მუჩინგის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუჩინგის პროვინცია
ინგლ. Muchinga Province
Kunda people on Luangwa.JPG
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი Chinsali
კოორდინატები 10°00′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. / 10.00000° ს. გ. 32.00000° ა. გ. / -10.00000; 32.00000
ფართობი 87 806 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,302 მეტრი
მოსახლეობა 711 657 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 8,10 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ISO 3166 კოდი ZM-10
Zambia - Muchinga.svg

მუჩინგის პროვინცია (ინგლ. Muchinga Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩინსალი. შეიქმნა 2011 წლის ნოემბერში ჩრდილოეთის პროვინციის 4 რაიონის და აღმოსავლეთის პროვინციის 1 რაიონის გაერთიანების შედეგად. სახელწოდება მიიღო პროვინციის ტერიტორიაზე მდებარე მუჩინგას მთის ქედის მიხედვით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 87 806 კმ²-ს. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ტანზანიას (ჩრდილოეთით), მალავის (აღმოსავლეთით), აღმოსავლეთის პროვინციას (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ცენტრალურ პროვინციას (სამხრეთ-დასავლეთით), ლუაპულის პროვინციას (დასავლეთით) და ჩრდილოეთის პროვინციას (ჩრდილო-დასავლეთით).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 711 657 ადამიანს[1].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით მუჩინგის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად:

  • ჩამა
  • ჩინსალი
  • ისოკა
  • მაფინგა
  • მპიკა
  • ნაკონდე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]