სამხრეთის პროვინცია (ზამბია)
პროვინცია | |
---|---|
სამხრეთის პროვინცია ინგლ. Southern Province | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Livingstone |
კოორდინატები | 16°30′00″ ს. გ. 27°00′00″ ა. გ. / 16.50000° ს. გ. 27.00000° ა. გ. |
ფართობი | 85 283 კმ² |
მოსახლეობა | 1 589 926 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 18,64 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
![]() | |
სამხრეთის პროვინცია (ინგლ. Southern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩომა. 2013 წლამდე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ლივინგსტონი, რომლის შორიახლოსაც მდებარეობს ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა — ჩანჩქერი ვიქტორია.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის ფართობი შეადგენს 85 283 კმ²-ს. სამხრეთით ესაზღვრება ზიმბაბვეს, ბოტსვანას და ნამიბიას, რომლებთანაც სახელმწიფო საზღვარი გადის მდინარე ზამბეზიზე და კარიბის ტბაზე. ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრებს ცენტრალურ პროვინციასთან და ლუსაკის პროვინციასთან ქმნის მდინარე კაფუე. საზღვარი დასავლეთის პროვინციასთან (დასავლეთით) გადის ტექის ხის ტყეებთან ქალაქ მულობეზისთან ახლოს.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 589 926 ადამიანს[1].
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამხრეთის პროვინცია დაყოფილია 11 რაიონად:
- ჩომა
- გვემბე
- კაზუნგულა
- იტეჯი ტეჯი
- კალომო
- ლივინგსტონი
- მაზაბუკა
- მონზე
- სიავონგა
- ნამვალა
- სინაზონგვე
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამხრეთის პროვინცია — ზამბიის უდიდესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი, აწარმოებს სიმინდის მოსავლის დიდ ნაწილს. მაზაბუკის რაიონში ასევე იწარმოება ზამბიის შაქრის დიდი ნაწილი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|