კომპიუტერული ინჟინერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პლატა, რომელიც გამოყენებულია DVD player-ში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერების ნამუშევარია.

კომპიუტერული ინჟინერია — დისციპლინა, რომელიც გარკვეულ წილად უკავშირდება კომპიუტერულ მეცნიერებას და ელექტრო ინჟინერიას. კომპიუტერული ინჟინერები უმეტესად სწავლობენ ელექტრო ინჟინერიას და პროგრამულ ინჟინერიას. მათი მთავარი საქმიანობაა მიკროპროცესორების, მიკროკონტროლერების და ელექტრო მოწყობილობებისთის საჭირო ნაწილების აწყობა.

კომპიუტერული ინჟინერები ძირითადად წერენ პროგრამებს მიკროკონტროლერების და მიკროპროცესორებისთვის, ქმნიან VLSI ჩიპებს, პლატებს და ოპერაციულ სისტემებს შესაბამისი მოწყობილებისთვის. რობოტოტექნიკაც კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის ნაწილია, რომელიც აწყობილია ელექტრო სისტემებზე, როგორიციაა ელექტრო მოტორი, CMC, და სენსორები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპიუტერულ ინჟინერიას საფუძველი ჩაეყარა 1939 წელს, როდესაც ჯონ ვინსენტ ატანასოვმა და კლიფორდ ბერმა დაიწყეს მსოფლიოში პირველი ელექტრო ციფრული კომპიუტერის აწყობა ფიზიკის, მათემატიკის და ელექტრო ინჟინერიის მეშვეობით. ჯონ ვინსენტ ატანასოვი ერთ დროს იყო ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი აიოვას უნივერსიტეტში, კლიფორდ ბერი კი ფიზიკის და ელექტრო ინჟინერიის ყოფილი კურსდამთავრებული. ერთად მათ შექმნეს Atanasoff–Berry computer, ცნობილია, როგორც ABC, რომლის შესაქმნელადაც მათ 5 წელი დასჭირდათ.[1]

პირველი კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა აშშ-ში დამკვიდრდა 1972 წელს, კლივლენდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. 2015 წლის მონაცემებით, 250 აკრედიტებული კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა იყო ამერიკაში.[2] ევროპაში, კომპიუტერული ინჟინერიის სკოლების აკრედიტაცია კეთდება EQANIE-ს აგენტების მიერ. ორივე, კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის პროგრამები კურიკულუმში შეიცავენ ანალოგური და ციფრული სქემების დიზაინს. როგორც საინჟინრო დისციპლინებში, კომპიუტერული ინჟინრებისთვის მათემატიკისა და მეცნიერებათა ცოდნა აუცილებელია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Vincent Atanasoff - the father of the computer. წაკითხვის თარიღი: 2017-12-05
  2. Find an ABET-Accredited Program | ABET. წაკითხვის თარიღი: 2015-11-29.