ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერთვისი.
სოფელი
ხერთვისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი აჭარისწყალი
კოორდინატები 41°32′24″ ჩ. გ. 41°44′11″ ა. გ. / 41.540028° ჩ. გ. 41.736583° ა. გ. / 41.540028; 41.736583
ცენტრის სიმაღლე 260
მოსახლეობა 160[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ხერთვისი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

ხერთვისისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში.[2] მდებარეობს მდინარეების ჭოროხის მარჯვენა და აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 260 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 კაცი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 190[3][4]
2014 160[1] 89 71

საწნახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის გარეუბან ზედობანში შემორჩენილია საწნახელი. საწნახელი გამართულია პირამიდისებური ბორცვის ჩრდილოეთი ფერდობის ძირში. იგი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა გეგმა საკმაოდ კარგად იკითხება. საწნახელი საკმაოდ მოზრდილია და იგი შეიძლება გაერთიანდეს განიერი საწნახელების ჯგუფში. მშენებლობაში გამოყენებულია კლდის კარგად შერჩეული ქვები მტკიცე თეთრ დუღაბზე. მისი სიგრძე-3,50 მ-ია. კედლის სისქე-0,55 მ. სამხრეთი კედელი მიდგმულია კლდოვან მასივზე და მისი სისქე 0,45 მ-ია. ჩრდ. კედლის სისქე-0,43 მ. საწნახელის შიდა ზომებია: სიგრძე-2,55 მ. სიგანე თავთან (აღმოსავლეთით)-1,45 მ. საწნახელის იატაკი შელესილია კირხსნარით. საწნახელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე გამართული იყო მარანი. მათგან დღემდე შემორჩენილია მეტნაკლებად დაზიანებული მიწაში ჩასმული 6 ქვევრი.[5]

იქვე შემორჩენილია მეორე საწნახელი. ეს საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  5. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.
  6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-06. ციტირების თარიღი: 2019-10-06.