თაფსირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამის თემები
Allah1.png
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

თაფსირი (არაბ. تفسير‎‎; განმარტება) — ყურანის განმარტება. თაფსირი ეწოდება როგორც მეცნიერებას ყურანის განმარტებას შესახებ, ასევე ამ თემაზე შექმნილ ნაშრომებს. მეცნიერს, რომელიც თაფსირის თემატიკითაა დაკავებული, მუფასირი ეწოდება.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა თაფსირი სამთანხმოვნიანი ძირისგან „ფასარა“ (არაბ. فسر‎‎) წარმოდგება, რაც ახსნას, განმარტებას, გაცხადებას ნიშნავს.

თაფსირის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაფსირის მეთოდოლოგია სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, ესენია:

  • თაფსირი თავად ყურანისა და ჰადისების საფუძველზე, რომელსაც ეწოდება ათ–თაფსირ ბი რ–რივაია (არაბ. التفسير بالرواية‎‎), ან ათ–თაფსირ ბი ლ–მა'სურ (არაბ. التفسير بالمأثور‎‎).
  • თაფსირი ლოგიკისა და საკუთარი ინტერპრეტაციების საფუძველზე, ამგვარ თაფსირს ათ–თაფსირ ბი რ–რაი (არაბ. التفسير بالرأي‎‎) ჰქვია.
  • თაფსირი ეზოთერული ცოდნისა და ფარული მნიშვნელობებისა, რომელსაც ეწოდება ათ–თაფსირ ბი ლ–იშარი (არაბ. التفسير الإشاري‎‎). ამ უკანასკნელს ძირითადად სხვადასხვა მიმდინარეობების (მუ'თაზილლა, ბატინია, სუფი და ა.შ.) მიმდევრები იყენებენ.[1]

შინააარსის მიხედვით, თაფსირები შემდეგ ჯგუფებად იყოფა:

  • ანალიტიკური (არაბ. تحليلي‎‎). თაფსირის ტრადიციული სახე, სადაც ფართოდ და დაწვრილებით იხსნება აია, მისი გარდმოვლენის მიზეზი და მისი მნიშვნელობა როგორც რელიგიურად, ასევე ლექსიკურად.
  • მოკლე (არაბ. إجمالي‎‎). ანალიტიკური თაფსირის შემოკლებული ვარიანტია, სადაც მსჯელობა დაწვრილებით და ფართოდ არ განიხილავს ყოველ აიას. ასეთ თაფსირებს ახასიათებს უნივერსალურობა და ლაკონური სტილი.
  • შედარებითი (არაბ. مقارن‎‎). თაფსირის სახეობა, სადაც მოყვანილია ერთი და იგივე აიის სხვადასხვა ინტერპრეტაციები, შემდგომ კი რელიგიური მტკიცებულებების საფუძველზე ირჩევა მათგან საუკეთესო.
  • თემატური (არაბ. موضوعي‎‎). თაფსირი, სადაც ირჩევა ერთი ან რამდენიმე თემა და ყურანის (ან მისი რომელიმე ნაწილის) პოზიცია ამ თემის მიმართ.[2]

მუფასირის კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური ისლამის სწავლულის, ჯალალუდ-დინ ას-სუიუტის მიხედვით, მუფასირს, რომელსაც სურს ყურანის განმარტება, მოეთხოვება სრულყოფილი ცოდნა შემდეგი სფეროებისა[3]:

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური მუფასირები ყურანის აიებს შემდეგი წყაროების საფუძველზე განმარტავენ, შემდეგი ქრონოლოგიით:

  • აია — როდესაც ყურანის ესა თუ ის ადგილი შეიძლება აიხსნას და განიმარტოს სხვა ადგილით.
  • ჰადისი — აია განიმარტება ჰადისით, რომელიც იმ აიის შესახებ არის გადმოცემული.
  • ასარი — ისლამის სწავლულები იკვლევენ მუჰამმადის უახლოესი თანამიმდევრებისა და მათი მოსწავლეების შეხედულებებს და ამის მიხედვით განმარტავენ ამ აიას.
  • განმარტება ლექსიკური მნიშვნელობით — აიას არაბული მნიშვნელობის განმარტება.

იშარი თაფსირი, რომელსაც ადგენენ სხვადასხვა მიმდინარეობის ლიდერები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ეზოთერულ ცოდნაზე, შესაძლოა აიას როგორც ლექსიკური, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას შეიცავდეს. ასეთი თაფსირი კლასიკურ ისლამში მიუღებელია, რადგან ჰადისის მიხედვით, მუჰამმადმა თქვა[4]:

ვიკიციტატა
„ვინც იტყვის რაიმეს ყურანზე ცოდნის გარეშე (განმარტავს მას თავისი სურვილების შესაბამისად), მოემზადოს ჯოჯოხეთის ცეცხლში შესასვლელად!“

ცნობილი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურანის პირველი განმმარტებლები ისლამის ისტორიაში იყვნენ მუჰამმადის უახლოესი თანამიმდევრები 'აბდულლაჰ იბნ მას'უდი (გარდ. ჰიჯრით 32/653 წ.) 'აბდულლაჰ იბნ 'აბბასი (გ. — 68/687) 'უბაი იბნ ქა'ბი (გ. — 30/650), ზაიდ იბნ საბითი (გ. — 45/665), აბუ მუსა ალ–აშ'არი (გ. — 46/666) და 'აბდულლაჰ იბნ აზ–ზუბაირი (გ. — 73/692).[5]

სუნიტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანვირ ალ-მიყბას მინ თაფსირ იბნ 'აბბას (არაბ. تنوير المقباس من تفسير بن عباس‎‎), რომელიც შეადგინა აბუ ტ–ტაჰირ ალ–ფაირუზაბადიმ (გ. — 816/1414). მან შეკრიბა და კოდიფიცირება მოახდინა იბნ 'აბბასიდან გადმოცემული განმარტებებისა.[6]
  • ჯამი' ალ–ბაიან 'ან თა'ვილ აი ალ–ყურან არაბ. جامع البيان عن تأويل آي القرآن‎‎, რომელიც მუჰამმად იბნ ჯარირ ატ–ტაბარის (გ. — 310/923) ეკუთვნის.
  • მა'ალიმ ათ–თანზილ (არაბ. معالم التنزيل‎‎), ჰუსაინ ალ-ბაღავის (გ. — 516/1122) ავტორობით.
  • ალ–მუჰარრარ ალ–ვაჯიზ ფი თაფსირი ლ–ქითაბი ლ–'აზიზ (არაბ. المحرر الوجيز في تفسير الكتاب العزيز‎‎), რომელიც 'აბდულ–ჰაყყ ალ–ანდალუსის (გ. — 541/1146) ნაშრომია.
  • თაფსირ ალ–ყურან ალ–'აზიმ (არაბ. تفسير القرآن العظيم‎‎), ისმაილ ალ–ბუსრავის (გ. — 774/1373) ავტორობით.
  • თაისირ ალ–ქარიმუ რ–რაჰმან ფი თაფსირ ქალამუ ლ–მანნან (არაბ. تيسير الكريم الرحمان في تفسير كلام المنان‎‎), რომელიც 'აბდურ-რაჰმან ას-სა'დის (გ. — 1376/1956) კალამს ეკუთვნის.
  • თაფჰიმუ ლ–ყურან (ურდუ: تفہيم القرآن‎‎), აბუ ლ-ა'ლა ალ-მავდუდის (გ. — 1399/1979) ავტორობით, ურდუ ენაზე.

ში'იტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაფსირი (არაბ. تفسير‎‎) მუჰამმად იბნ მას'უდ ალ–'აიაშის (გ. — 320/932) ავტორობით.
  • რაუდ ალ–ჯინან ვა რუჰ ალ–ჯინან (სპარს. روض‌ الجنان و روح‌ الجنان), აბუ ლ–ფუთუჰ არ–რაზის (გ. — 381/991) ავტორობით, სპარსულ ენაზე.
  • თაფსირი (არაბ. تفسير‎‎), რომელიც 'ალი ალ–ყუმმის (გ. — 328/939) ნაშრომია.
  • ალ–მიზან ფი თაფსირი ლ–ყურან (არაბ. الميزان في تفسير القرآن‎‎), მუჰამმად–ჰუსაინ ატ–ტაბატაბა'ის (გ. — 1402/1981) ავტორობით.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ–ქაშშაფი (არაბ. الكشاف‎‎) მაჰმუდ აზ–ზამახშარის (გ. — 538/1144) ავტორობით. აზ–ზამახშარი იზიარებდა ი'თიზალის ზოგიერთ პოზიციას.[7]
  • რისალე–ი ნურ (ოსმ. رسالة نور; თურქ. Risale-i Nur), რომლის ავტორია საიდ ნურსი (გ. — 1379/1960). თაფსირი თურქულადაა შედგენილი და თემატური თაფსირის კლასიკური ვარიანტია. საიდ ნურსი თვითგანათლებული იყო და მის თაფსირს თან გასდევს მისი პერიოდის იდეოლოგიების გავლენები.[8]
  • ფი ზილალი ლ–ყურან (არაბ. في ظلال القرآن‎‎) საიდ ყუტბის (გ. — 1385/1966) ავტორობით. ყუტბიც თვითგანათლებული იყო და მის თაფსირსაც ემჩნევა მისი ცხოვრების სხვადასხვა იდეოლოგიების გავლენები და ფილოსოფიური მიდგომები.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Badmas 'Lanre Yusuf Sayyid Qutb: A Study of His Tafsir. — The Other Press, 2009. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9675062274
  2. Тафсир Али-заде Айдын Ариф оглы; 2007
  3. Jalāl al-Dīn al-Suyūṭī The Perfect Guide to the Sciences of the Qurān = الإتقان في علوم القرآن / Hamid Algar. — CSIC Press, 2011. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 1859642411
  4. جامع الترمذي؛ كتاب تفسير القرآن عن رسول الله صلى الله عليه وسلم؛ ٣٢٠٤
  5. Муфассир Али-заде Айдын Ариф оглы; 2007
  6. هل كتاب "تنوير المقباس ..." من كلام ابن عباس؟
  7. انتقادات أهل السنَّة على " تفسير الكشاف " للزمخشري
  8. نبذة عن جماعة " النورسية " أتباع الشيخ سعيد النورسي
  9. الموقف الشرعي من كتابات سيد قطب أخذاً وردّاً