ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
42°03′20″ ჩ. გ. 42°49′40″ ა. გ. / 42.0557658694° ჩ. გ. 42.8278801111° ა. გ. | |
დაარსდა | 1940 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ბაღდათი |
სტატუსი | მემორიალური |
ექსპონატი | 5600 |
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი — ვლადიმერ მაიაკოვსკის მემორიალური მუზეუმი მის მშობლიურ სახლში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ბაღდათის ქ. 51.[1]
მუზეუმი დაარსდა 1940 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე.[2] ის შენობის II სართულზეა განთავსებული. აქ გამოფენილია ვლადიმერ მაიაკოვსკისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები: XIX–XX საუკუნეების საოჯახო მასალა, პირადი ნივთები, XIX ს-ისა და XX ს-ის ლიტერატურული კოლექციების გამოცემები, პოეტის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა.
პოეტის დედა ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა და სიცოცხლეში საკმაოდ ხშირად სტუმრობდა მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს. ბაღდათიდან გადასვლის წინ სახლიდან ნივთების უმრავლესობა გაყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და რაღაც ნაწილი უკან გამოისყიდა. დღეს ეს ნივთები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ოთხმოცდაათიან წლებში მუზეუმი გაძარცვეს და დაიკარგა ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორიცაა ფატეფონი, ფოტოაპარატი და სხვა.
მუზეუმთან მუშაობს ლიტერატურული სალონი, სადაც გაერთიანებულია მაიაკოვსკის შემოქმედებით დაინტერესებული რაიონის საზოგადოება, ქუთაისელი პოეტები.
მუზეუმის ბაზაზე არსებობს ბაღდათის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც I სართულზეა ექსპონირებული. აქ გამოფენილია რაიონის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდებს ადრე ქვის ხანიდან XIX ს-ის ბოლომდე. კერძოდ, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიურ კოლექციებს.
2018 წელს მუზეუმმა ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, მის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.[3][4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
- სახლ-მუზეუმი facebook-ზე
- მუზეუმების საერთაშორისო დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ- მუზეუმში აღინიშნა
- ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ georgianmuseums — მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
- ↑ ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
- ↑ ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის იუბილეს აღნიშნავენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.
- ↑ ბაღდათში, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.