ზემო ქედი
სოფელი | |
---|---|
ზემო ქედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ქედი |
კოორდინატები | 41°25′33″ ჩ. გ. 46°23′48″ ა. გ. / 41.42583° ჩ. გ. 46.39667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1826[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1606[2] |
ზემო ქედი[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 30 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1826 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 2958 | 1384 | 1574 |
2014[1] | 1826 | 892 | 934 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[6]:
- ლომისის წმინდა გიორგის ნიში — არქიტექტურული ძეგლი;
- ზემო ქედის ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო ქედის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო ქედის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო ქედის უსახელო გორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- ზემო ქედის ცისკარაანთ გორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 74.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 289-292.
|