შინაარსზე გადასვლა

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი — არქიტექტურული ძეგლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში.

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა მეცნიერის 100 წლისთავის საიუბილეოდ. და სავარაუდოდ ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. ერთსართულიანი, ბრტყელი კრამიტით გადახურული, ბეტონის კვადრატული ფორმის ხიმინჯებზე მდგარი ხის სადა. სახლს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან აქვს ერთ სახურავში მოქცეული ხის აივანი. ნაგებობის ინტერიერი წარმოადგენს დიდ ოთახს, რომელიც აივანს უკავშირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ერთი კარითა და ორი საკმლით. შენობას უკანა, ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდანაც აქვს ერთი სათადარიგო შესასვლელი. ინტერიერში ჩამოკიდებულია ერთი კოროზირებული ნაჭა, ხოლო აივნის შესასვლელთან დევს ურმის ხის ერთი ბორბალი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26734