერიტორიაზე გვხვდება ცივი ამინდი, ზოგჯერ ყინვითა და ძლიერი ქარით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოვლისმომცველმა ეპიდემიებმა, წითელამ და ყვავილამ, მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობა. ფრანგი მისიონერების დოკუმენტების ანგარიშით, რომელიც თარიღდება 1780 წლით, უფრო ათვისებულ დასახლებებში: ტენზომპა, სან ნოკოლასი, სოლედადი და ჰუეჯუქუილა, მოსახლეობა შეადგენდა 2000 კაცს. სამ ყველაზე ტრადიციულ ჰუიჩოლთა თემში (სან ანდრესი, სანტა კატარინა და სან სებასტიანი) ერთად მოსახლეობა შეადგენს სულ რაღაც 1000 კაცს. 1894 წლის მექსიკის მთავრობის აღწერით ჰუიჩოლთა მოსახლეობა შეადგენდა 4000 კაცს. 1910-1940 წლებში ბევრმა ჰუიჩოლმა დატოვა სიერა მექსიკის რევოლუციის და აჯანყებების გამო გამოწვეული არეულობის დროს. ისინი დასახლდნენ ნაიარიტის რამდენიმე რაიონში. უფრო დიდი რაოდენობით ჰუიჩოლმა დაიწყო მიგრაცია ნაიარიტის სანაპიროებისკენ, როგორც სეზონურმა მუშამ და 1960 წლიდან მოყოლებული უიჩოლთა გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ცხოვრება ისეთი ქალაქის ცენტრებში, როგორებიცაა ტეპიკი, გუადალაჰარა, ზაკატეკასი და მეხიკო. 1981 წლის მონაცემებით ჰუიჩოლთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 10 000 ადამიანი შეადგინა. აქედან უმეტესი ნაწილი – 6000 ადამიანი სოფელ ჯალისკოს მცხოვრები, ხოლო დანარჩენი 4000 ქალაქის ცენტრებში მცხოვრები ჰუიჩოლებია. 1990 წლის მექსიკის მოსახლეობის აღწერით ჰუიჩოლთა რაოდენობამ, 5 წელზე ზევით ასაკის პირებში, შეადგინა 20 000 კაცი. 2000 წლის აღწერის მონაცემებით 43 929 ადამიანი ცხოვრობდა ჰუიჩოლთა თემში, აქედან 30 726 ადამიანი ლაპარაკობდა ძირძველ, ჰუიჩოლთა ენაზე. პროცენტულად, ჩრდილოეთ ჯალისკოს საზღვართან მცხოვრებ დასახლებებშია ჰუიჩოლთა ენა უპირატესი. (განსაკუთრებით მეზკვიტიკის და ბოლანოსის მუნიციპალიტეტები) და ასევე აღმოსავლეთ ნაიარიტი (განსაკუთრებით დელ ნაიარაის მუნიციპალიტეტი) გაგრძელებული მოსაზღვრე შტატ დურანგომდე.

ენობრივი კუთვნილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლის, როგორც მშობლიური ენის, კლასიფიცირება ხდება იუტო-აცტეკური ოჯახის, აზტეცოიდენის შტოდან. ის ყველაზე მჭიდრო კავშირშია კორას (ძირითად) ენასთან. ზოგოერთი ტერმინი ტლახკალან (Tlaxcalan) ინდიელებისგან იქნა ნასესხები და ჰუიჩოლთა ენაში გაერთიანებული.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოტა რამ არის ცნობილი ჰუიჩოლთა წარმომავლობის შესახებ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კოლუმბიამდელ პერიოდში ჰუიჩოლები თავდაპირველად იყვნენ გუაჩიჩილები, საკატეკასის და სან-ლუის-პოტოსის გარშემო მდებარე უდაბნოდან და ჩიჩიმეკების კულტურის ნაწილს შეადგენდნენ. ამ თეორიის მიხედვით, თანამედროვე ჰუიჩოლთა წინაპრები ეძებდნენ თავშესაფარს სიერაში (მთის ჯაჭვი) ცოტა ხნით ადრე ესპანელების მოსვლამდე ან მათი მოსვლის შემდეგ პერიოდში. სხვები ფიქრობენ, რომ ჰუიჩოლები იყვნენ სიერის დიდი ხნის მცხოვებნი, წყნარი ოკენის სანაპიროებისაკენ დიდი ორიენტაციით. მიუხედავად მათი წარმოშობისა, სრულიად შესაძლებელია, რომ ჰუიჩოლთა კულტურა შედგება ოთხი ან ხუთი შტოსგან, თითოეული მათგანი მკაფიო განსხვავებული რეგიონალური ტრადიციებით. სიერის რთული რელიეფის და ინდიელთა მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობების გამოისობით 170 წლამდე ჰუიჩოლები ეწინააღმდეგებოდნენ, აკავებდნენ ესპანელების პირდაპირ მბრძანებლობას. ამ პერიოდისათვის მათი ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ფრანცისკანებმა (Franciscan) შექმნეს ცენტრები, რომლებიც ემსახურებოდნენ მისიებს და საზღვარგარეთულ ფოსტას, შეტყობინებებს ამ რეგიონში. ზოგიერთმა პირველმა ფრანცისკანელმა მისიონერებმა დააარსეს თემები ტენზომპაში (Tenzompa), სოლედადში (Soledad) და სან ნიკოლასში (San Nikolas) და ყველა მათგანმა ასიმილაცია განიცადა მეტისოს (Mestizo) მოსახლეობასთან. სან-ანდრესი, სანტა კატარინა და სან სებასტიანი იყვნენ ყველაზე მოშორებით ამ ფრანცისკანელების ცენტრებიდან და აქ ჰუიჩოლებმა უფრო მეტად შეინარჩუნეს მშობლიური რწმენა და პრაქტიკა. იმის გამო, რომ ჰუიჩოლთა ტერიტორია მდებარეობდა ესპანელთა მიერ კონტროლირებად მიწების საზღვრების გასწვრივ, სან-ლუის-კოლოტლანის საზღვრების ფარგლებში, ცენტრები გახდნენ საგუშაგოები, რათა დაეცვათ რეგიონი ინდიელთა დავდასხმებისგან. ჰუიჩოლებმა მიიღეს უფრო პრივილეგირებული სტატუსი, რომელმაც მათ მისცა საშუალება აერჩიათ საკუთარი ტომის მთავრობა და განთავისუფლებული იქნენ ხარკის გადახდისგან.

მექსიკის დამოუკიდებლობის შემდეგ ინტენსიური მისიონერული გავლენა შემცირდა და 1860 წლისთვის პრაქტიკულად ყველა სასულიერო პირმა დატოვა სიერა ინდიელთა შორის გაზრდილი დაძაბულობის გამო მიწის უფლებებზე. ესპანეთის მხრიდან დამოუკიდებლობა, ასევე, ნიშნავდა სიერაში ესპანეთის ნაფიცი ინდიელი თემების არსებობის შეწყვეტას, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ჰუიჩოლის კომუნალური (საერთო) მიწების გახსნა კოლონისტებისთვის და მესტიზოს დასახლებისთვის. ათწლიანი რევოლუციის ფარგლებში ჰუიჩოლამ და კორამ გააერთიანეს თავიანთი ძალები ინდიელი ბელადის, ლოზადას, მეთაურობის ქვეშ, რათა დაეცვათ სიერა უცხოტომელთა შემოსევისგან. რამდენიმე ეთნოგრაფის ჩამოსვლამდე, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ცოტა რამ თუ იყო ცნობილი ჰუიჩოლზე და მათ კულტურულ ტრადიციებზე. ამ ეთნოგრაფებს შორის ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი კარლ ლუმჰოლტზი იყო, რომელმაც ნიუ-იორკის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის სპონსორობით, დოკუმენტურად აღწერა ჰუიჩოლის კულტურაჟურნალების და ფოტომასალების მეშვეობით და შეაგროვა საკმაოდ ვრცელი რაოდენობა ჰუიჩოლის მატერიალური კულტურისა მუზეუმისთვის.

1950 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ისევ დაიწყო ჰუიჩოლის თემებზე, საფრენი ბილიკის მშენებლობებსა და რამდენიმე ახლომახლო მისიონერებზე დავდასხმები. კიდევ უფრო დიდი ცვლილებები მოხდა 1960 წელს, როცა მაშინდელი პრეზიდენტის, ლუის ეჩევერას, მეთვალყურეობის ქვეშ ინდოეთის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (INI) დააფინანსა რეგიონალური განვითარების პროგრამა, ცნობილი როგორც „გეგმა ლობიო“ (ჰუიჩოლი-კორა-ტეპეჰუანისთვის). ამ სამთავრობო სააგენტოებმა შეიმუშავეს პროექტები ჰუიჩოლის მექსიკურ ნაციონალურ კულტურაში ინტეგრირებისათვის. იზოლირებული თემების გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად აშენდა აეროდრომები და გზები. დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროექტები, შემოიღეს ტრაქტორების, სასუქებისა და სხვადასხვა ნარგავების გამოყენების კულტურა. დამატებითი პროექტები ფოკუსირებას ახდენენ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის განვითარებაზე თემში. ასევე აშენდა სამედიცინო კლინიკები და სკოლები, ჰუიჩოლის ბილინგვი მასწავლებლების პერსპექტივისათვის.

ამის შემდეგ ჰუიჩოლი ჩაება ეროვნულ ეკონომიკაში და დაიწყო ფულადი შემოსავლების ძებნა, ძირითადად სახალხო რეწვის ოსტატების ან მიგრანტი მუშების ხარჯზე, რომლებიც მუშაობდნენ ქალაქებსა და მეტისების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე. მათ აქვთ კონტაქტი საკმაოდ დიდი რაოდენობის უცხოელებთან, როგორც მექსიკის მოქალაქეებთან ასევე ისეთი განსხვავებული ადგილების წარმომადგენლებთან: აშშ, კანადა, ევროპა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და იაპონია. ჰუიჩოლთა მიწებზე ჯერ კიდევ ხდება მესტიზოების შემოჭრა, რომლებიც ეძებენ მიწებს, აშენებენ სახლებს, მოაშენიანებენ პირუტყვს და იკავებენ ტყეებს შემდეგი გამოყენებისათვის. ჰუიჩოლი, წარმოდგენილი ინდოეთის ნაციონალური ინსტიტუცის ოფიციალური პირების და სხვა არაკომერციული განვითარების ორგანიზაციების მიერ, კვლავ ცდილობს მიიღოს კანონიერი უფლებები საკუთარ მიწებზე.

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლის სიერა იყოფა ოთხ ძირითად საზოგადოებრივ რაიონად. ჯალისკოს შტატსა და დურანგოს საზღვრებთან არის სან ანდრესა და კოჰამიატას თემები (ბანკო დე კალიტიკეს ჩათვლით), ფართობი ნაიარიტში მოიცავს გვადალუპე ოკატანასა და სხვადასხვა პატარა თემებს სადაც ასევე ცხოვრობენ კორა ინდოელები, ისეთები როგორიცაა იესუს მარია და სანტა ბარბარა. ყველა რაიონში არის საზეიმო ცენტრები, სადაც ცხოვრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სადაც იმართება პოლიტიკური და საზეიმო აქტივობები. საზოგადოებრივ რაიონში არის ტაძრის რაიონები, რომლებიც შედგება ოჯახური გენიალოგიისგან. ჰუიჩოლთა უმრავლესობა ცხოვრობს ოჯახურ რანჩოებში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე. რანჩოს დასახლებები შედგება ინდივიდუალური სახლებისგან, რომლებიც ეკუთვნის ყველაზე უხუცეს წყვილს, მათ შვილებს და შვილიშვილებს და სხვა უფრო შორეული ოჯახის წევრების, რომლებმაც მიიღეს უხუცესისგან უფლება ააშენონ საკუთარი სახლები რანჩოში. როგორც წესი აქ არსებობს საერთო სამზარეულო და სალოცავი ადგილი. ეს სალოცავი რანჩოს უხუცესის წინაპრების საპატივცემულოდაა აგებული. ზოგიერთ შემთხვევაში, რანჩოში ერთზე მეტი სალოცავია, რათა მიაგონ პატივი უფრო შორეული ნატესავების წინაპრებს. ყველას ეს შენობა გარს არტყავს მთავარ შიდა ვერანდა, რომელიც წარმოდგენილია გარე ბუხრითა და წმინდა ქვის დისკით, სადაც ოჯახური ცერემონიები იმართება. ჰუიჩოლთა სახლებს აქვთ მიწის იატაკები, ქვის ან თიხის კედლები და ბალახისგან დაფარული სახურავები. ყველა რანჩოში, როგორც წესი, არის მინიმუმ ერთი ბამბუკის სახლი, რომელიც დგას მიწის ზემოთ, ფეხებზე, სადაც მოსავლის აღების შემდეგ ინახება სიმინდი და სხვა მარცვლეული კულტურები. ჰუიჩოლთა ნაწილი ბალახის სახურავებს ცვლის ცემენტით ან მაღაზიაში ნაყიდი, გამზადებული სახურავებით. ახლა უკვე, ზოგიერთი სახლის კედლები აგებულია ღუმელში გამომწვარი აგურისგან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლის ეკონომიკა დამყარებულია ნადირობაზე, შემგროვებლობაზე, მეთევზეობასა და სოფლის მეურნეობაზე. გარეულ ცხოველებზე, როგორებიცაა: ირემი, კურდღელი, გარეული ტახი, იგუანა და ფრინველების შერჩეულ ნაწილზე ოდითგანვე ნადირობდნენ მამაკაცები ხაფანგების, მშვილდ-ისრისა და თავისებური რაგატკების გამოყენებით. ეს ხელსაწყოები, ახლა უკვე, ბევრ რამეში იარაღმა ჩაანაცვლა. თევზსა და კიბორჩხალებს ხელნაკეთი ბადეებით იჭერენ. აგროვენებ ველურ ბალახებს, ძირნაყოფებსა და ბოლქვნაყოფებს, სოკოს, ავოკადოს, ლობიოს, ხილს, კენკრას. ქლიავს. გუთნისა და მიწის საჩიჩქნი ჯოხების საშუალებით ხდება ისეთი კულტურების გაშენება, როგორებიცაა: სიმინდი, ლობიო, გოგრა, წიწაკა ჩილი. ოჯახი ფლობს პირუტყვს, მათ ყავთ: ჯორები, ვირები, ცხენები, თხები, ცხვრები, ღორები, ქათმები და ინდაურები. ყველი მზადდება ძროხის რძისგან.

კომერციული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ჰუიჩოლების ხელოვნებაა. ისინი ნივთების დასამზადებლად იყენებენ თანამედროვე კომერციულად გამოშვებულ ნივთებს, როგორიცაა ნართი და პატარა მძითვები. terehuanes of Durango-ომ გაათანამედროვა ძაფებისგან შექმნილი სურათები. ამან შეცვალა მრავალი ტრადიციული მასალა როგორიცაა თიხა, ქვა და ბოსტნეულის საღებავები. დამზადება და გალამაზება ნივთების მძივებით არ დაწყებულა ევროპული მინის მძივებით, როგორც დაიწყო სხვა მრავალ თანდაყოლილ კულტურაში ჩრდილოეთში. ტექნიკა დამზადებისთვის და გამოყენებისთვის მძივების იყო ხმარებაში ადრეული ხანიდან, რომლებიც მზადდებოდა ძვლისგან, თიხისგან, ქვისგან, მარჯნისგარ, ფირუზისგან, პირიტისგან, ნეფრიტისგან და თესლისგან. Huichol ხელოვნება პირველად იყო დოკუმენტირებული გვიანდელ XIX საუკუნეში Carl lumholtz-ის მიერ, რომელიც შეიცავს მძივებიან საყურეებს, ყელსაბამებს, ფეხის ბრასლეტებს და სხვა მრავალს. ყველაზე ძალიან რაც ერწყმის ძაფებიანრათებს და მძივებიან ნივთებს დღესდღეობით არის გაგრძელებადი ტრადიციული ფორმები, რომლებიც იხმარებოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ წარმოედგინათ და კომუნიკაცია დაემყარებინათ ღმერთებთან.

ხელოვნება, რომელიც იწარმოება კომერციული მიზნებისათვის, არის მნიშვნელოვანი და მდგრადი შემოსავლის წყარო, ჰუიჩოლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ახალი მასალები, ტრადიციული სიმბოლოები შენარჩუნებულია და გადაეცემა ახალგაზრდა თაობებს. თუმცა, პროდუქციის წარმოებამ კომერციულ ბაზარზე გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება. ერთ-ერთი საკითხი ეხება ნართებისა და ხელოვნების მძივის "ავთენტურობას", რომელიც სძენს "თანამედროვე წარმომავლობას მოცემულ ფორმებს. ერთ-ერთი პირი ვინც ეს გააკეთა, იყო ფერნანდო ბენიტესი, რომელიც განსაკუთრებით აღაშფოთა გარდაცვლილთა გამოსახვის ტრადიციამ, როგორც მცურავი თავები ნართის ფერწერაში; ის, რაც მან განაცხადა, არ იყო ტრადიციულად ჰუიჩელური. უმეტესად"ავთენტურობა" თანამედროვე ნამუშევრებში უნდა გამოიხატებოდეს ტრადიციული სიმბოლოების და დიზაინის გამოყენებით. რამდენიმე ელემენტი ჰუიჩელურნივთებში შეიძლება ჩაითვალოს არატრადიციულად ან ტრადიციის საზღვარზე, როგორიცაა ნაძვის ხის დეკორაციების, მზისა და მთვარის ნიღბების წარმოება, იაგუარისა (მესოამერიკული სიმბოლო) და თანამედროვე გამოსახულებების, როგორიცაა თვითმფრინავი და თანამედროვე შენობები, გამოყენება და შერწყმა დიზაინში. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ჰუიჩელებისთვის, შეზღუდული საშუალებების გამო, როგორიცაა ტურისტული ადგილების ნაკლებობა, განსაკუთრებით პუერტო ვალარტაში, გუადალახარში და სან მიგელ ალენდენში, ისევე როგორც მიყიდვა შუამავლებზე, რომლებიც ბევრად უფრო მეტი მოგებას იღებენ ნამუშევრებში, ვიდრე თვითონ მწარმოებლები.

გამოყენების კომერციულმა მასალებმა წარმოებას მისცა უფრო დახვეწილი დიზაინი და ნათელი ფერები, აგრეთვე მეტი მოქნილობა იმის მიხედვით თუ როგორი ტრადიციული კონცეფციებია გაწეული.ასევე საშუალება მიეცა, რომ გაიყიდება მკაცრად რელიგიური ნივთები.

ინდუსტრიული ხელოვნება [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლელი მამაკაცები წნავენ კალათებს, ქუდებს და საბავშვო საწოლებს მცენარეული ბოჭკოვანი მასალებისგან. ასევე აწარმოებენ სკამებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მშვილდ-ისრებს, საქსოვ იარაღებს და სართავ თითისტარებს. ქალები ქარგავენ, ქსოვენ გობელინს და ამზადებენ თიხის ჭურჭელს. როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ამზადებენ სამკაულებს ბისერებით, თასებს გოგრისგან, ნიღბებს და სხვადასხვა ფიგურებს კომერციული გამოყენებისათვის.  გასაყიდად მზადდება ნაქსოვი და ნაქარგი ქამრები, ჩანთები, ტანსაცმელი,  ისევე როგორც დეკორატიული ნახატები და სხვა კომერციულად განვითარებული ხელოვნების ფორმები.

შრომის განაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები აგროვებენ გარეულ საკვებს, ჩართულები არიან სამებაღეო საქმიანობაში, უვლიან მწველელ ძროხებს, ამზადებეს საჭმელს, მოაქვთ წყალი, ქსოვენ, წნავენ და ქარგავენ, კერავენ ტანსაცმელს და აკეთებენ აქსესუარებს, უვლიან ბავშვებს. მამაკაცები ნადირობენ, თევზაობენ, ასრულებენ მძიმე სამუშაოს სამეურნეო საქმიანობაში, აგროვენებ შეშას, აშენებენ შენობებს და ასევე ეხმარებიან ბავშვის მოვლაში. ახალგაზრდა ბიჭები მწყემსავენ ნახირს, უვლიან ცხოველებს და ეხმარებიან უფროსებს ნადირობაში. გოგონები უვლიან და-ძმებს, ეხმარებიან სახლის საქმიანობაში და აცხობენ ბლინებს. შამანების უმრავლესობა მამაკაცია. ხოლო ის ქალები ვინც შამანები არიან, ასაიდუმლოებენ თავიანთ მომზადების პროცესს. მამაკაცები არიან პოლიტიკური ლიდერები და მუსიკოსები. ქალები სპეციალიზაციას გადიან, როგორც სამეანო საქმიანობაში, ასევე რომელიმე დარგის სპეციალისტად. სარიტუალო ტრადიციები ხაზს უსვამს ქალებისა და მამაკაცების განსაკუთრებულ როლებს ცერემონიალის მსვლელობის დროს.

მიწათსარგებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიერა იყოფა სათემო მიწების რაიონებად. ჰუიჩოლთა ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენელი გამოყოფს მიწას ოჯახის წევრისთვის. ბევრ ოჯახს დაკავებული აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, სადაც ისინი ცხოვრობენ და შრომობენ სეზონურად. მიწა მემკვიდრეობით გადაეცემა ოჯახის წევრებს, მემკვიდრეობის წესები განსაკუთრებულად მოქმედებს უხეცესებსა და პატარა ბავშვებზე. ჰუიჩოლი მუდმივად იმყოფება, მეზობელი მეტისების მხრიდან, ზეწოლის ქვეშ. ისინი ცდილობენ დაისაკუთრონ მატი მიწა. დიდი გაურკვევლობაა მექსიკის კონსტიტუციის 1992 წლის 27-ე მუხლის ცვლილებაში ჰუიჩოლების აგრარულ მიწებთან დაკავშირებით.

ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათსაობა და წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლის ძირითად სოციალურ სტრუქტურას წარმოადგენს გაფართოებული ოჯახი. ოჯახური წარმოშობის ნახვა შესაძლებელია ტაძრის რაიონებში. ზოგიერთი ტაძრის რაიონში გვხვდება ორი ტიპის ჯგუფი: მშრალი და წვიამიანი წარმოშობის ოჯახები. თითოეული ნახევარი ერთიანდება წინაპარი ღვთაების ქვეშ.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ქორწინებები იმართება ორივე მხრის შთანხმების საფუძველზე, ბიძაშვილებს შორის და ეს ყველაფერი ხდება ჯერ კიდევ მათი პატარაობის დროს. სექსუალურად მომწიფების შემდეგ, ისინი ქორწინდებიან. ამ საკითხში, როგორც წესი, ქალებს თანაბარი ხმის უფლება აქვთ. ამ დროისთვის, ქორწინებები ხდება უფრო შორეულ ნათესავებს შორის. თუმცაღა, სასურველია, რომ მეუღლე იყოს იგივე ტაძრის რაიონიდან ან იგივე თემიდან მაინც. წყვილის ერთად ყოფნა არ ნიშნავს ეკონომიკური აქტივობების გაერთიანებას. ქალები და მამაკაცები ინახავენ თავიანთ ქონებას ცალ-ცალკე, განსაკუთრებით პირუტყვს და სხვა მსხვილფეხა საქონელს. პოლიგამიური ქორწინებები უფრო მიღებულია ზოგიერთ ტემში. თუმცაღა, ეს პრაქტიკა, სულ უფრო პოპულარული ხდება სხვებისთვისაც. ოჯახური ცხოვრების პირველი წელი ცოლის რანჩოზე ატარებენ. ამის შემდეგ წყვილი აშენებს საკუთარ სახლს. გაყრა დასაშვებია, განსაკუთრებით სისასტიკის დროს. თუმცა არააა რეკომენდირებული. თუკი ოჯახი ვერ შეძლებს წყვილის შერიგებას შუამავლების საშუალებით, საქმე გუბერნატორამდე მივა. განმეორებითი ქორწინება უფრო არაფორმალურია, ორი ოჯახი იწყებს კონსულტაციებს და თუკი ისინი შთანხმდებიან, წყვილი ქორწინდება.

რანჩო შდგება რიგი ბირთვული ოჯახისგან, რომლებიც ძირითადად ქმნიან გაფართოებულ ოჯახებს სამი ან ოთხი თაობის განმავლობაში. აქ შედიან კანონიერი ვაჟები, შვილიშვილები, დაქვრივებული ან განქორწინებული მოზრდილები, რომელთაგან ძირითადად არიან ქალები. უხუცესი წყვეტს ყველაფერს და ასევე წარმოადგენს ოჯახს ფართო საზოგადოების წინაშე. თუმცაღა, უხუცესი როგორც წესი, მამაკაცია, ასევე ქალსაც შეუძლია დაიკავოს ეს ადგილი. ოჯახური სიწმინდე არის რანჩოში, უხუცესთან. დროდადრო დეიდები, ბიძები, ბიძაშვილები და ნათლელები სტუმრად მიდიან და რჩებიან გარკვეული დროით რანჩოზე.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლები სიცოცხლეშივე გადასცემენ მემკვიდრეობას თავიანთ შვილებს. ადრეული ასაკიდან შთამომავლები იღებენ უამრავ საჩუქარს პირუტყვის, ცხენების, ჯორების, ვირების, ღორების, ცხვრების, თხების, ქათმების და ინდაურების სახით. ზოგიერთ თემში მემკვიდრეობა შეიძლება იყოს პატრიარქარული. ყველაზე უფროსი და ყველაზე უმცროსი იღებს მემკვიდრეობის უმეტეს ნაწილს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ. ისინი ასევე მემკვიდრეობით იღებენ პასუხისმგებლობას ტაძრისა და სამთავრობო მოვალეობების შესრულებაზე.

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვები არიან ყურადღების ცენტრში და ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს მათ აღზრდაში. ორივე, დედაც და მამაც არიან მთავარი ფიგურები ბავშვების აღზრდაში, თუმცაღა ბებია-ბაბუას აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები საკუთარ შთამომავლობასთან. მალევე დაბადებიდან, ბავშვებს სახელს არქმევენ ან მშობლები ან შამანი. თუკი ბავშვი სერიოზულად ავად გახდება, ის იღებს დამატებით სახელს. ყოველ წელს, პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ბავშვები, მშობლების დახმარებით, წარმოადგენენ მოსავლის აღების ცერემონიალის მთავარ ფიგურებს. ბავშვები, როგორც კი ხუთ წელს მიაღწევენ, განილიხებიან როგორც სრულფასოვანი ადამიანები. განათლება არის არაფორმალური და არაოფიციალური, ძირითადად იგი მიმდინარეობს რანჩოში, ზრდასრულებთან და უფროს ბავშვებთან ერთად, ეს ასევე ეხება ირმებზე ნადირობასა და სხვა ცერემონიებს. ბავშვები რომლებიც აპირებენ გამოვიდნენ შამანები, პროფესიონალი მუსიკოსები ან მხატვრები, სწავლობენ იმ ოჯახის წევრებისგან, ვინ ამ სფეროში დაოსტატებულია. ზოგიერთი ბავშვი ორ ენაზე გადის სწავლებას: ჰუიჩოლის ეროვნელ ენაზე თემის სკოლებში და კათოლიკურს მისიონერულ სკოლებში. როდესაც გოგონა აღწევს მომწიფების ხანას, სწავლობს ქარგვისა და ქსოვის ტექნიკას. მისი პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან აჭრიან თმის ნაწილს, სიმბოლურად.

სოციალური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლის საზოგადოება ტრადიციულად მისდევდა ნადირობას, მიწათმოქმედებას და ა. შ. დიდ ეკონომიკურ საქმიანობაშ ჩართვამ კი უთანასწორობა გამოიწვია ხალხში. მაგრამ ბევრი მათი რიტუალი, გულისხმობდა პროდუქციის გადანაწილებას წევრებს შორის. ჰუიჩოლების იდეოლოგია ემყარება ეგალიტარიზმს. სოციალური სტატუსი დამოკიდებულია ასაკზე, მთავრობის წევრობაზე, სასახლეში მსახურობასა და ეკლესიურ სტატუსზე. ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა, შამანი, მუსიკოსი, ან მსახიობი, უფრო მაღალი სტატუსითა და დაფასებით სარგებლობდნენ.

პოლიტიკური ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებას მართავს ელჩი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შამანია, რომლებიც საკუთარი სიზმრებიდან გამომდინარე, ირჩევენ გუბერნატორებს, ელჩებს, ეკლესიის წინამძღვრებს. პოლიტიკური ორგანიზეიბს სტილი XVIII საუკუნიდან შემოვიდა, ფრანცისკანელების სწავლებების შედეგად. გუბერნატორი არის მთავარი პიროვნება გადაწყვეტილების მიღებაში, იგი ასევე არბიტრის როლს ითავსებს. საბჭოს წევრები შედგება ყველა მხრის (ოლქის) წარმოადგენლებისგან და მთლიანობაშ ქმნიან ყველა იმ პოზიციას, რაც საჭიროა სამართავად. გუბერნატორი, რომელიც რესურსებს ანაწილებს მოსახლეობის შორის, რელიგიურ ფიგურადაც ითვლება. გუბერნატორის ცოლი, რომელიც მასთან ერთად ითავსებს მმართველის როლს, ხასიათდება მაღალი სტატუსით, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები.

სოციალური კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმეტესობა, გავრცელებული კონფლიქტებიდან არის – მიწის გაყოფა, ქურდობა და რანზაქციები, ოჯახური პრობლემები, გარეშე პირებთან ურთიერთობა... გუბერნატორი და ელჩი აგვარებენ ამ საკითხებს. სასჯელი სხვადასხვაა და გამომდინარეობს დანაშაულიდან, შეიძლებ იყოს ციხე, საზოგადოებრივი საქმიანოა ან თემიდან მოკვათა. მკვლელობის საქმეები კი ქალაქებში იგზავნება და იქ წყდება.

სხვა დაჯგუფებებთან კონფლიქტები ძირითადად მიწის დასაკუთრებას უკავშირდება, ასევე უცხოელ სტუმრებზეც ვრცელდება პრობლემები, მაგალითად ის პიროვნებები, ვინც ჩამოდიან ფილმის გადასაღებად, სურათების გადასაღებად ან წიგნის დასაწერად, ადგილობრივებისგან მიიღება უარყოფითი ემოციებით. 

რელიგიური კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური რწმენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური შეხედულებით, სიცოცხლის თითოეული მომენტი, რელიგია და სხვა დანარჩენი, არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჰუიჩოლებისთვის რელიგია თვითონ სიცოცხლეა. ამ შეხედუელბების და რიტუალების მიხედვით, ისინი აღმერთებენ მზეს, წვიმას, შედეგიან ნადირობას, და ა. შ. ღმერთები ჰუიჩოლების პანთეონში, განასახიერებენ ბუნებას და მის ყველა სახესხვაობას, მათგან უძველესია ტაკუცი ნაკავე – ზრდისა და აღმოცენების ბებია, მან შექმნა სამყარო, აგრეთვე ძველი ღვთაებაა ტატევარი, ცეცხლის ბაბუა. ღმერთების უდიდესი ნაწილი განასახიერებს, მზეს, წვიმას, ქარს, ოკეანეს, მიწას და ირემს. მსხვერპლშეწირვის ცერემონია მოიცავს ვიზუალურ ლოცვებს, სადაც ხალხი მიმართავს ღმერთებს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. პეიოტს აქვს დიდი გავლენა ჰუიჩოლების კულტურაზე. ისინი შემაჯამებელ პილიგრიმულ გასვლებს აკეთებენ პეიოტების მიწაზე – ვირიკუტა, სან ლუის პოტოსის უდაბნოში. პეიოტის ფსიქოაქტიური უნარი, აძლევს საშუალებას დაინახონ ნათელი, ფერადი ხილვები, რაც აღქმულია როგორც პერსონალური კომუნიკაცია ღმერთებთან. ჰუიჩოლები პეიოტს აიგივებენ, როგორც ირმისთვის შესაწირ საჩუქარს. მისი გამოყენების პროცესი, რიტუალიზებულია და აერთიანებს მთელ საზოგადოებას. ზოგიერთი ქრისტიანული ელემენტიც შევიდა მათ კულტურაში და გაერთიანებულია გარკვეულ შემთხვევებში. სხვადასხვაა ადგილას ასევე ვხვდებით ქრისტიან მოსახლეობასაც. ზოგან კი ვხვდებით სინკრეტიზმსაც ამ ორ რელიგიას შორის.

რელიგიური პრაქტიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური არსებობის ბირთვი, შამანებზეა დამყარებული, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც მარა აკამენები. ხუთიდან ათ წლამდე ინტენსიური სწავლების შემდეგ, ისინი აღწევენ განათლების იმ დონეს, რომ მოხსენიებულნი არიან როგორც მკურნალები, მღვდლები, ღვთაებებიც კი. სიზმრებში ისინი ხედავენ ავადმყოფობებს და სხვადასხვა პრობლემებს, ასევე მათი მოგვარების გზებსაც. სიზმრები ასევე ასწავლიან თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ცერემონიის დროსაც. ისინი ასახლებენ სულებს ახალდაბადებულთა სხეულში, ასევე მათ გაჰყავთ გარდაცვლილის სხეულებიდან სულები სხვა სამყაროსკენ. შამანები სიმღერით აგზავნიან თავის ცხოველებს, სხვადასხვა სამყაროში, ღმერთებთან კონტაქტის დასამყარებლად, ოჯახისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის ცენემონიები ორ ნაწილად არის დაყოფილი – სველი და მშრალი სეზონი. ზაფხულის პერიოდში ადგილი აქვს წვიმისთვის და მიწათმოქმედებისთვის მიძღვნილ ცერემონიებს. შემოდგომისთვის გადადიან მოსავლის აღების ცერემონიაზე, წრეს ასრულებს ირმებზე ნადირობის და პეიოტის ცერემონიები. ეს ყველაფერი საშუალოდ ორი დღე გრძელდება, რა დროსაც შამანებიი მღერიან ორი ასისტენტის დახმარებით. როდესაც დამყარდება კონტაქტი ღმერთთან, ისინი სწირავენ ცხოველებს, მათი სისხლი განასახიერებს სიცოცხლის ძალას, ხორცი კი რიტუალური საჭმელია. ცერემონიები ასევე შეიძლება დადგმულ იქნას სახლებში ან რაიმე საზოგადოებრივ ცენტრში.

ხელოვენბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნება ტრადიციული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი მეშვეობით გამოხატავენ გრძნობებს. დიზაინი რასაც იყენებენ მაისურებზე, ჩანთებზე ან ქამრებზე, გამოსახავს მათსავე ღმერთებსა და ბუნებას. პეიოტური ხილვები არის ამ დიზაინის წყარო, რაც გამოიყენება საცერემონიო ნივთების დეკორაციისთვის, გიტარებისა და ვიოლინოებისთვის, ჭურჭელზე, ისრებზე და სახეზეც კი. მათი ნახატები ახალი აღმოჩენაა და ინტერესესა თუ შესწავლის ობიექტს წარმოადგენს. ისიინი სხვადასხვა ისტორიებს აღწერენ და გვიჩვენებენ მათი ცხოვრების სტილს, მითოლოგიას, რიტუალებს. ხელოვნების სხვა სფეროები მოიცავს - საყურეებს, ყელსაბამებს, ჭურჭელს, ნიღბებს და ტექსტილს.

დეკორატიული ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომის უნიკალურ,ჭრელ ხელწერას "ნიერიკა" ეწოდება. ასეთი ნახატები იქმნება ძირითადად შემდეგი ტექნოლოგიით: ძირითადად კვადრატულ ან მრგვალ დაფას ფარავენ წებოვანი ხსნარით, რის შემდეგაც მასზე მატყლის ძაფებით ქმნიან სხვა და სხვა გამოსახულებებს. ეს დაფები ყოველთვის გახვრეტილია ცენტრში საიდანაც ადამიანებს და სულებს შეუძლიათ დაინახონ ერთმანეთი. ნიერიკა ითვლება შუამავლად სულების სამყაროში. მას ასევე უწოდებენ ორ სახიან სარკეს, რადგან ნახატები სრულდება დაფის ორივე მხარეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში უამრავი ჰუიჩოლი გადასახლდა ისეთ ქალაქებში როგორიცაა მეხიკო და გვადალაჰარა. სწორედ მათ შეძლეს მიეპყროთ უამრავი ადამიანის ყურადღება თავიანთი ტომის უნიკალურ ხელოვნებაზე. თავიანთი ტრადიციების შესანარჩუნებლად მათ დაიწყეს ნიერიკის მოდერნიზებული ტექნიკით - საღებავებით ხატვა, თუმცა მოტივები, სტილი და ფერები იგივე დარჩა. ასეთი ნაკეთობების პირველი მასშტაბური გამოფენა 1962 წელს გვადალაჰარაში მოეწყო. ბისერებით მუშაობა ჰუიჩოლის ტომმა რა თქმა უნდა გაცილებით გვიან დაიწყო, თუმცა მსგავსი ტექნოლოგია მათ ჯერ კიდევ ესპანელი კონკისტადორების მოსვლამდე ჰქონდათ. ბისერს ისინი ქვებით, ძვლის ნატეხებით, ნიჟარებით, თიხით ცვლიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაკეთობებს პირველრიგში რელიგიური და რიტუალური დატვირთვა ჰქონდა, ყოველი ფერი სიმბოლური დატვირთვის მიხედვით ირჩეოდა. ლურჯი - წვიმის ღმერთის სიმბოლო იყო, შავი - წყნარი ოკეანე, წითელი - აღნიშნავდა ვირიკუტას (უდაბნო მექსიკაში), რომელიც თავად პეიოტის (კაკტუსი), არწივისა და ირემის დაბადების ადგილს ნიშნავდა.

ნაციონალური სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცების ტანისსამოსს ეწოდება კამირა (kamirra ესპანურიდან camisa - პერანგი) ან (kutuni) კუტუნი გრძელი და განიერი პერანგი, რომელიც ორივე მხარეს გახსნილია და წელზე მოჩუქურთმებული მატყლის ქამრით იკვრება. ქამარზე კიდია რამდენიმე ქისა ქაღალდისა და ბამბისგან, რომლებიც ისევე, როგორც მთლიანად ნაციანალური ტანსაცმელი სხვა და სახვა ორნამენტებითაა მორთული. ამ ქისებს კუიჰუამე (kuihuame) ან ჰუაიკური (huaikuri) ეწოდებათ. საინტერესოა, რომ ამ ქისებს არაფერში არ იყენებენ, იქ არაფერს ინახავენ, მათ მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვთ. ასევე ატარებენ ნაციონალურ ჩანთებს, რომელთაც ეწოდებათ - კუჩური (kuchuri). მამაკაცები ასევე ატარებენ ყელზე შემოხვეულ მოქარგულ ხელსახოცს, რომელსაც ეძახიან tubarra ს და ქუდს, რომელსაც რუპეროს (rupurero) უწოდებენ (ესპანურიდან sombrero), ამ უკანასკნელს რთავენ ბისერებით, მატყლის ძაფით, ბუმბულებით, ყვავილებით და ასე შემდეგ. ჰუიჩოლის ტომის მამაკაცები ყოველთვის ჭრელად და ეფექტურად არიან ჩაცმულნი, რადგან მათი მეუღლეები ცდილობენ რაც შეიძლება ლამაზად მოქარგონ თავიანთი მამაკაცის ტანისსამოსი. მამაკაცებისგან განსხვავებით ჰუიჩოლის ტომის ქალბატონების ტანისსამოსი გაცილებით სადაა. იგი შედგება მოკლე, განიერი წელამდე ზედისგან (კუტუნი) და ქვედაბოლოსგან სახელად იჰუი (ihui). თავსაბურავი ქალბატონების შემთხვევაში გრძელი მოქარგული ქსოვილია. ასეთ  თავსაბურავს ჰუიჩოლის ტომის ქალბატონები რიკურის (ricuri ) უწოდებენ. ისინი ასევე ატარებენ სხვა და სხვა სამკაულს. ჰუიჩოლთა ნაციონალური ტანისამოსის დეკორატიული ორნამენტები ძველი დროიდან უცვლელია და როგორც ძველად ასევე დღეს თითოეულ ორნამენტს საკრალული, მაგიური ქვეტექსტი და მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფერს თავის წიგნში „უცნობი მექსიკა“ აღწერს ცნობილი ანთროპოლოგი კარლ ლუმგოლცა (1986 წ.). დღესასწაულებზე ჰუიჩოლის ტომის წევრები სახეს ზემოთხსენებული მაგიური ორნამენტებით იხატავენ. ქურუმები (მარაკატები) (maraakates) რიტუალებს ატარებენ სპეციალური დანიშნულების ბუმბულებით მორთული ჯოხებით სახელად - muwieris.

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუიჩოლებისთვის ავადმყოფობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს – რიტუალების არ შესრულება, ღმერთების განაწყენება, სულებისგან შურისძიება, სულის დაკარგვა, ბოროტი ქარები და წინაპრების დაბრუნება. ამის დასადგენად შამანი სპეციალურ დიეტურ პერიოდს გადის, რამდენიმე ღამე ძინავს, ამ დროს კი პაციენტი ავადმყოფობის პერიოდში, ელოდება მის პასუხს. შემდეგ შამანი მას გამოსწოვს უცხო ობიექტს სხეულიდან და პირით შეასხავს წმინდა წყალს. როდესაც ავადმყოფობის მიზეზი დადგენილია, შამანი ინსტრუქციას აძლევს პაციენტის ოჯახს თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. თუ პაციენტი უარესდება, შამანი მიმართავს სხვა ცერემონიას, რომლის დროსაც იგი მთელი ღამე მღერის, რათა აღმოაჩინოს ავადმყოფობის მიზეზი. ბალახეულობა მაინც გამოიყენება, რომლებიც არ არის გავრცელებული ადრეულ პერიოდთან შედარებით. ახალი ავადმყოფობების გავრცელებასთან ერთად, ჰუიჩოლების უმრავლესობამ დასავლური პრაქტიკა გამოიყენა და დანერგა საკუთარ მედიცინაში. შამანი წინასწარ აკურთხებს წამლებს ან ექიმს და ამის შემდეგ ხდება უკვე მკურნალობის დაწყება.

სიკვდილის და სიცოცხლის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს ცხოვრებას, მიყვება გზას ახალ სამყაროში, სადაც მისი ამქვეყნიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ელოდება სხვადასხვა მოვლენები. თუ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა არა ჰუიჩოლთან, იგი მოხვდება წრეში, რის გარჩემოც წრიულად დარბიან ცხენები. თუ სულ უფრო კარგი ცხოვრებით ცხოვრობდა, იგი სიკვდილის სასახლეში მოხვდება, რომელიც არის დასავლეთით, სადაც ის ცეკვავს, რათა განიტვირთოს ამქვეყნიური ცხოვრებისგან. სიკვდილიდან ხუთ დღეში, შამანი და გარცადვლილის ოჯახი, ატარებენ გამოსამშვიდობებელ ცერმონიას, რის შემდეგაც შამანი ეხმარება სულს რათა მიაღწიოს ზეცას და შეუართდეს უფრო ადრე გარდაცვლილ სულებს. ხუთი წლის შემდეგ კი შამანი სულს იჭერს ქვაში, რომელსაც გადასცემს გარდაცვლილის ოჯახს შესანახად. მას ცხოველის სისხლით ფარავენ, სადღესასწაულო სუფრებზე კი საჭმელსაც კი სთავაზობენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაწვრილებით ეს პროცესი განხილულია წიგნში Iturrioz Leza, José Luis, Lenguas y literaturas indígenas de Jalisco. Secretaría de Cultura-Gobierno del Estado de Jalisco, México, 2004.
  2. El hostigamiento a «el costumbre» huichol: Los procesos de hibridación social. ავტორები: José de Jesús Torres, J. Jesús Torres Contreras. El Colegio de Michoacán A.C., 2000. ISBN 970-679-027-6, 9789706790279.