კაფუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაფუე
ინგლ. Kafue River

მდინარე კაფუე ზამბიაში
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
სათავე 11°37′32″ ს. გ. 27°11′19″ ა. გ. / 11.62556° ს. გ. 27.18861° ა. გ. / -11.62556; 27.18861
სათავის სიმაღლე 1339 მ
შესართავი ზამბეზი
15°56′35″ ს. გ. 28°55′02″ ა. გ. / 15.94306° ს. გ. 28.91722° ა. გ. / -15.94306; 28.91722
შესართავის სიმაღლე 352 მ
სიგრძე 1577 კმ
აუზის ფართობი 154 829 კმ²
კაფუე — ზამბია
კაფუე
კაფუე
— სათავე, — შესართავი
კაფუე ვიკისაწყობში

კაფუე (ინგლ. Kafue River) — მდინარე აფრიკაში, მიედინება ზამბიის ტერიტორიაზე. მდინარე ზამბეზის მარცხენა შენაკადია.

მდინარის სიგრძე 960 კმ-დან 1577 კმ-მდეა[1][2], მისი წყალშემკრები აუზის ფართობია — 154 829 კმ²[2]. წყლის საშუალო ხარჯი — 314 მ³/с[2].

მდინარე კაფუეზე, 1974 წლიდან 1977 წლის ჩათვლით პერიოდში აშენდა იტეჯი-ტეჯის დამბა. კაშხლის სიმაღლეა 62 მეტრი, სიგრძე — 1800 მეტრი და წყალსაცავის ფართობია — 390 კმ².

კაფუეს, როგორც აფრიკის სამხრეთ-ცენტრალური ნაწილის ბევრ სხვა მდინარეს, აქვს დიდი სეზონური ცვალებადობა, ისინი წყალუხვები არიან წვიმების სეზონის დროს და საკმაოდ წყალმეჩხერი მშრალ სეზონში.

კაფუე სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი დიდი მდინარეა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრიტანიკა
  2. 2.0 2.1 2.2 Harry N. Weza Chabwela, Wanga Mumba. CASE STUDY: ZAMBIA Integrating Water Conservation and Population Strategies on the Kafue Flats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-21.