სადგურის მოედანი 1 (თბილისის მეტრო)
იერსახე
„სადგურის მოედანი“ | |
---|---|
პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
ამოსასვლელი | 41°43′19″N 44°47′53″E / 41.721998° ჩ. გ. 44.797928° ა. გ. |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966 |
წინა სახელები | ვაგზლის მოედანი 1 |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი | ვ. აბრამიშვილი |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | ვაგზლის მოედანი |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„სადგურის მოედანი 1“ ვიკისაწყობში |
სადგურის მოედანი 1 — თბილისის მეტროპოლიტენის სადგური პირველ ხაზზე. სადგური მდებარეობს ნაძალადევსა და მარჯანიშვილს შორის. სადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[1]
ზედა სართული ჩაშენებულია მეტროპოლიტენის ადმინისტრაციულ შენობაში (არქიტექტორები ე. კვერნაძე, გ. მელქაძე). ქვედა სადგურის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად თაღედით, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებულ პილონებს ეყრდნობა. იატაკზე დაგებულია გრანიტის ფილები (არქიტექტორი ვ. აბრამიშვილი). ჭედური პანოების ავტორები არიან მოქანდაკეები ფ. მზარეულაშვილი და ი. ოჩიაური).[2] ექსკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროსადგური „სადგურის მოედანი“ თბილისის მეტროს ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული]
- მეტროსადგური „სადგურის მოედანი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 667, ISBN 99928-20-32-2.