ხაიმე II (არაგონი)
ხაიმე II სამართლიანი | |
---|---|
ესპ. Jaime II el Justo | |
არაგონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1291 |
მმართ. დასასრული: | 1327 |
წინამორბედი: | ალფონსო III |
მემკვიდრე: | ალფონსო IV |
სიცილიის მეფე ხაიმე I-ის სახელით | |
მმართ. დასაწყისი: | 1285 |
მმართ. დასასრული: | 1296 |
წინამორბედი: | პედრო I დიდი |
მემკვიდრე: | ფრედერიგო II |
სარდინიის მეფე ჯაკომო I-ის სახელით | |
მმართ. დასაწყისი: | 1297 |
მმართ. დასასრული: | 1327 |
წინამორბედი: | ტიტული დაარსდა |
მემკვიდრე: | ალფონსო IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1267 |
დაბ. ადგილი: | ვალენსია |
გარდ. თარიღი: | 2 ნოემბერი, 1327 |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა |
მეუღლე: |
ისაბელა კასტილიელი, ბლანკა ანჟუელი, მარია დე ლუზინიანი, ელისენდა დე მონკადა |
დინასტია: | ბარსელონა |
მამა: | პედრო III |
დედა: | კონსტანცია ჰოჰენშტაუფენი |
ხაიმე II სამართლიანი (ესპ. Jaime II el Justo; დ. 10 აგვისტო, 1267 — გ. 2 ნოემბერი, 1327) — სიცილიის მეფე (როგორც ხაიმე I) 1285 წლიდან 1296 წლამდე, არაგონისა და ვალენსიის მეფე, ბარსელონის გრაფი 1291 წლიდან 1327 წლამდე. 1297 წლიდან სარდინიისა და კორსიკის სამეფოს მეფე. იგი იყო არაგონიის მეფე პედრო III-ისა და კონსტანცია ჰოჰენშტაუფენის მეორე ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაიმე დაიბადა ვალენსიაში, არაგონიის მეფე პედრო III-ის და სიცილიის დედოფლის კონსტანციას ვაჟი.
1285 წლიდან მამის მემკვიდრეა სიცილიის სამეფოში. მისი ძმის, ალფონსო III-ის სიკვდილის შემდეგ 1291 წელს, იგი ადის არაგონიის სამეფო ტახტზე. 1296 წელს მან გააფორმა მშვიდობიანი ხელშეკრულება ნეაპოლის მეფე კარლ II ანჟუელთან, ის დათანხმდა სიცილიის მისთვის მიცემაზე, მაგრამ სიცილიის ნაცვლად ტახტზე თავისი ძმა, ფრედერიგო უნდა ასულიყო.
იმ ფაქტის გამო, რომ ფრედერიკმა უკან არ დაიხია კუნძულიდან, პაპმა ბონიფაციუს VIII-მ მოითხოვა კარლ II-თან ერთად მისი გადაყენება სიცილიის ტახტიდან. 1295 წელს ანანიის ხელშეკრულებით იგი დაბრუნდა ბალეარის კუნძულებიდან ბიძასთან, ხაიმე II მაიორკელთან. ხაიმე II მეფობის დროს არაგონი აკონტროლებდა მაიორკის სამეფოს კონტინენტურ ნაწილზე - მონპელიესა და რუსილიონზე. 1298 წელს, არხილერსის ხელშეკრულებით ხაიმე II მაიორკელმა ცნო არაგონის მეფე ხაიმე II-ს პროტექტორატი.
იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მას დაბრუნების უფლება მისცეს, ხაიმე მეორეს უნდოდა მოეპოვებინა მუსლიმური სამყაროს სამხრეთში. იმ მიზნით რომ მიერჭია მას დასახული მიზნისათვის, ადმირალ დონ ბერნატ სარიასა და პოლოპის ბარონის დახმარებით, მან ჩამოაყალიბა ალიანსი კასტილიის ყმაწვილი მეფის ფერდინანდ IV-ის წინააღმდეგ. ხაიმე II უნდოდა ტაიფა მურსიის ხელჩი ჩაგდება, იმ მიზნით რომ ჰქონოდა შესაძლებლობა ხელი მიეწვდინა გრანადის სახელმწიფოსთვის. მოკავშირეები შევიდნენ მურსიაში ყველა მიმართულებიდან 1296 წელს და ხაიმე II-მ მოახდინა მისი კაპიტულაცია და ხელში ჩაიგდო 1304 წლამდე.
ხაიმე II ჩაერთო 1321 წლის კეთროვანთა დევნაში. მან ბრძანა დაეჭირათ და ეწამებინათ ფრანგი კეთროვნები რომლებიც ცდილობდნენ კეთრის გავრცელებას.
ხაიმე II დაქორწინებული იყო 4-ჯერ და ჰყავდა 13 შვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- VanLandingham, Marta. Transforming the State: King, Court and Political Culture in the Realms of Aragon (1213-1387). Leiden [Netherlands]: Brill, 2002. ISBN 9004127437
|