შინაარსზე გადასვლა

სამხრეთის პროვინცია (ზამბია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
სამხრეთის პროვინცია
ინგლ. Southern Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი Livingstone
კოორდინატები 16°30′00″ ს. გ. 27°00′00″ ა. გ. / 16.50000° ს. გ. 27.00000° ა. გ. / -16.50000; 27.00000
ფართობი 85 283 კმ²
მოსახლეობა 1 589 926 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 18,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

სამხრეთის პროვინცია (ინგლ. Southern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩომა. 2013 წლამდე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ლივინგსტონი, რომლის შორიახლოსაც მდებარეობს ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა — ჩანჩქერი ვიქტორია.

პროვინციის ფართობი შეადგენს 85 283 კმ²-ს. სამხრეთით ესაზღვრება ზიმბაბვეს, ბოტსვანას და ნამიბიას, რომლებთანაც სახელმწიფო საზღვარი გადის მდინარე ზამბეზიზე და კარიბის ტბაზე. ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრებს ცენტრალურ პროვინციასთან და ლუსაკის პროვინციასთან ქმნის მდინარე კაფუე. საზღვარი დასავლეთის პროვინციასთან (დასავლეთით) გადის ტექის ხის ტყეებთან ქალაქ მულობეზისთან ახლოს.

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 589 926 ადამიანს[1].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამხრეთის პროვინცია დაყოფილია 15 რაიონად:[2]

  • ჩომა
  • გვემბე
  • კაზუნგულა
  • იტეჟი-ტეჟი
  • კალომო
  • ლივინგსტონი
  • მაზაბუკა
  • მონზე
  • სიავონგა
  • ნამვალა
  • სინაზონგვე
  • ჩიკანკატა
  • ჩირუნდუ
  • პემბა
  • ზიმბა

სამხრეთის პროვინცია — ზამბიის უდიდესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი, აწარმოებს სიმინდის მოსავლის დიდ ნაწილს. მაზაბუკის რაიონში ასევე იწარმოება ზამბიის შაქრის დიდი ნაწილი.