შინაარსზე გადასვლა

საბა ბუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბა ბუაძე
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1991
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება გრონინგენის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ლელო საქართველოსთვის

საბა ბუაძე (დ. 5 მაისი, 1991) — ქართველი პოლიტიკოსი, თბილისის VII მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარე.[1]

სამართლის ბაკალავრის ხარისხი 2009-2013 წლებში ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის პარალელურად 2011-2012 წლებში საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატაში უმცროსი სამართლებრივი ანალიტიკოსის პიზიციაზე მუშაობდა. 2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროს მრჩევლად. 2016 წელს იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების კონგრესის ადგილობრივი ექსპერტი. 2015-2019 წლებში მუშაობდა ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI).[1]

2019 წლიდან არის „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2021 წელს აირჩიეს თბილისის VII მოწვევის საკრებულოში. არის „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარე და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.[1]