ჟან II კეთილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: yo:Jòhánù 2k ilẹ̀ Fránsì
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ჟან II (საფრანგეთი)“ გადაიტანა გვერდზე „ჟან II კეთილი“
(განსხვავება არ არის)

15:49, 18 იანვარი 2013-ის ვერსია

ჟან II

ჟან II (ფრანგ. Jean II de Valois), მეტსახელად „კეთილი“ (ფრანგ. le Bon) (დ. 16 აპრილი, 1319, გე-დე-მოლუის ციხე-დარბაზი, მანსის მახლობლად— გ. 8 აპრილი, 1364, ლონდონი), საფრანგეთის მეფე 1350-1364 წლებში, ვალუას დინასტიიდან.

მის დროს მიმდინარეობდა ასწლიანი ომი; კრესის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო და ფინანსური მდგომარეობა მეტად დამძიმდა. საომარ მოქმედებათა გასაგრძელებლად საჭირო თანხების მისაღებად ჟან II-მ 1355 გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც დათანხმდა მიეცა მისთვის სუბსიდია, თავისი კონტროლის ქვეშ. მაგრამ ჟან II-მ საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო. პუატიეს ბრძოლაში (1356) ჟან II ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. 1359 ხელი მოაწერა ლონდონის ხელშეკრულებას, რომლითაც ნახევარ სამეფოს ინგლისელებს უთმობდა და გამოსასყიდ თანხას (4 მლნ. ოქროს ეკიუ) ჰპირდებოდა. 1360 საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ გამოსასყიდის მთლიანად გადაუხდელობისა და მისი მძევლის (ჟან II-ის ძე) ინგლისიდან გაქცევის გამო 1364 დაბრუნდა ლონდონში, სადაც მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 240, თბ., 1984

თარგი:Link FA