შინაარსზე გადასვლა

პოტსდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პოტსდამი
გერმ. Potsdam

პოტსდამის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ძველი ბაზრის მოედანი.
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბრანდენბურგი
შიდა დაყოფა ბორნშტედტი[1] , აიხე[1] , ნედლიცი[1] , ზაკროუ[1] , კლეინ გლიენიხი[1] , ნორდ-ბაბელსბერგი[1] , დრევიცი[1] , ტემპლინი, ფარლენდი, გოლმი[1] , გროს-გლინიკი, ნატვერდერი, კარტცოვი, მარკვარდტი, ნეუ-ფაჰრლენდი, სატცკორნი, უეც-პაარენი[1] , ბორნიმი[1] , გრუბე[1] , ნაუინერ ვორშტადტი[1] , იაგერვორშტადტი[1] , ბერლინერ-ვორშტადტი[1] , ბრანდენბურგერ-ვორშტადტი[1] , პოტსდამ-ვესტი[1] , ისტორიული ცენტრი[1] , სიუდლიხ-ინენშტადტი[1] , ბაბელსბერგ-ზიუდი[1] , ტემპლინერ-ვორშტადტი[1] , ტელტაუერ-ვორშტადტი[1] , შლატცი[1] , ვალდშტადტი I[1] , ვალდშტადტი II[1] , ინდუსტრიეგელენდი[1] , ფორსტ-პოტსდამ-სიუდი[1] , სტერნი[1] და კირხშტეიგფელდი[1]
კოორდინატები 52°24′00″ ჩ. გ. 13°04′00″ ა. გ. / 52.40000° ჩ. გ. 13.06667° ა. გ. / 52.40000; 13.06667
მმართველი მაიკ შუბერტი
პირველი ხსენება 3 ივლისი 993
ფართობი 188.26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 35 მეტრი
მოსახლეობა 187 119 (31 დეკემბერი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო, UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 033208, 033201 და 0331
საფოსტო ინდექსი 14467, 14482, 14469, 14471, 14473, 14476, 14478 და 14480
საავტომობილო კოდი P
ოფიციალური საიტი https://www.potsdam.de/
პოტსდამი — გერმანია
პოტსდამი

პოტსდამი (გერმ. Potsdam) — ქალაქი გერმანიაში, ქვეყნის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ქალაქი პირდაპირ ესაზღვრება გერმანიის დედაქალაქ ბერლინს და არის ბერლინ-ბრანდენბურგის მიტროპოლიტი რეგიონის ნაწილი. მდებარეობს მდინარე ჰაფელზე, ბერლინის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრის მოშორებით.

პოტსდამი, 1918 წლამდე პრუსიის მეფეებისა და გერმანელი კაიზერების რეზიდენცია იყო. ქალაქის დაგეგმარება განმანათლებლობის ეპოქის ხორცშესხმა იყო: პოტსდამის არქიტექტურისა და ლანდშაფტის ფრთხილი ბალანსი, ქალაქს „თვალწარმტაც, პასტორალურ ოცნებად“ აქცევს, რომელიც ახსენებს თავის მაცხოვრებლებს ბუნებასთან და გონებასთან ურთიერთობას.[3]

ქალაქის გარშემო მდებარეობს ერთმანეთთან დაკავშირებული ტბები და კულტურული ღირშესანიშნაობები, კერძოდ, გერმანიის უმსხვილესი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სანსუსის სასახლეები და პარკები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს პოტსდამის კონფერენცია აქ, ცეცილიენჰოფის სასახლეში ჩატარდა.

ბაბელსბერგის რაიონი, რომელიც პოტსდამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 1930-იან წლებამდე კინოწარმოების ძირითადი სტუდია იყო და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპის კინემატოგრაფიის მთავარი ცენტრის სტატუსით სარგებლობს. ბაბელსბერგის კინოსტუდია მსოფლიოს უძველესი ფართომასშტაბიანი კინოსტუდიაა.

პოტსდამი XIX საუკუნეში გერმანიის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. დღეს ქალაქში სამი საჯარო კოლეჯი, პოტსდამის უნივერსიტეტი და 30-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს.

სახელწოდება „პოტსდამი“, როგორც ჩანს, თავდაპირველად „პოზტუპიმი“ (Poztupimi) იყო. საერთო თეორიის მიხედვით, ტერმინი ძველი დასავლური სლავურიდან გამომდინარეობს, რაც „მუხის ქვეშ“-ს ნიშნავს,[4] ანუ პოდ დუბმი/დუბიმი (pod dubmi/dubimi), სადაც პოდ — „ქვეშ“-ს, ხოლო დუბი — „მუხა“-ს ნიშნავს. თუმცა, ამ განმარტების მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს.[5]

ტემპლინერის ზღვა, პოტსდამის სამხრეთით

სივრცე ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დიდი მორენით ჩამოყალიბდა. დღეს, ქალაქის 3/4 ნაწილი მწვანე ზონას წარმოადგენს, მხოლოდ 1/4 ნაწილი წარმოადგენს ურბანულ ტერიტორიას.

პოტსდამისა და მის გარეშემო დაახლოებით 20 ტბა და მდინარეა, როგორიცაა ჰაფელი, გრიბნიცზე, ტემპლინერის ზღვა, ტიეფერის ზღვა, იუნგფერნზე, ტელტოვის არხი (ტელტოვკანალი), ჰეილიგერი და ზაკროვერის ზღვა. ქალაქის უმაღლესი წერტილი 114 მეტრის სიმაღლის კლეინერ რავენსბერგია (გერმ. Kleiner Ravensberg).

პოტსდამი იყოფა შვიდ ისტორიულ ქალაქად (Bezirke; ბეზირკედ) და ცხრა ახალ Stadtteile-დ (სოფლად), რომელიც ქალაქს 2003 წელს შეუერთდა. ქალაქის კვარტლების იერსახე საკმაოდ განსხვავებულია. ჩრდილოეთით და ცენტრში მდებარე კვარტლები ძირითადად ისტორიული ნაგებობებისგან შედგება, ქალაქის სამხრეთი კვარტლებში კი ახალი შენობა-ნაგებობები დომინირებს.

ქალაქი პოტსდამი დაყოფილია 34 Stadtteile-ად (ან კვარტალად),[6] რომლებიც დამატებით იყოფა 84 სტატისტიკურ ბეზირკებად (გერმ. Bezirke).

დღეისთვის შესაძლებელია ქალაქის ძველი ნაწილის ამოცნობა (ქალაქის ისტორიული ნაწილი და დასახლებული ნაწილი, რომელიც 1939 წლამდე აშენდა) — ესაა ქალაქის ცენტრი, დასავლეთი და ჩრდილოეთი გარეუბნები, ბორნიმი, ბორნსტედტი, ნედლიცი, სამხრეთი პოტსდამი, ბაბელსბერგი, დრევიცი, სტერნი და კირხსტეიგფილდი, და ის თემები, რომლებიც 2003 წლამდე Stadtteile-ად ითვლებოდნენ და 1990 წლიდან შეუერთდნენ ქალაქს, ესენია — ეიხე, ფარლენდი, გოლმი, გროს-გლიენიხი, გრუბე, მარკარდტი, ნეუ-ფარლენდი, საცკორნი და უეც-პაარენი.[7] ახალი Stadtteile-ი ძირითადად მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით.

სტრუქტურა სტატისტიკური ნუმერაციით:[8]

პოტსდამის Stadtteile-ი (კვარტლები)
  • 1 პოტსდამ-ნორდი
  • 2 ნერდლიხ ვორსტედტი
    • 21 ნაუენერ ვორსტადტი
    • 22 იეგერვორსტადტი
    • 23 ბერლინერ ვორსტადტი
  • 3 ვესტლიხ-ვორსტადტი
    • 31 ბრანდენბურგერ ვორსტადტი
    • 32 პოტსდამ-ვესტი
    • 33 ვილდპარკი
  • 4 ინენსტადტი
    • 41 ნორდლიხ-ინენსტადტი
    • 42 სიუდლიხ-ინენსტადტი
  • 5 ბაბელსბერგი
    • 51 კლეინ გლიენიხი
    • 52 ბაბელსბერგი-ნორდი
    • 53 ბაბელსბერგი-სიუდი
  • 6 პოტსდამ-სიუდი
    • 61 ტემპლინერი ვორსტადტი
    • 62 ტელტოვერ ვორსტადტი
    • 63 სხლატცი
    • 64 ვალდსტადტი I
    • 65 ვალდსტადტი II
    • 66 ინდუსტრიეგელენდი
    • 67 ფორსტ-პოტსდამ-სიუდი
  • 7 პოტსდამ-სიუდოსტი
  • 8 ნორდლიხ ორტსტეილი

ოფიციალურად კლიმატი ოკეანურია, რომელიც უფრო ვარდება სანაპიროდან მოშორებით და აღმოსავლეთისკენ (კიოპენი: Cfb),[9] მაგრამ 1961-1990 წლების ნორმალური და 0 °C იზოთერმის მიხედვით, ქალაქს ნოტიო კონტინენტური კლიმატი (Dfb) გააჩნია, რომელიც ასევე გვიჩვენებს კონტინენტის უმნიშვნელო გავლენ, რაზეც ძირითადად გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანე. დაბალი ტემპერატურა თითქმის ზამთრის მთელ სეზონზე იწვევს ხშირ თოვლს და ცივ ზამთარს, მაგრამ არა ხისტ ზამთარს, როგორც შიდა რაიონებს ჩვევია. ზაფხული ასევე შედარებით თბილია, ტემპერატურა 23-დან 24 °C-მდე მერყეობს.

ზამთრის საშუალო მაღალი ტემპერატურაა 3.5 °C, დაბალი -1.7 °C. თოვლი მარტო ზამთარის პერიოდში მოდის. გაზაფხული და შემოდგომა მოკლეა. ზაფხული ზომიერია, მაღალი ტემპერატურით 23.6 °C და დაბალით 12.7 °C.

ჰავის მონაცემები — პოტსდამი (1961–1990)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 13.6 18.6 25.7 31.8 32.5 34.2 36.3 36.5 32.9 27.8 21.2 15.5 36.5
საშუალო მაღალი °C 1.7 3.5 8.1 13.5 19.1 22.4 23.6 23.4 19.2 13.7 7.1 3.0 13.2
საშუალო დღიური °C −0.9 0.2 3.7 8.0 13.2 16.6 17.9 17.5 13.9 9.4 4.2 0.7 8.7
საშუალო დაბალი °C −3.4 −2.7 0.0 3.4 8.0 11.5 13.0 12.7 9.8 6.0 1.7 −1.7 4.9
რეკორდულად დაბალი °C −20.9 −19.9 −14.0 −5.8 −2.6 2.2 6.2 5.4 0.1 −3.5 −16.6 −24.5 −24.5
საშუალო ნალექი (მმ) 44 38 38 44 56 69 52 60 46 36 47 55 585
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) 11 8 9 9 10 10 9 9 8 7 10 12 112
საშუალო თვიური მზიანი საათები 47.1 73.7 124.2 168.3 226.9 231.1 231.9 220.1 161.3 114.4 54.0 39.3 1 692,2
წყარო: NOAA[10]

პოტსდამის გარშემო მდებარე ტერიტორია გვიჩვენებს იმის ნიშანს, რომ ეს ტერიტორია ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული იყო და წარმოადგენდა მაგნა გერმანიის ნაწილს, როგორც ეს აღწერა ტაციტუსმა. გერმანელი ხალხის დიდი გადასახლების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე სლავები გადმოინაცვლეს და პოტსდამი სავარაუდოდ VII საუკუნეში დაარსდა, როგორც ჰეველილების ტომის დასახლება, ცენტრით ციხესიმაგრეში. პირველად ქალაქი 993 წლის დოკუმენტში აღინიშნა, როგორც პოზტუპიმი, როდესაც იმპერატორმა ოტო III-მ ეს ტერიტორია ქვედლინბურგის სააბათოს უბოძა, შემდეგ რომლის სათავეში დეიდამისი მატილდა ჩაუდგა.[5] 1317 წლისთვის ტერიტორია პატარა ქალაქად აღინიშნა. 1345 წელს, ტერიტორიამ მოიპოვა მუნიციპალური ქალაქის წოდება. 1573 წელს, ტერიტორია პატარა საბაზარო ქალაქად აღინიშნა, 2 000 მოსახლით.

ადრეული თანამედროვე ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Paul Sigel, Silke Dähmlow, Frank Seehausen und Lucas Elmenhorst, Architekturführer Potsdam Architectural Guide, Dietrich Reimer Verlag, Berlin 2006, ISBN 3-496-01325-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 https://opendata.potsdam.de/explore/dataset/stadtteile/table/
  2. Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2023DESTATIS, 2024.
  3. The Potsdam project, 1996, HRH The Prince of Wales, Charles; Hanson, Brian; Steil, Lucien; Prince of Wales's Urban Design Task Force; Prince of Wales's Institute of Architecture, Prince of Wales's Institute of Architecture, 1998, Introduction.
  4. 993 – From Poztupimi to the Royal Seat. potsdam.de (1 December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2019.
  5. 5.0 5.1 August Kopish, "Die Königlichen Schlösser u. Gärten zu Potsdam", Berlin, 1854, p. 18 (Google Books)
  6. Stadtteilkatalog der Landeshauptstadt Potsdam German. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2016-12-28.
  7. Stadtteile German. Landeshauptstadt Potsdam. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  8. Landeshauptstadt Potsdam. Stadtteile im Blick 2010 German (PDF; 5,4 MB) გვ. 5 (2011-06-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-28. ციტირების თარიღი: 2016-12-28. Anmerkung: Berichte aus späteren Jahren verzichten auf die Nennung der Stadtteilbezeichnungen mit einstelliger Nummer.
  9. Potsdam climate: Average Temperature, weather by month, Potsdam weather averages - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2019-01-30
  10. Potsdam Climate Normals 1961–1990. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2015