აღმოსავლეთის პროვინცია (ზამბია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთის პროვინცია
ინგლ. Eastern Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 7 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ჩიპატა
მოსახლეობა (2010)
1 592 661 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 30,94 კაცი/კმ²
ფართობი 51 476 კმ² (7 ადგილი)
აღმოსავლეთის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 ZM-03

აღმოსავლეთის პროვინცია (ინგლ. Eastern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩიპატა. 2011 წლის ნოემბერში ჩამის რაიონი გადავიდა ახლადშექმნილი მუჩინგის პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 51 476 კმ²-ს. ესაზღვრება მალავის (აღმოსავლეთით), მოზამბიკს (სამხრეთით), ლუსაკის პროვინციას (სამხრეთ-დასავლეთით), ცენტრალურ პროვინციას (დასავლეთით) და მუჩინგის პროვინციას (ჩრდილოეთით). აღმოსავლეთის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ეროვნული პარკი: სამხრეთ ლუანგვა, ლუამბე, ლუკუსუზი და სხვა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 592 661 ადამიანს[1].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • ჩადიზა
  • ჩიპატა
  • კატეტე
  • ლუნდაზი
  • მამბვე
  • ნიიმბა
  • პეტაუკე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]