აპოლო (კინოთეატრი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58: ხაზი 58:
==არქიტექტურა==
==არქიტექტურა==


შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. [[კარგარეთელი]]ს ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.
შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. [[კარგარეთელი]]ს ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური [[პილასტრი|პილასტრებით]] არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

07:35, 1 ივნისი 2019-ის ვერსია

აპოლო
წინა სახელები ოქტომბერი
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი კინოთეატრი
არქიტექტურული სტილი არტ-ნუვო
ქვეყანა საქართველო
მდებარეობა თბილისი
კოორდინატები 41°42′55″ ჩ. გ. 44°47′36″ ა. გ. / 41.7153889° ჩ. გ. 44.7933806° ა. გ. / 41.7153889; 44.7933806
მფლობელი თბილისის მერია
დაიწყო 1909
დასრულდა 1909
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 3

კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) — თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია.

ისტორია

„აპოლო“ აშენდა 1909 წელს, როგორც კინოთეატრი. საბჭოთა პერიოდში მას „ოქტომბერი“ ეწოდებოდა. 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. 1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი „აპოლო“. 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „აპოლოს“ რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოყვა.[1] ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.

არქიტექტურა

შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

სქოლიო