კოპერბელტის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოპერბელტის პროვინცია
ინგლ. Copperbelt Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი ნდოლა
კოორდინატები 13°00′00″ ს. გ. 28°00′00″ ა. გ. / 13.00000° ს. გ. 28.00000° ა. გ. / -13.00000; 28.00000
ფართობი 31 328 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,216 მეტრი
მოსახლეობა 1 972 317 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 62,96 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ISO 3166 კოდი ZM-08[1]
Zambia - Copperbelt.svg

კოპერბელტის პროვინცია (ინგლ. Copperbelt Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნდოლა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 31 328 კმ²-ს. ესაზღვრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით), ასევე ზამბიის ცენტრალურ პროვინციას (სამხრეთით) და ჩრდილო-დასავლეთის პროვინციას (დასავლეთით). პროვინციის მთავარი ქალაქებია: კიტვე, ნდოლა, მუფულირა, ლუანშია და ჩინგოლა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 972 317 ადამიანს[2].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპერბელტის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 10 რაიონად:

  • კალულუში
  • კიტვე
  • ლუანშია
  • ლუფანიამა
  • მასაიტი
  • მპონგვე
  • მუფულირა
  • ნდოლა
  • ჩილილაბომბვე
  • ჩინგოლა

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპერბელტის პროვინცია იყო ჩრდილოეთი როდეზიის ეკონომიკის საფუძველი ბრიტანული კოლონიალური მმართველობის დროს და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მაშინვე გახდა ახალი ქვეყნის იმედი, მაგრამ მისმა ეკონომიკურმა მნიშვნელობამ სერიოზული ზარალი განიცადა 1973 წელს მსოფლიო ბაზარზე სპილენძის ფასების დაცემისა და კენეთ კაუნდას მთავრობის მიერ სპილენძის საბადოების ნაციონალიზაციის გამო. კოპერბელტის პროვინცია ესაზღვრება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზემო კატანგის პროვინციას, რომელიც ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. უკავია სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი სპილენძის ზოლი და სამხრეთის სასოფლო-სამეურნეო რაიონები.

აქვს საავტომობილო და სარკინიგზო კავშირი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ლუბუმბაშისთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Statoids.com