ახლო და შუა აღმოსავლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინები „ახლო და შუა აღმოსავლეთი“ (გერმ. Naher und Mittlerer Osten, ინგლ. Near and Middle East) მეოცე საუკუნეში კოლონიალისტური სახელმწიფოების დიპლომატთა კაბინეტებში წარმოიშვა. ამ თანამედროვე პოლიტიკური ცნებების იმპერიალისტური კონტექსტი ემთხვევა ანგლიკანურ ზედსართავებს „Near“ და „Middle“, რომლებიც თავიანთ რეალურ მნიშვნელობას მხოლოდ კონტინენტური ევროპის პერსპექტივიდან იძენენ. მიუხედავად ამისა, ისინი უკვე დანარჩენ სამყაროშიც გამოიყენება. ევროპული კოლონიალური სახელმწიფოების დაშლის შემდეგ ეს ტერმინები გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც გადაიღო და რაც მთავარია, ამის აქცეპტირება თავად რეგიონის მხრიდანაც მოხდა, რომელიც ამას საკუთარ სახელად იყენებს. სახელი წინა აღმოსავლეთი ძირითადად გავრცელდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა გეოგრაფია, ორიენტალისტიკა, ძველი აღმოსავლეთის ისტორია და როგორც საერთო ზედწოდება ისე გამოიყენება ახლო და შუა აღმოსავლეთის აღსანიშნავად.

რეგიონის გეორაფიული საზღვრების დადგენაზე მართალია ერთგვარი თავშეკავება არსებობდა, თუმცა მაინც იქნა მიღწეული არაფორმალური კონსესუსი. ამ შეთანხმების თანახმად აქამდე წინა აღმოსავლეთის მთელი რეგიონი გადაჭიმული იყო თურქეთიდან (ჩრდილოეთ საზღვარი) სუდანამდე (სამხრეთის საზღვარი) და ირანიდან (აღმოსავლეთის საზღვარი) მაროკომდე (დასავლეთის საზღვარი).

თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლამ აუცილებელი გახადა გეოგრაფიული ტერმინების ახლებური განსაზღვრა. ამგვარად, რეგიონის საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლა. როგორც ევროპელი მკვლევარები მიიჩნევენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი ტერიტორიები — სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კულტურულად, ეთნიკურად, ლინგვისტურად და რელიგიურად ისტორიული წინა აღმოსავლეთის ნაწილი იყო. როგორც ცნობილია, ცენტრალური აზიის ამ ქვეყნებიდან ექვსი რესპუბლიკა უმეტესწილად მუსლიმანურია. ტაჯიკეთში სალაპარაკო ენა სპარსული ენის ოჯახს მიეკუთვნება, დანარჩენი ხუთი რესპუბლიკის ენა კი თურქულ ენას ენათესავება. ისტორიული ადგილები, როგორებიცაა სამარყანდი და ბუხარა წინა აღმოსავლეთის ისტორიისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ისპაჰანი და დამასკო. ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის კვალდაკვალ წინა აღმოსავლეთმა თითქოს იგივე მნიშვნელობა შეიძინა, როგორც მას ეს ოსმალეთის იმპერიის დროს ჰქონდა.

ჰელმუტ მეიხერის მიხედვით წინა აღმოსავლეთი თავის მხრივ იყოფა ოთხ დიდ სუბზონად, რომლებიც „არც თუ უსამართლოდ“ შესაბამის გეოგრაფიულ კონფლიქტურ ზონას ემთხვევა:

  1. ცენტრალური აზია
  2. მაშრიყი, იგივე ახლო აღმოსავლეთი, სადაც ხუთი დიდი, ისრაელ-არაბთა ომები (1948, 1956, 1967, 1973, 1982) მიმდინარეობდა
  3. სპარსეთის ყურის რეგიონი, სადაც ირან-ერაყის 1980-1988 წლის ომები და მეორე სპარსეთის ყურის ომი გაიმართა 1990-1991 წლებში
  4. მაღრიბი, ჩრდილო-აფრიკული სუბზონა, რომელიც მოიცავს ალჟირს, მაროკოს, ტუნისსა და ლიბიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helmut Mejcher, Der arabische Nahe Osten, Stuttgart, 1994, S. 25-26