შუა აღმოსავლეთი
შუა აღმოსავლეთი — დასავლეთი აზიის პირობითი სახელწოდება, რომელიც მდებარეობს ევროპასა და პაკისტანს შორის. ზოგჯერ უცხოურ ლიტერატურაში ცვლის ტერმინს ახლო აღმოსავლეთი, უფრო ხშირად კი გულისხმობს ახლო აღმოსავლეთს ირანთან, პაკისტანთან და ავღანეთთან ერთად და ამიტომ უმეტესად იხმარება არა ცალკე, არამედ გაერთიანებულ ტერმინად — „ახლო და შუა აღმოსავლეთი“.
ტერმინი „შუა აღმოსავლეთი“ წარმოიშვა 1850-იან წლებში ბრიტანეთის ინდოეთის ადმინისტრაციაში. თუმცა დიდი პოპულარობა ამ ტერმინმა მოიპოვა ამერიკელი ისტორიკოსის ალფრედ თაიერ მეჰენის წყალობით, რომელმაც 1902 წელს[1] შემოიღო აღნიშნული ტერმინი არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთს შორის არსებული მხარეების აღსანიშნავად.[2][3] იმ დროისთვის ბრიტანული და რუსული იმპერიები იბრძოდნენ ცენტრალურ აზიაში გავლენისათვის (ამ დაპირისპირებამ მიიღო სახელწოდება „დიდი თამაში“). მეჰენი აცნობიერებდა არა მხოლოდ სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, არამედ მისი შუაგულის — სპარსეთის ყურის მნიშვნელობასაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიას უწოდა შუა აღმოსავლეთი და აღნიშნა, რომ სუეცის არხის შემდეგ ეს ტერიტორია არის დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.
ალფრედ მეჰენმა პირველად ტერმინი „შუა აღმოსავლეთი“ იხმარა 1902 წელს სტატიაში „სპარსეთის ყურე და საერთაშორისო ურთიერთობები“. აღნიშნული სტატია ხელახლა გამოიცა The Times-ის მიერ. მეორე მსოფლიო ომამდე თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონებს შორის სივრცეს უწოდებდნენ ახლო აღმოსავლეთს, მაშინ როდესაც შორეული აღმოსავლეთის ცენტრი ჩინეთი იყო,[4] ხოლო შუა აღმოსავლეთი განიხილებოდა რეგიონი, რომელიც მოიცავდა მესოპოტამიას სახელმწიფო ბირმამდე. 1930-იანი წლების ბოლოს ქალაქ კაიროში ბრიტანელებმა შექმნეს შუააღმოსავლეთის სარდლობა.
მოგვიანებით ტერმინმა შუა აღმოსავლეთმა ფართოდ მოიკიდა ფეხი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სახელმწიფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირანი
- თურქეთი
- კვიპროსი
- ერაყი
- სირია
- ლიბანი
- ისრაელი
- პალესტინა
- საუდის არაბეთი
- ქუვეითი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ომანი
- იემენი
- კატარი
- ბაჰრეინი
- იორდანია
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შუა აღმოსავლეთი“ ვიკისაწყობში.
- შუა აღმოსავლეთი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Koppes, C.R. (1976). „Captain Mahan, General Gordon and the origin of the term "Middle East"“. Middle East Studies. 12: 95–98. doi:10.1080/00263207608700307.
- ↑ Lewis, Bernard (1965). The Middle East and the West, გვ. 9.
- ↑ Fromkin, David (1989). A Peace to end all Peace, გვ. 224. ISBN 0805008578.
- ↑ Davison, Roderic H. (1960). „Where is the Middle East?“. Foreign Affairs. 38 (4): 665–675. doi:10.2307/20029452.