დასავლეთის პროვინცია (ზამბია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
დასავლეთის პროვინცია
ინგლ. Western Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი Mongu
კოორდინატები 16°03′22″ ს. გ. 23°45′08″ ა. გ. / 16.05611° ს. გ. 23.75222° ა. გ. / -16.05611; 23.75222
ფართობი 126 386 კმ²
მოსახლეობა 902 974 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 7,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

დასავლეთის პროვინცია (ინგლ. Western Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი, მოიცავს ადრე ცნობილ ბაროტსელენდის რეგიონს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მონგუ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 126 386 კმ²-ს. ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ზამბეზის ჭალაში, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთით მდებარე მდინარეების კაბომპოს და ლუნგე-ბუნგოს მდინარე ზამბეზისთან შეერთების ადგილიდან, სამხრეთში მდებარე ნგონეს ჩანჩქერამდე. დეკემბრიდან ივნისამდე ხეობა იტბორება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პროვინციის სოფლის მეურნეობისათვის და ხეობის განაპირა დასახლებული პუნქტების წყლით უზრუნველყოფისათვის. მდინარე ზამბეზიდან და მისი შენაკადებიდან დაშორებით რელიეფი შედგება ქვიშოვანი დიუნებისაგან, მშრალი ბალახოვანი მდელოებისაგან, სეზონური ჭაობებისაგან და მეჩხერი ტყეებისაგან. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით. ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთის პროვინციას ჩრდილოეთით, ცენტრალურ პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთის პროვინციას აღმოსავლეთით, ნამიბიას სამხრეთით და ანგოლას დასავლეთით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 902 974 ადამიანს[1]. პროვინციის მთავარი ეთნიკური ჯგუფია — ლოზი, რომელთა ტრადიციული საქმიანობაა მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება და შენახვა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • კალაბო
  • კაომა
  • ლუკულუ
  • მონგუ
  • სენანგა
  • სეშეკე
  • შანგომბო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]