ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Niko Nikoladze museum 03.jpg

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი — სახლ-მუზეუმი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკოლაძის ქუჩის 109 ნომერში. მუზეუმი 1951 წელს დაფუძნდა და განთავსებულია XIX-XX საუკუნეების ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში.[1]

სახლი 1886 წელსაა აშენებული და მეცნიერის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ ბაღში დგას. მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა, ქარის ძრავა (1910), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვა. ნიკო ნიკოლაძე იყო ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]