დელისი (თბილისის მეტრო)
იერსახე
დელისი | |
---|---|
სადგურის ნიშანი 2017 წლამდე | |
მდებარეობა |
საბურთალოს რაიონი თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°43′31″ ჩ. გ. 44°44′40″ ა. გ. / 41.7254694° ჩ. გ. 44.744639° ა. გ. |
ხაზი | 2 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
არქიტექტორი | ნ. ლომიძე |
ისტორია | |
გაიხსნა | 15 სექტემბერი, 1979 |
წინა სახელები |
დელისი გოცირიძე |
დელისი (ყოფილი გოცირიძე) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტისა და ვაჟა-ფშაველას სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი ნ. ლომიძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“.
სალიანდაგო ხაზის კედლებს ლითონში შესრულებული მცენარეული და ცხოველური ორნამენტის მქონე გამოსახულება ამკობს. სადგურს დახრილი გვირაბი არ გააჩნია და მოსაცდელი დარბაზისკენ ქვის კიბე მიმართება. სადგურს ამოსასვლელი ორი მხრიდან აქვს.
1995–2006 წლებში მეტროსადგურს ერქვა „გოცირიძე“, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლის ვიქტორ გოცირიძის პატივსაცემად უწოდეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროსადგური „დელისი“ თბილისის მეტროს ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული]
- მეტროსადგური „დელისი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში დაარქივებული 2007-10-21 საიტზე Wayback Machine.