თავისუფლების მოედანი (თბილისის მეტრო)
თავისუფლების მოედანი | |
---|---|
სადგურის ბაქანი | |
მდებარეობა |
მთაწმინდის რაიონი თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°41′42″ ჩ. გ. 44°47′59″ ა. გ. / 41.6950111° ჩ. გ. 44.7997889° ა. გ. |
ხაზი | 1 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
არქიტექტორი |
რ. ბაირამაშვილი ვ. ალექსი-მესხიშვილი |
ისტორია | |
გაიხსნა | 6 ნოემბერი 1967 |
წინა სახელები | ლენინის მოედანი |
თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის სადგური პირველი ხაზის, მეტროსადგურებს რუსთაველსა და ავლაბარს შორის. გაიხსნა 1967 წლის 6 ნოემბერს. მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორებს რ. ბაირამაშვილს და ვ. ალექსი-მესხიშვილს. მშენებლობას აწარმოებდა ორგანიზაცია თბილქალაქპროექტი.
სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს: საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად. სადგურში შესასვლელი ერთი მხრიდანაა.
თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ თბილისის მეტროს ოფიციალურ საიტზე
- მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში
|