დაარსდა 1991 წელს პროფესორ ჰამლეტ ისახანლის მიერ. დაარსებისთანავე უნივერსიტეტი გახდა ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამასთან, ხაზარის უნივერსიტეტმა პირველმა შესთავაზა აზერბაიჯანს დასავლური ტიპის, კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სერვისი. ხაზარის უნივერსიტეტის დაარსებით ისახანლიმ მოახდინა წინამორბედი, საბჭოური კორუმპირებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება[3][4][5].
აზერბაიჯანში ხაზარის უნივერსიტეტი ცნობილია როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია ინოვაციური, დასავლური ტიპის განათლების მიღება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ამასთან ერთად, უნივერსიტეტი განაგებს სკოლა-ლაბორატორიას, (დუნიას სკოლა) რომელიც სთავაზობს სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების პროგრამებს.
ხაზარის უნივერსიტეტის აკადემიური ბაზა მოიცავს 250-მდე ლექტორს, რომელთაგან დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის ხაზარის უნივერსიტეტმა პირველმა შემოიღო სტუდენტზე ორიენტირებული კრედიტების დაგროვების სისტემა. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები სტანდარტის მხრივ შეესაბამება განვითარებული ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების კურიკულუმთან. ხაზარის უნივერსიტეტში სწავლების ძირითადი ენაა ინგლისური. ეს ფაქტორები გულისხმობს აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობების ზრდას სტუდენტებისთვის და განაპირობებს მათ მომზადებას გლობალურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
ხაზარის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი სკოლა ( კოლეჯი):