კაიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კაიზერი (გერმ. Kaiser, ლათ. caesar) — საღვთო რომის იმპერიის (962-1806), ავსტრიის იმპერიის (1804–1918) და გერმანიის იმპერიის (1871-1918) იმპერატორთა სახელწოდება. სიტყვა კაიზერი, ისევე როგორც სლავური ცარი ნაწარმოებია რომაული კეისარიდან.

გერმანულ ენაში კაიზერი არის იმპერატორის სინონიმი. უმრავლეს სხვა ენებში კი კაიზერი უფრო ხშირად იხმარება გაერთიანებული გერმანიის იმპერიის (1871 - 1918) („მეორე რაიხი“) იმპერატორების მისამართით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]