რუსთაველი (თბილისის მეტრო)
| „რუსთაველი“ | |
|---|---|
|
პირველი ხაზი | |
| თბილისის მეტროპოლიტენი | |
|
ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი | |
| ამოსასვლელი | 41°42′15″N 44°47′23″E / 41.704137586216° ჩ. გ. 44.789629156714696° ა. გ. |
| რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
| გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966 |
| წინა სახელები | რუსთაველის მოედანი |
| ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური |
| ბაქნების რაოდენობა | 1 |
| ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
| ბაქნის სიგრძე | 102 მ |
| არქიტექტორ(ებ)ი |
ლ. ჯანელიმე (ქვედა სადგური) ო. კალანდარიშვილი და ი. ცხომელიძე (ვესტიბიული) |
| მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
| ქალაქში გასასვლელი |
მერაბ კოსტავას ქუჩა რუსთაველის გამზირი |
| სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
|
| |
| „რუსთაველი“ ვიკისაწყობში | |
რუსთაველი (ყოფილი რუსთაველის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც მარჯანიშვილის და თავისუფლების მოედნის სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1966 წელის 11 იანვარს. არქიტექტორები ლ. ჯანელიმე (ქვედა სადგური), ო. კალანდარიშვილი და ი. ცხომელიძე (ვესტიბიული).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მიწისზედა ვესტიბიული ცილინდრული ფორმის ნაგებობაა. შესასვლელის თავზე მოთავსებულია ფრიზი შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი). ქვედა სადგურში კამარა ეყრდნობა წითელი მარმარილოთი მოპირკეთებულ, ზემოთ გაფართოებულ მასიურ კოლონებს.[1] მოსაცდელი დარბაზი ვეფხისა და მოყმის რელიეფური გამოსახულებითაა შემკული. „რუსთაველი“ თბილისის მეტროს სხვა დანარჩენი სადგურებისგან ყველაზე გრძელი ესკალატორით გამოირჩევა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროსადგური „რუსთაველი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში დაარქივებული 2007-10-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.

