ოპუნცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოპუნცია
Opuntia echios
Opuntia echios
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კაქტუსისებრნი
გვარი:  ოპუნცია
ლათინური სახელი
Opuntia

ოპუნცია (ლათ. Opuntia) — მცენარეთა გვარი, კაქტუსისებრთა ოჯახისა. სუკულენტური ბუჩქები ან, იშვიათად, ხეებია. აქვთ ბრტყელი, წვნიანი დანაწევრებული ფოთლისებრი ტოტები. ღერო მოფენილია ეკლებით (ეკლების უმეტესობა ფოთლების სახეცვლილებას წარმოადგენს) ან ე. წ. გლოქიდიებით (წვრილი ეკლისებური გამონაზარდები); რამდენიმე სახეობას რუდიმენტული ფოთლებიც აქვს, რომლებიც მალე სცვივა.

ოპუნციის 250-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკაში; ზოგიერთი კულტივირებულია სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, აგრეთვე სამხრეთ და შუა ევროპაში, ყირიმში, შუა აზიასა და კავკასიაში, კერძოდ საქართველოში ბევრგან გაველურებულია; მაგ. ლათ. Opuntia ficus indicaთბილისის მიდამოებში და დასავლეთ საქართველოში.

ოპუნციის ყინვაგამძლე სახეობები უძლებენ — 10 °C. ღერო შეიცავს სახამებელს, შაქრებს, პროტეინს, C ვიტამინს. ადვილად მრავლდება ვეგეტატიუტად. ოპუნცია ინდიელების უძველესი საკულტო მცენარეა; იგი გამოსახულია მექსიკის სახელმწიფო გერბზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]