ავლაბარი (თბილისის მეტრო)
იერსახე
| „ავლაბარი“ | |
|---|---|
|
პირველი ხაზი | |
| თბილისის მეტროპოლიტენი | |
|
ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი | |
| ამოსასვლელი | 41°41′33″N 44°48′54″E / 41.69261965889343° ჩ. გ. 44.81511028166497° ა. გ. |
| რაიონი | ისნის რაიონი |
| გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი, 1967 |
| წინა სახელები | 26 კომისარი |
| ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
| ბაქნების რაოდენობა | 1 |
| ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
| ბაქნის სიგრძე | 102 მ |
| არქიტექტორ(ებ)ი |
ს. რევიშვილი შ. ჩაჩანიძე |
| მხატვარი | ზ. ლეჟავა |
| მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
| ქალაქში გასასვლელი | ავლაბრის მოედანი |
| სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
|
| |
| „ავლაბარი“ ვიკისაწყობში | |
ავლაბარი (ყოფილი 26 კომისარი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც თავისუფლების მოედნის და 300 არაგველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. არქიტექტორები ს. რევიშვილი, შ. ჩაჩანიძე, მხატვარი ზ. ლეჟავა.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
ვესტიბიული ქვედა სადგურს უკავშირდება ესკალატორით. მიწისქვეშა დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა შავი მარმარილოთი მოპირკეთებულ ბურჯებს.[1]
2006 წელს სადგურის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდა. სამუშაოების დროს, განახლდა მისი ზედა ვესტიბიული, დახრილი გვირაბი და მოსაცდელი დარბაზი. აგრეთვე ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, რომლის დროსაც დამონტაჟდა სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მეტროსადგური „ავლაბარი“ თბილისის მეტროს ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული]
- მეტროსადგური „ავლაბარი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.

