ჯერვისი
მშობ. სახელი: ინგლ. Jarvis | |
---|---|
კუნძული ჯერვისი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 00°22′00″ ს. გ. 160°01′00″ დ. გ. / 0.36667° ს. გ. 160.01667° დ. გ. |
ფართობი | 4,45 კმ² |
სანაპიროს სიგრძე | 8 კმ |
უმაღლესი წერტილი | 7 მ |
ქვეყანა | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
ჯერვისი (ინგლ. Jarvis) — კუნძული წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს 2200 კმ-ში სამხრეთით ჰავაის კუნძულებიდან და 375 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით შობის კუნძულიდან, რომელიც შედის კირიბატის შემადგენლობაში. მიეკუთვნება ლაინის კუნძულებს.
კუნძულის ფართობია — 4,45 კმ². ჯერვისი — ქვიშოვანი მარჯნის კუნძული. სანაპირო ზოლის სიგრძე 8 კმ-ია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 7 მეტრს. ბუნებრივი წყლის წყაროები არ არსებობს. იზრდება: დაბალი ბუჩქები, იშვიათი ბალახოვანი საფარი. ბუდობენ სხვადასხვა სახეობის ზღვის ფრინველები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული აღმოაჩინეს ინგლისელებმა 1821 წელს, 1858 წელს შეიერთა აშშ-მა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე მდებარეობს მიტოვებული სოფელი მილერსვილი. ყოველწლიურად აქ მოდიან აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები. კუნძულზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით და ძირითადად მეცნიერებისათვის
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური საქმიანობა არ არსებობს. არსებობს გარე ღუზიანი გასაჩერებელი ადგილები ზღვის გემებისათვის, ასევე ორი ადგილი დიდი ნავების გასაჩერებლად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jarvis Island Home Page: Website with photos, weather, and more.
- Republic of Howland, Baker and Jarvis დაარქივებული 2006-01-02 საიტზე Wayback Machine. : A fictional alternative reality Micronation.
- WorldStatesmen
|