ჩრდილოეთის პროვინცია (ზამბია)
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | Kasama, Zambia |
კოორდინატები | 11°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 11.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. |
ფართობი | 77 650 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 539 მეტრი |
მოსახლეობა | 1 105 824 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 14,24 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
ISO 3166 კოდი | ZM-05[1] |
![]() | |
ჩრდილოეთის პროვინცია (ინგლ. Northern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კასამა. 2011 წლის ნოემბერში 4 რაიონი (ჩინსალი, ისოკა, მპიკა და ნაკონდე) გადავიდა ახლადჩამოყალიბებული მუჩინგის პროვინციის შემადგენლობაში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის ფართობი შეადგენს 77 650 კმ²-ს. ესაზღვრება ლუაპულის პროვინციას (დასავლეთით) და მუჩინგის პროვინციას (აღმოსავლეთით), ასევე სახელმწიფოებს — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთით) და ტანზანიას (ჩრდილო-აღმოსავლეთით).
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 დიდი ტბა: ბანგვეულუ და მასთან ახლომდებარე ჭაობები, მვერუ-ვანტიპა და უდიდესი ტანგანიიკის ტბა (ჩრდილოეთით), რომელიც შეადგენს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ტანზანიასთან ზამბიის საზღვრის ნაწილს
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 105 824 ადამიანს[2]. მოსახლეობის ზრდა (4,3 %) — ყველაზე მაღალია ქვეყანაში. ჩრდილოეთის პროვინციის მოსახლეობის თითქმის 13 % ცხოვრობს მის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ კასამაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს. პროვინციაში ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა — ბემბა.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ჩრდილოეთის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა საკმაოდ ღარიბია. ავტოსაგზაო ქსელი იმყოფება ცუდ მდგომარეობაში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ Statoids.com
|