ისლამური წერილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ისლამური წერილები — წიგნები, რომლებიც შეადგენენ ისლამის ტექსტუალურ ბაზისს. ისინი ორ ნაწილად იყოფა – გარდმოვლენილი და გადმოცემული. რწმენა ამ წიგნების მიმართს მუსლიმთა მრწამსის ნაწილია.
მუსლიმთა რწმენით, გარდმოვლენილი წიგნების ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, მაგრამ ისინი მათ ავთენტურად არ მიიჩნევენ, ხოლო ისლამის საფუძვლად ყურანი მიაჩნიათ.

გარდმოვლენილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდმოვლენილი წიგნები (არაბ. الكتب السماوية; ქუთუბ ას–სამავია) არის წიგნები, რომლებიც ისლამის მიხედვით ღმერთმა გარდმოუვლინა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაცნეს. ეს წიგნები გზის მაჩვენებელი იყო ამ მაცნეების გარშემო შემოკრებილი ხალხისთვის, თუმცა არა მარადიული. ყურანი სახელობით ასახელებს სამ მათგანს, ეს წიგნებია:

  • ათ–თავრათი (არაბ. التوراة)[1] ისლამის მიხედვით, ეს წიგნი გარდმოევლინა მუსას (მუსას ფურცლების დამატებით) და მისი ნაწილი შემორჩენილია დღევანდელ თორაში, თუმცა უდიდესი ნაწილი ბაბილონის ტყვეობისას განადგურდა და დღევანდელი თორა ეზრასა და დიდი კრების მიერ შეიკრიბა ძველი თორის ნაწილებისა და ადამიანთა ნააზრევისგან.
  • აზ–ზაბური (არაბ. الزبور)[2] ისლამის მიხედვით, ეს წიგნი გარდმოევლინა დავუდს. მისი ნაწილი დღევანდელ ფსალმუნებშია შემორჩენილი.
  • ალ–ინჯილი (არაბ. الإنجيل) ისლამის მიხედვით, ეს იყო 'ისას წიგნი.[3] თუმცა დღეს ახალ აღთქმასა და სახარებებს არაბი ქრისტიანები ინჯილს უწოდებენ, ისლამის სწავლებით არც ერთი ეს წიგნი არ არის ნამდვილი ინჯილი, რომელიც თვალთმაქცებმა დაამახინჯეს და გადამალეს.

ყურანი ასევე ასახელებს კიდევ წიგნებს, რომელთა სახელებს არ აკონკრეტებს. ეს წიგნებია:

  • იბრაჰიმისა და მუსას ფურცლები (არაბ. صحف إبراهيم وموسى; სუჰუფ იბრაჰიმ ვა მუსა) რომლებიც ქრონოლოგიურად პირველია ღმერთის მიერ გარდმოვლენილი წერილებიდან.[4]
  • იაჰიას წიგნი (არაბ. كتاب يحيى ქითაბ იაჰია)[5]

ყურანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამის მიხედვით, ბრძენი ყურანი არის საბოლოო, დაცული, პირდაპირი და სრული ჩანაწერი ღმერთის სიტყვისა, რომელიც ანგელოზ ჯიბრა’ილის ხელით ჩამოუგზავნა თავის უკანასკნელ მაცნესა და წინასწარმეტყველს, მუჰამმადს ﷺ. ყურანის მთელი ტექსტი ზეპირად იცოდა მუჰამმადის ﷺ მრავალმა თანამიმდევარმა და შემდგომ ჩაიწერა ტექსტად, რომელიც უცვლელია 14 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ღმერთი იცავს ყურანს დამახინჯებისგან, რადგან ეს არის მისი უკანასკნელი წიგნი, რომელიც მან კაცობრიობას გარდმოუვლინა სამსჯავროს დღემდე. რადგან ახალი წინასწარმეტყველი ან მაცნე აღარ იქნება გამოგზავნილი, თუ ყურანიც დამახინჯდებოდა ჩვენამდე ვერასდროს მოაღწევდა ღმერთის შესახებ სწორი სწავლება, ამიტომ ბრძენი ყურანის დაცვა ღმერთმა თავის თავზე აიღო.
წინა წერილების დაცვა არ ყოფილა ასეთივე მნიშვნელოვანი, რადგან ღმერთი აგრძელებდა წინასწარმეტყველებისა და მაცნეების გამოგზავნას, ხოლო ის კანონი, რაც მათ მოჰქონდათ, მეორეხარისხოვანი დეტალებით განსხვავდებოდა საბოლოო, სრულყოფილი კანონისგან. მაგალითად, ღმერთის ბრძანებით, ‘ისამ მოიტანა გარკვეული ცვლილებები, დაუშვა გარკვეული ისეთი ქმედებები, რაც წინა კანონით აკრძალული იყო. თუმცა ძირითადი და პირველხარისხოვანი – ერთღმერთიანობა უცვლელად დატოვა.[6]

გადმოცემული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემულ წიგნებს განეკუთვნება წიგნები, რომლებიც აღწერენ მაცნეების სიტყვებს, საქციელებსა და მდუმარე თანხმობასაც ამა თუ იმ საქციელზე. ცალკეული გადმოცემებს, რაც ამ თემას ეხება ჰადისები ეწოდება და ისინი შეკრებილია შესაბამის წიგნებში, რომელთა რიცხვი ორ ათეულზე მეტია და რომელთაგან ექვსი ყველაზე ავტორიტეტული წიგნია:

აღსანიშნავია, რომ სუნნაც ასევე ღვთივშთაგონებულია, მაგრამ ყურანისგან განსხვავებით, ის არ არის ღმერთის შეუვალი სიტყვა.
არსებობს ჰადისების გადარჩევის რაციონალური კრიტერიუმები, რომელიც მათი გადმომცემთა ჯაჭვის ანალიზის საფუძველზეა შედგენილი. არსებობს ჰადისების გადმომცემთა ენციკლოპედიები, საიდანაც დგინდება მათი სანდოობა და ა.შ. ამ მეცნიერებას ალ–ჯარჰ ვა თ-თა'დილი ეწოდება.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრძენი ყურანი, სურა ალ–მა'იდა, V, აია 44.
  2. ბრძენი ყურანი, სურა ან–ნისა, IV, აია 163.
  3. ბრძენი ყურანი, სურა ალ–მა'იდა, V, აია 46.
  4. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ა'ლა, LXXXVII, აიები 18–19.
  5. ბრძენი ყურანი, სურა მარიამ, XIX, აია 12.
  6. Pete seda, Islam is..., 2002, ISBN 0-9719158-0-6.
  7. Al-Jarh Wa Al-Ta'dil დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Islamic Encyclopedia