კარიბა
კარიბა | |
---|---|
ინგლ. Lake Kariba | |
![]() ტბის ხედი ორბიტიდან | |
კოორდინატები: 16°55′00″ ს. გ. 28°00′00″ ა. გ. / 16.91667° ს. გ. 28.00000° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 485 მ |
სიგრძე | 280 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 5580 კმ² |
მოცულობა | 180 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 31 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 78 მ |
აუზის ფართობი | 663 000 კმ² |
კარიბა (ინგლ. Lake Kariba) — წყალსაცავი აფრიკაში, მდინარე ზამბეზიზე (ზამბია, ზიმბაბვე). აივსო 1958-1963 წწ. მდებარეობს ზღვის დონიდან 485 მ სიმაღლეზე. ფართობი — 5580 კმ², სიგრძე — 280 კმ, სიგანე — 40 კმ, მოცულობა — 180 კმ³. საშუალო სიღრმე — 31 მ, უდიდესი სიღრმე — 78 მ.
შექმნილია ძირითადად ენერგეტიკული და საირიგაციო მიზნებისათვის. გარდა ამისა, წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. თევზების თავმოყრის ადგილებია მხოლოდ სანაპირო რაიონები. ბინადრობს რამდენიმე ათეული სახეობის თევზი.
კარიბა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა. წყლის ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 17 °С-იდან 32 °С-მდე. წყლის გამჭვირვალობა იცვლება 1-იდან 12 მ-მდე.
ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია მრავალრიცხოვანი ყურეებით, უბეებითა და კუნძულებით. ტბას ხშირად დიდი რაოდენობით სტუმრობენ სპილოები. კარიბის წყალსაცავის სანაპიროებზე გაშენებულია სასტუმროები, ტურბაზები.
წყალსაცავიდან დაახლოებით 100 კმ-ში (მდინარე ზამბეზის აყოლებით) მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორია.