ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
Hevkk.jpg
42°17′53″ ჩ. გ. 43°17′56″ ა. გ. / 42.29806° ჩ. გ. 43.29889° ა. გ. / 42.29806; 43.29889
დაარსდა 1962
მდებარეობა ჭიათურა
სტატუსი ისტორიული
ექსპონატი 16 292
ვიზიტორები 1000

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ისტორიული მუზეუმი საქართველოში, ქალაქ ჭიათურაში.

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია გამყინვარებამდე წყალში მცხოვრებ ცხოველთა გაქვავებული სხეულები, კერძოდ ზვიგენის გაქვავებული მალა, მოლუსკები, კუ, თევზი, ნიჟარები და სხვა. ექსპონატებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის და ძვლის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ასევე ქალის ბრინჯაოს სამკაულები: სამაჯურები, საყურეები, ბალთები, ქინძისთავები, მძივები და სხვ.

ფეოდალურ პერიოდს მუზეუმში წარმოადგენს წყლის გაყვანილობის თიხის მილები, თიხის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ქართველი მეომრის საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე სპარსული და ოსმალური საბრძოლო იარაღები. მუზეუმში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი საეკლესიო ნივთებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის დროინდელ სტამბაში გადაწერილი "სამოციქულ". აღსანიშნავია მღვიმევის დედათა მონასტერის კარის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით.

აგრეთვე ინახება ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები. მოწყობილია მანგანუმის მრეწველობის განვითარების კუთხე წარმოების დაწყების დღიდან დღემდე.

მუზეუმი აქვს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და გამოცემები.

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე. ბილეთის ფასია 1 ლ. მოქმედებს შეღავათები და გამონაკლისები სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5 ტელეფონი: (+995 95) 20 16 61 ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]