გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

ტიციან ტაბიძის სახლი და მუზეუმი
42°07′50″ ჩ. გ. 42°25′33″ ა. გ. / 42.1306694° ჩ. გ. 42.4260000° ა. გ. / 42.1306694; 42.4260000
დაარსდა 1966
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)
სტატუსი მემორიალური
ექსპონატი 7885
ვიზიტორები 4297
Map

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი — მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში. მუზეუმი მოიცავს ორ საგამოფენო შენობასა და გალაკტიონისა და ტიციანის ისტორიულ სახლებს.

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუზეუმის მთლიანი ფართობი: 3 ჰა
  • მუდმივი ექსპოზიცია: 450 კვ/მ
  • პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
  • საკონფერენციო დარბაზი: 60 კვ/მ
  • საცავი: 30 კვ/მ
  • მუზეუმის მუშაობის ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური ნივთები, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან, მე -19 ს-ის თიხის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა გრაფიკოსთა და სკულპტორთა ნამუშევრები.

მუზეუმის გამოფენებია: „გალაკტიონი და ტიციანი“, „მეფე - პოეტი“, „მე დავიბადე აპრილის თვეში“, „გალაკტიონის ჩანახატები“, „ტიციანი და ბორის პასტერნაკი“. მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]