ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ 95.104.89.42-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[არაბები]] ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო [[მექა|მექაში]] - [[ქააბა]]. ისლამურ გადმოცემის მიხედვით [[ქააბა]] ააგო [[აბრაამი|იბრაჰიმმა]], რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა [[შავი ქვა]]. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები [[მექა|მექაში]] ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი [[არაბები|არაბი]], რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ [[არაბები|არაბ]]ებს სწამდათ სულების ანუ [[ჯინები|ჯინების]], რომლებიც ცხოვრობდნენ [[მთვარე|მთვარეზე]], [[მზე|მზეზე]], [[ხე (მცენარე)|ხეებზე]], ჭებში, [[ქვა|ქვებში]]. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა. |

||
== მუჰამედი == |
|||
== მუჰამადი == |
|||
{{მთავარი|მაჰმადი}} |
{{მთავარი|მაჰმადი}} |
||
[[მუჰამედი]] ({{lang-ar|محمد}} ''მუჰამმად'') იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა [[570]] წელს [[მექა]]ში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – ([[ხალიფატი|სახალიფო]]), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ. |

15:30, 17 ნოემბერი 2013-ის ვერსია
ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") — დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.
მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)და პანკისელი ქისტები
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში
არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
მუჰამედი
მუჰამედი (არაბ. محمد მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.
თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულაიმანს, წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
აკადემიური წყაროები
- Patheos Library – Islam
- University of Southern California Compendium of Muslim Texts
- Encyclopedia of Islam (Overview of World Religions)
- Ethical Democracy Journal views on Islam, other ethical systems and democracy
ონლაინ რესურსები
- Islam — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- Islam, article at Friesian.com
- Asabiyya: Re-Interpreting Value Change in Globalized Societies, article at Repec/Ideas, University of Connecticut and IZA, Bonn, on Islam and global value change
სახელმძღვანელოები
- Islam at the Open Directory Project
- Islam (Bookshelf) at Project Gutenberg
- Islam from UCB Libraries GovPubs
- Islam and Islamic Studies Resources from Dr. Alan Godlas, Professor, University of Georgia
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA