ხაიმე II (მაიორკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაიმე II
Jaime II
Jurament dels Privilegis de Jaume II de Mallorca davat de Jaume I el Conqueridor.jpg
მაიორკის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1276
მმართ. დასასრული: 1311
წინამორბედი: ხაიმე I დამპყრობელი
მემკვიდრე: სანჩო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მაისი, 1243
დაბ. ადგილი: მონპელიე
გარდ. თარიღი: 29 მაისი, 1311
გარდ. ადგილი: პალმა
მეუღლე: ესკლარამუნდა დე ფუა
შვილები: ხაიმე, სანჩო, ფერნანდო, ფილიპი
დინასტია: ბარსელონის დინასტია
მამა: ხაიმე I
დედა: იოლანდა უნგრელი

ხაიმე II (ესპ. Jaime II; დ. 31 მაისი, 1243 — გ. 29 მაისი, 1311) — მაიორკის მეფე, სერდანისა და რუსილიონის გრაფი 1276-1311 წლებში. ხაიმე I დამპყრობელისა და იოლანდა უნგრელის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაიმე I-ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო გაიყო ვაჟებზე ხაიმე II-მ მიიღო 4-დან 3 ბალეარის კუნძულები (მალიორკა, ივისა და ფორმენტერა), რუსილიონის საგრაფო და სერდანის საგრაფო, ასევე მონპელიეს სენიორია, ომელასის საბარონო და კარლადესის სავიკონტო. ამ სახელმწიფოებრივმა გაერთიანებებმა ერთად ჩამოაყალიბეს არაგონის ვასალი მაიორკის სამეფო. გარდა ამისა ხაიმე II ხარკს უხდიდა ბალეარის მეოთხე კუნძულ მენორკაზე გაბატონებულ მუსლიმებს. ამგვარად მისი გავლენის ქვეშ უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდა ვიდრე მისი ძმის პედრო არაგონელის ხელში.

ძმის გარდაცვალების შემდეგ ხაიმეს აღარ უნდოდა დარჩენილიყო არაგონის ვასალად. გაერთიანდა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ს და რომის პაპ მარტინ IV-ს არაგონის ახალი მეფის, თავისი ძმისშვილის ალფონსო III-ის წინააღმდეგ, თუმცა 1285 წელს ფორმიგესის ბრძოლაში დამარცხდა. ალფონსო III-მ მოახდინა ბალეარის კუნძულების ანექსია. 1287 წელს არაბებისაგან მენორკაც გაათავისუფლა.

1295 წელს რომის ახალი პაპის ბონიფაციუს VIII-ის შუამდგომლობით ბალეარის კუნძულები ხაიმე II-ს დაუბრუნდა. ამის შემდეგ მას აღარ უბრძოლია. დარჩენილი პერიოდი მან ქალაქების გამაგრებას და ეკონომიკის გაძლიერებას მოანდომა. მან ჩაატარა ფულის რეფორმა, ხელი შეუწყო ხალხური ხელნაკეთების განვითარებას, ეკლესიებისა და სასახლეების მშენებლობას პერპინიანში და პალმაში. დააარსა დიპლომატიური საკონსულოები გრანადასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: