შინაარსზე გადასვლა

ზაზა თავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.
ზაზა თავაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-5 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი, 2016 – 15 ივნისი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიგიორგი პაპუაშვილი
მემკვიდრემერაბ ტურავა

დაბადებული9 თებერვალი, 1975 (1975-02-09) (49 წლის)
ზესტაფონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლეთეა ძოწენიძე
შვილებიგიორგი, იოანე, ნოდარი
პროფესიაიურისტი, ეკონომისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ზაზა თავაძე (დ. 9 თებერვალი, 1975, ზესტაფონი) — ქართველი იურისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ივნისამდე. 2021 წლის 3 დეკემბრიდან არის თბილისის VII მოწვევის საკრებულოს დეპუტატი პროპორციული სიით (საარჩევნო სუბიექტი — „საქართველოსთვის“), ასევე საკრებულოს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

2010-2016 წლებში მას ეკავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2010 წლის 30 მარტს ზაზა თავაძე არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, სადაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან. 2008-2010 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კი იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

არის პროფესორი, ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართალში და ასევე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი საჯარო სამართალში.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით. 2001-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გერმანულენოვან მაგისტრატურაში. 2008-2010 წლებში – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი (წარჩინებით), მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2017 წლიდან ზაზა თავაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტია საჯარო სამართალში. 2018 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

2019 წლიდან ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

სამუშაო გამოცდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აპარატის იურისტი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. 1999-2000 წლებში მუშაობდა, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილორივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური განყოფილების მრჩეველი. 2000-2004 წლებში იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვანი სპეციალისტი. 2004 წელს აგრეთვე იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კი იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2010 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2010 წლის 30 მარტიდან იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან). 2010-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2016-2017 იყო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 2019 წლიის იანვრამდე შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარე; 2016 წლის 20 ოქტომბრიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.[1][2] თანამდებობა 2020 წლის 15 ივნისამდე ეკავა.[3]

2017 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზაზა თავაძე — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ საიტი
  • ზაზა თავაძე — თბილისის საკრებულოს ოფიციალური საიტი