მონტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტანა
Flag of Montana.svg Seal of Montana.svg
მონტანის დროშა მონტანის გერბი
Montana in United States.svg
დედაქალაქი ჰელენა
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი სტივ ბალოკი
საკანონმდებლო ორგანო მონტანის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 381,154 კმ²
მოსახლეობა 1,032,949[1] კაცი
უმაღლესი წერტილი გრანიტ-პიკი
უდაბლესი წერტილი კუტენეი
შტატი გახდა 8 ნოემბერი 1889
სასაათო სარტყელი UTC−7 და ამერიკა/დენვერი
საფოსტო აბრევიატურა MT
მოსაზღვრე რეგიონები ბრიტანეთის კოლუმბია, ალბერტა, სასკაჩევანი, ჩრდილოეთი დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ვაიომინგი და აიდაჰო
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი mt.gov

მონტანა (ინგლ. Montana) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ესპანურად „მთიანს“ ნიშნავს. მონატანა 1740 წელს გამოკვლეულ იქნა ფრანგი ვერენდრიეს მიერ. 1809 – შეიქმნა პირველი დასახლებები. მე-19 ს-ში მონტანას ოქროს მაძიებლები მოაწყდნენ. 1864 – აშშ-ს ტერიტორია. 1867-1877 – ომები ინდიელებთან. 1889-დან შტატი.

მონტანას ესაზღვრება კანადის პროვინცია ალბერტა და სასკაჩევანი, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, უაიომინგი და აიდაჰო. მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: მონტანას უნივერსიტეტი (დაარსებულია 1893 წ.) და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (1893).

  • ფართობი – 377 ათასი.
  • მოსახლეობა – 909 ათასი (თეთრი 92,4 %, აფროამერიკელი 0,3 %, ინდიელი 5,8 %, ლათინურამერიკელი 1,5 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 52,9 %.
  • ქალაქებიჰელენა (დედაქალაქი), 28 ათასი, ბილინგსი, 91 ათასი, გრეით-ფოლსი, 58 ათასი.
  • თავისებურებებიიელოუსტონის ეროვნული პარკი, ინდიელთა ველის მუზეუმი, სამთო-სათხილამურო კურორტები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]