შინაარსზე გადასვლა

ვანდავიჟენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანდავიჟენი

ვანდავიჟენის ლოგო
ინგლ. WandaVision
ჟანრი დრამა
მისტიკა
მელოდრამა
სიტკომი
სუპერგმირული
ეფუძნება
ვიჟენი
ავტორი -
რეჟისორი მეტ შეკმენი
მონაწილეობენ ელისაბედ ოლსენი
პოლ ბეტანი
დებრა ჯო რუპი
ფრედ მელამედი
კათრინ ჰანი
ტეიონა პარიზი
ქეთრინ დენინგსი
რანდალ პარკი
კომპოზიტორ(ებ)ი კრისტენ ანდერსენ ლოპესი
კრისტოფერ ბეკი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 9
წარმოება
ადგილ(ებ)ი ლოს-ანჯელესი
ხანგრძლივობა 27 - 34 წუთი
კომპანია Marvel Studios
დისტრიბუტორი Disney Platform Distribution
ეთერი
ორიგინალური არხი Disney+
ეთერში 15 იანვარი, 2021 — 5 მარტი 2021
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ვანდავიჟენი (ინგლ. WandaVision) — ამერიკული სატელევიზიო მინისერიალი, რომელიც შექმნა ჯაკ შაეფერმა, სტრიმინგ სერვისისათვის Disney+. ფილმი დაფუძნებულია Marvel Comics-ის გმირებზე: ალისფერი ჯადოქარი და ვიჟენი. სერიალი Marvel-ის კინოსამყაროს (MCU) ნაწილია და კავშირშია ფრანჩაიზის ფილმებთან. მასში მოქმედება შურისმაძიებლები: დასასრულის (2019) შემდეგ ვითარდება. ვანდავიჟენი გადაიღო Marvel Studios პროდუქციაა, მთავარი სცენარისტია ჯეკ შეფერი, ფილმის რეჟისორი კი არის მეტ შეკმენი.

ელიზაბეტ ოლსენი და პოლ ბეტანი ასრულებენ თავიანთ როლებს (ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი) Marvel-ის კინოსამყაროდან. სერიალში ასევე მონაწილეობენ: დებრა ჯო რუპი, ფრედ მელამედი, კეთრინ ჰანი, ტეიონა პერისი, კეტ დენინგი და რენდალ პარკი. 2018 წლის სექტემბრისათვის Marvel Studios უკვე მუშაობდა რამდენიმე მინისერიალზე, რომელიც Marvel-ის კინოსამყაროს მეორეხარისხოვან გმირებზე იქნებოდა ორიენტირებული, მათ შორის, ვანდასა და ვიჟენზე, რომელთა როლებსაც ოლსენი და ბეტანი შეასრულებდნენ. შეფერი 2019 წლის იანვარში დაიქირავეს, სერიალის შესახებ ოფიციალურად აპრილში გამოცხადდა, ხოლო შეკმენი პროექტს აგვისტოში შეუერთდა. ფილმს შაკმენი აგვისტოში შეუერთდა. სერიალი ნაწილობრივ სიტკომების სახითაა წარმოდგენილი. ვანდა და ვიჟენი ცხოვრობენ რეალობაში, რომელიც სხვადასხვა ათწლეულის სატელევიზიო სიტკომების სახეს იღებს. გადაღებები დაიწყო ატლანტაში, ჯორჯია 2019 წლის ნოემბერში. წარმოება შეჩერდა 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო და განახლდა ლოს-ანჯელესში 2020 წლის სექტემბერში და დასრულდა ნოემბერში.

„ვანდავიჟენის“ პრემიერა შედგა პირველი ორი ეპიზოდით 2021 წლის 15 იანვარს, ხოლო ცხრავე ეპიზოდი 5 მარტამდე გამოვა. ფილმი არის პირველი სერიალი MCU–ს მეოთხე ფაზის ფილმებს შორის. სერიალი კრიტიკოსებმა შეაქეს წარსულის სიტკომებისადმი პატივისცემისა და ოლსენისა და ბეტანის პერფორმანსის გამო.

შურისმაძიებლები: დასასრულის (2019) მოვლენების შემდეგ, ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი ქალაქ ვესტვიუს გარეუბანში ცხოვრობენ და თან ცდილობენ, დამალონ თავიანთი შესაძლებლობები. ისინი სხვადასხვა ათწლეულებში გადადიან და თანდათან, ეჭვობენ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.[1]

სამსახიობო ჯგუფი და პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შურისმაძიებელი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მაგია, დაკავდეს ტელეპათიით და ტელეკინეზით და შეცვალოს რეალობა.[2][3] ოლსენის განცხადებით, სერიალის პერსონაჟი კომიქსების ვერსიას ძალიან ჰგავს, მთავარ მსგავსებას კი პერსონაჟს მენტალური დაავადება წარმოადგენს.[4] ოლსენმა ასევე განაცხადა, რომ ასეთი სახის ალისფერი ჯადოქარი Marvel-ის კინოსამყაროში არასდროს არ ყოფილა.[5] აღმასრულებელმა პროდიუსერმა კევინ ფაიგიმ დაამატა, რომ სერიალი ვანდას შესაძლებლობების მასშტაბებისა და წარმოშობის შესახებ გვიყვება.[6] სერიალის გადაღებებისას ოლსენმა მეტად შეიმეცნა პერსონაჟი,[7] რამაც მას საშუალება მისცა დაენახა პერსონაჟის ახალი პიროვნული თვისებები, როგორიცაა მისი იუმორი.[8] ოლსენმა ასევე განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო იმით, რომ სერიალი ფოკუსირებული იყო უშუალოდ ვანდას ისტორიაზე. ოლსენის განცხადებით მის შესრულებაზე გავლენა მოახდინა მერი ტაილერ მურმა, ელიზაბეტ მონტგომერიმ და ლუსილ ბოლმა.[9]

  • პოლ ბეტანი: ვიჟენი ყოფილი შურისმაძიებელი, რომელიც შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის, ჯარვისის და ულტრონის, ასევე გონების ქვის შეერთებით.[2] ის მოკლეს ფილმში სახელწოდებით: შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018).[5] ბეტანიმ ვიჟენის შესახებ განაცხადა, რომ ის არის „წესიერი და პატივსაცემი“, რომელიც „ვანდასთვის ცხოვრობს“. მისი განცხადებით, მის შესრულებაზე გავლენა მოახდინა დიკ ვან დაიკმა და ჰიუ ლორიმ.[9]
  • დებრა ჯო რუპი, როგორც ქალბატონი ჰარტი: ვანდას და ვიჟენის მეზობელი და ვიჟენის უფროსის ცოლი.[10][11]
  • ფრედ მელამედი, როგორც არტურ ჰარტი: ვანდას და ვიჟენის მეზობელი და ვიჟენის უფროსი.[11][10]
  • კატრინ ჰანი, როგორც აგნესი: ვანდას და ვიჟენის კარის მეზობელი.[1] ჰანის განცხადებით მისი პერსონაჟი წყვილს არ შორდება და ყოველთვის ერევა მათ საქმეში.[7]
  • ტეიონა პარისი, როგორც „ჯერალდინი" / მონიკა რემბო: საჰაერო ძალების მფრინავის მარია რამბოს ქალიშვილი და SWORD-ის აგენტი.[12] ბავშვობაში ის შეხვდა დედის მეგობარსა და კოლეგას კაროლ დენვერსს / კაპიტან მარველს.[13] აღმასრულებელმა პროდიუსერმა მერი ლივანოსმა სერიალში რემბოს ჩართვას „აღმოჩენა" უწოდა.[14] სერიალში ნაჩვენებია ის, რაც რამბომ „ნახა და გადალახა", ასევე როგორც ცხოვრობდა კაპიტან მარველში (2019) გამოჩენის შემდეგ.[15]
  • კეტ დენინგი, როგორც დარსი ლუისი: პოლიტიკის მეცნიერი, რომელიც მოგვიანებით დოქტორი გახდა. ის ადრე ჯეინ ფოსტერის სტაჟიორის როლს ასრულებდა. პერსონაჟმა მონაწილეობა მიიღო თორის ფილმებშიც.[16][7][17]
  • რენდალ პარკი, როგორც ჯიმი ვუ: FBI-ის აგენტი, რომელიც ფილმში ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი სკოტ ლენგის / ადამიანი-ჭიანჭველას კონტროლიორი ოფიცერის როლს ასრულებს. ის დარსი ლუისთან ერთად მუშაობს საიდუმლოს ამოხსნაზე.[7][17]

ჯოლენ პერდს ასრულებს ბევერლის, ვანდასა და ვიჟენის მეზობლის როლს.[18][19] ვესტვიუს სხვა მაცხოვრებლების როლებს ირგებენ: ასიფ ალი, ვიჟენის თანამშრომელი ნორმის როლში,[19] დევიდ ლენგელი, როგორც ფილ ჯონსი,[19] ემა კოლფილდ ფორდი, როგორც დოტი ჯონსი, „სკეპტიკოსი დედა, რომელიც სამეზობლოს მომწამლავი ღიმილით მართავს“;[20][21] ამოს გლიკი, როგორც ფოსტალიონი დენისი; ასევე დევიდ პეიტონი, როგორც ჰერბი. ითამარ ენრიკესი და ვიქტორია ბლეიდი ყალბ სარეკლამო რგოლებში ქალისა და მამაკაცის როლებს ასრულებენ.[19]

ეპიზოდის # სახელწოდება რეჟისორი ავტორი სიუჟეტი თარიღი
1 ,,Episode 1“

(„ეპიზოდი 1“)

მეტ შეკმანი ჯაკ შეფერი ახალდაქორწინებული წყვილი ვანდა და ვიჟენი გადასახლდნენ ქალაქ უესტვიუში, 1950 – იან წლებში. ისინი ცდილობენ, რომ ერთამნეთს კარგად შეეწყონ, მიუხედავად იმისა, რომ ვიჟენი კომპიუტერული მოწყობილობაა, ვანდას კი ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. ერთ დღეს მათ შენიშნეს კალენდარზე დახატული გული, მაგრამ ვერც ერთი მათგან ვერ მიხვდა თუ რას უნდა ნიშნავდეს ის. ვიჟენი სამსახურში (Computational Services Inc) მიდის, ვანდა კი გადაწყვეტს, რომ გული წყვილის საიუბილეო თარიღს ასახავს. მეზობელი აგნესი ვანდაც გაეცნობა და მას საიუბილეოდ მზადებაში დაეხმარება. ვიჟენი მუშაობისას თავისი სისწრაფით ყველას აოცებს. სწორედ ამ დროს ოთახში მისი უფროსი ჰარტი შედის და მას სადილის შესახებ ახსენებს. ჰარტები საღამოს ვანდას და ვიჟენს ესტუმრებიან. ვანდა და ვიჟენი მთელი ძალით ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობების დამალვას. ვახშმის დროს მისტერ ჰარტს საჭმელი გადასცდება, რა დროსაც ვიჟენის შესაძლებლობების გამოყენება საჭირო გახდა. ეს ყველაფერი გამოგონილ სიტკომზე ვანდავიჟენი-ზე გადის, რომელსაც მაყურებელი ტელეეკრანებიდან უყურებს.

სარეკლამო რგოლი, რომელიც სიტკომის შუალედში გადის Stark Industries-ის ტოსტერ 2000-ის რეკლამას წარმოადგენს.

15 იანვარი, 2021
2 ,,Episode 2“

(„ეპიზოდი 2“)

მეტ შეკმანი გრეტჩენ ენდერსი მეორე სერიაში მოქმედება 1960-იან წლებში ხდება, როდესაც ვანდა და ვიჟენი სახლის გარეთ უცნაურ ხმებს შენიშნავენ. მეორე დღეს ისინი თავიანთი გამოსვლისთვის ვარჯიშობენ, რომლითაც სამეზობლოს ნიჭიერთა კონკურსზე უნდა წარსდგნენ. ვანდა და აგნესი ატარებენ დღეს დოთისთან და მეზობელი ქალების ჯგუფთან ერთად, ხოლო ვიჟენი სამეზობლოს შეხვედრას დაუპატიჟებლად დაესწრება. ვანდა უახლოვდება სხვა მეზობელს, ჯერალდინს. ამ დროს ვანდა უცნაურ მოვლენებს ამჩნევს, როგორიცაა რადიოს ხმა, რომელიც თითქოს მას ელაპარაკება. ვიჟენი მეზობელ მამაკაცებს დაუმეგობრდება და მათ შეთავაზებულ დიდ წითელ საღეჭ რეზინსაც გასინჯავს. როდესაც ვიჟენი ნიჭიერთა შოუზე მივა ის ნასვამ მდგომარეობაშია და მეზობლებს თავის რეალურ შესაძლებლობებს აჩვენებს. ვანდა თავის შესაძლებლობებს იყენებს, რათა ვიჟენის გამოიყურებოდეს ისე, თითქოს წინასწარ დაგეგმილ ხრიკებს ასრულებდეს. მათი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან, სადაც ვანდა აღმოაჩენს, რომ ორსულადაა. მოულოდნელად ისინი დაინახავენ მეფუტკრეს, რომელიც კანალიზაციიდან ამოდის. ვანდა პანიკაშია, ამიტომ დროს მეფუტკრის გამოჩენამდე დააბრუნებს. დასასრულს წყვილი 1970-იან წლებში გადადის, სადაც შავ-თეთრი ფერები ფერადით შეიცვლება. 15 იანვარი, 2021
3 ,,Now in Color“

(„ახლა ფერებში“)

მეტ შეკმანი მეგან მაკდონელი მესამე სერიაში მოქმედება 1970-იან წლებში ხდება. ვანდა და ვიჟენი ექიმს, სტენ ნიელსონს შეხვდებიან, რათა გადაამოწმონ ვანდა ნამდვილად ორსულადაა თუ არა. ნიელსონი განმარტავს, რომ ყველაფერი კარგადაა და იტყვის, რომ მეუღლესთან ერთად ბერმუდაზე მიდის დასასვენებლად. როდესაც ვიჟენი ნიელსონს გააცილებს დაინახავს, რომ მისი მეზობელი ჰერბი ღობეს ჭრის. ვანდა და ვიჟენი ბავშვისთვის ოთახს მოაწყობენ და მის სახელზე მსჯელობენ. ვანდა განაცხადებს რომ შვილს ტომი უნდა დაარქვას, ხოლო ვიჟენი ბილის წამოიყვირებს. მოულოდნელად ვანდას მუცელი მეტად გაიზრდება და ის უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე გახდება, რის გამოც ის ტკივილს იგრძნობს. ამის გამო ვანდა უეცარ ენერგეტიკულ ტალღას წარმოქმნის და მთელს ქალაქს ელექტროენერგია გაეთიშება. ჯერალდინის დახმარებით ვანდა მოგვიანებით ტყუპებს გააჩენს. ვიჟენი აგნესსა და ჰერბს ჭორაობაში გამოიჭერს და მათ აწყვეტინებს. ისინი საუბრობენ ჯერალდინზე, ჰერბი კი განუწყვეტლივ ბუზღუნებს, რომ „ის აქ იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ ვართ ...“, აგნესი კი მას ანიშნებს რომ გაჩუმდეს. ვანდა დაკითხავს ჯერალდინს მას შემდეგ, რაც მას წამსოცდება ალტრონის მიერ ვანდას ტყუპის, პიეტროს მკვლელობის შესახებ. ვანდა ამჩნევს, რომ მის გულსაკიდს აქვს S.W.O.R.D.-ის ემბლემა. ვიჟენი სახლში როდესაც დაბრუნდება ჯერალდინი გამქრალი დახვდება, ვანდა კი მას ეუბნება, რომ ის წავიდა. ვანდა ჯერალდინს ვესტვიუს გარეთ გააგდებს, რა წამსაც მის გარშემო S.W.O.R.D.-ის აგენტები გაჩნდებიან.

სარეკლამო რგოლი, რომელიც სიტკომის შუალედში გადის ჰიდრას საპონის რეკლამას წარმოადგენს.

22 იანვარი 2021
4 ,,We Interrupt This Program"“

(„ჩვენ შევწყვიტეთ ეს პროგრამა“)

მეტ შეკმანი მეგან მაკდონელი და ბობაკ ესფარჯანი კაპიტანი მონიკა რამბო S.W.O.R.D.-ის აგენტია, რომელიც გაქრობის შემდეგ (შურისმაძიებლები დასასრულის შემდეგ) საავადმყოფოში გაჩნდება და დედას, მარიას დაუწყებს ძებნას. სამი კვირის შემდეგ მონიკა სამსახურს დაუბრუნდება და დირექტორ ტაილერ ჰაიუარდისგან დავალებას მიიღებს. მას გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელთან, ჯიმი ვუსთან დასახმარებლად გაგზავნიან, რათა ვესტვიუდან, ნიუ-ჯერსიდან გაუჩინარებული ადამიანების საქმე გამოიკვლიონ. ისინი აღმოაჩენენ, რომ ქალაქს ექვსკუთხედის ფორმის კოსმოსური მიკროტალღური ფონი აქვს შემოვლებული, რომელსაც მოგვიანებით მონიკა გადაკვეთს. 24 საათში S.W.O.R.D. ვესტვიუს გარშემო ბაზას ააშენებს და გაუჩინარებული აგენტის მოსაძებნად დრონებს გააგზავნის. დოქტორი დარსი ლუისი, რომელიც ამ ფენომენს სწავლობს აღმოაჩენს, რომ ქალაქიდან სიტკომის ვანდავიჟენის სიგნალი მოდის. აგენტები სწორედ ამ გზით აკვირდებიან ქალაქში შექმნილ მდგომარეობას, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ქალაქის მცხოვრებლები სიტკომში სხვადასხვა როლებს ასრულებენ. ასევე აღმოაჩენენ, რომ კაპიტანი მონიკა რემნო სერიალში „ჯერალდინის“ როლს ასრულებს. დარსი და ჯიმი ვანდასთან რადიოს საშუალებით დაკავშირებას შეეცდებიან, რაც წარუმატებლად დასრულდება. როდესაც მონიკა ვანდასთან ალტრონს ახსენებს, ვანდა მას ქალაქიდან აგდებს. სიტკომის ილუზია დროებით გაქრება და ვანდა ისეთ ვიჟენს ხედავს, როგორიც სიკვდილისას იყო. ამის მიუხედავად ვანდა დაუყოვნებლივ აღადგენს ილუზიას. 29 იანვარი 2021
5 „On a Very Special Episode..."

(„ძალიან განსაკუთრებულ ეპიზოდში...“)

მეტ შეკმანი პიტერ კამერონი და მაკენზი დორი მეხუთე ეპიზოდში მოქმედება 1980-იან წლებში ხდება. დასაწყისში ვანდა და ვიჟენი ატირებული ტომისა და ბილის დამშვიდებას სცდილობენ. აგნესი წყვილს დახმარებას შესთავაზებს, რაც ვიჟენში ეჭვს გამოიწვევს. ვანდა და ვიჟენი კამათს მაშინ შეწყვეტენ, როდესაც ტყუპები მოულოდნელად ხუთ წლამდე გაიზრდებიან. მათ სახლში ძაღლი გამოჩნდება, ტყუპებს კი მათი დატოვება მოუნდებათ. ამ დროს სახლში აგნესი გაჩნდება ძაღლის ბუნაგით ხელში და ბავშვებს შესთავაზებს, რომ ძაღლს სპარკი დაარქვან. ვანდა თავის შესაძლებლობებს კინაღამ აგნესს ანახებს, რის გამოც მას ვიჟენი გაუბრაზდება. წყვილი ბავშვებს განუცხადებს, რომ ძაღლს მხოლოდ მაშინ იყოლიებდნენ, როდესაც ათი წლის გახდებოდნენ, რა დროსაც ტყუპები ათ წლამდე გაიზრდებიან. სამსახურში ვიჟენი წაიკითხავს S.W.O.R.D-ის წერილს, სადაც ვესტვიუში შექმნილი მდგომარეობა იყო აღწერილი. ის ვესტვიუს მაცხოვრებლის გონებაში შეაღწევს და აღმოაჩენს, რომ ქალაქს ვანდა აკონტროლებს. S.W.O.R.D. ქალაქში 1980-იანი წლების სტილის დრონს შეაგზავნის, რომელიც ჰაიუარდის ბრძანებაზე ვანდას ცეცხლს გაუხსნის. ვანდა ქალაქის გარშემო შემოვლებულ კედელს გადმოკვეთს დრონთან ერთად და ჰაიუარდს აფრთხილებს რომ მარტო დატოვოს. სპარკი მოულოდნელად გარდაიცვლება, ვიჟენი კი ვანდას ქალაქის მართვაში დაადანაშაულებს. მათი კამათი მაშინ შეწყდება, როდესაც სახლში პიეტრო, ვანდა ტყუპისცალი გამოჩნდება.

სარეკლამო რგოლი, რომელიც სიტკომის შუალედში გადის ლაგოსის საწმენდ ხელსახოცს წარმოადგენს.

5 თებერვალი 2021
6 „All-New Halloween Spooktacular!“ მეტ შეკმანი ბობაკ ესფარჯიანი და მაკენზი დორი 1990-იანი წლების ბოლოსა 2000-იანი წლების დასაწყისში, ვანდას სურს ტომისა და ბილის პირველი ჰელოუინი ერთად გაატარონ, მაგრამ ვიჟენი ამბობს, რომ მას სამეზობლოს კონტროლი და პარტულირება ევალება. „პიეტრო“ ბიჭებს სთავაზობს, რომ ერთად გაერთნონ და ჰელიუინისთვის დამახასიათებელი ოინები მოაწყონ. ამ დროს ცნობილი გახდება, რომ ტომის ბიძიის მსგავსად სწრაფად გადაადგილება შეუძლია. ამასთანავე, ვიჟენი სახლიდან შორს მიდის და არკვევს, რომ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მაცხოვრებელი ვესტვიუელები არ მოძრაობენ. მათ შორისაა წყვილის ხმაურიანი მეზობელი აგნესი. ვიჟენი აგნესს გამოაცოხლებს, რა დროსაც აგნესი ეტყვის, რომ ვიჟენი მკვდარია. ვესტვიუს გარეთ ჰეივარდის მონიკას, დარსისა და ჯიმის დააკავების ბრძანებას გასცემს და მათ ბაზიდან გააძევებენ, თუმცა ისინი ვანდაზე შეტევას აკრიტიკებენ და გაიქცევიან. მონიკა, დარსი და ჯიმი ჰეივარდის კომპიუტერს იპოვნიან და აღმოაჩენენ, რომ ჰეივარდი მალულად ვიჟენს აკვირდებოდა. ვიჟენი ცდილობს სტატიკურ კედლში გასვლას, თუმცა ეს არ გამოდის და ნაწილებად იშლება. ბილი ამას იგრძნობს და ვანდას შეატყობინებს, რაზეც ვანდა ჰექსაგონის კედლებს გადააადგილებს და კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტერიტორიას გაზრდის. ვიჟენი, დარსი და S.W.O.R.D.-ის აგენტების ნაწილი ვესტვიუს ახალ საზღვრებში მოხვდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავენ. 12 თებერვალი, 2021
7 „Breaking the Fourth Wall“ („მეოთხე კედლის ნგრევა“) მეტ შეკმანი კამერონ სქუირსი 2000-იანი წლების შუა პერიოდში ვანდა გადაწყვეტს, რომ ერთი დღე ყველაფრისგან დაისვენოს და შვილებს, ტომის და ბილის აგნესს მიაბარებს. ვანდა ხედავს, რომ მისი სახლის სხვადასხვა ნაწილები მუდმივად იცვლება და ამას ვერ აკონტროლებს. ვიჟენი გონს მოდის და არკვევს, როომ S.W.O.R.D-ის შტაბის წევრები ცირკის შემსრულებლებად იქცნენ. ის დარსის თავში შეაღწევს და მას გამოაფხიზლებს. დარსი ვიჟენს უამბობს მისი სიკვდილისა და იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია შექმნილი მდგომარეობა. ვესტვიუს გარეთ, მონიკა და ჯიმი ხვდებიან S.W.O.R.D.-ის ერთ-ერთ აგენტს, რომელიც მათ სპეციალურ მანქანას მიუყვანს ჰექსაგონში შესაღწევად. მას შემდეგ, რაც მანქანით შესვლის იდეა წარუმატებელი აღმოჩნდება მონიკა გადაწყვეტს ყველანაირი დამცავის გარეშე შეაღწიოს ვესტვიუში. იგი გადის სტატიკურ კედელს და აშკარად სუპერ შესაძლებლობებს იძენს. მონიკა უპირისპირდება ვანდას, მაგრამ აგნესი მონიკას წასვლას ურჩევს და ვანდა თავის სახლში მიჰყავს. მას შემდეგ, რაც აგნესი იტყვის, რომ ტყუპები სარდაფში არიან ვანდა მათ მოსაძებნად წავა, სადაც უცნაურ ოთახს აღმოაჩენს. მის წინ აგნესი ჩნდება და ვანდას თავის შესაძლებლობებსა და რეალურ სახელს, აგათა ჰარკნესს უმხელს. აგათა განაცხადებს, რომ „პიეტრო“ სწორედ მან მიიყვანა ვანდამდე და სპარკი, ტყუპების ძაღლი, სწორედ მან მოკლა.

სარეკლამო რგოლი, რომელიც სიტკომის შუალედში გადის ნექსუსის (Nexus) ანტიდეპრესანტების რეკლამას წარმოადგენს.

19 თებერვალი, 2021
8 „Previously On“ („წინა სერიებში“) მეტ შეკმანი ლაურა დონი 1693 წელს სალემში, მასაჩუსეტსში, ჯადოქრთა კომიტეტი აგატა ჰარკესის დედის, ევანორას ხელმძღვანელობით აგათას მოკვლას ცდილობს ბნელი მაგიის გამოყენების გამო, თუმცა ის პირიქით, კომიტეტის წევრების ძალებს შეისრუტავს და მათ დახოცავს. თანამედროვე პერიოდში აგათა ცდილობს გაარკვიოს თუ როგორ შექმნა ვანდამ ეს ყველაფერი. აგათა ვანდას წარსულში მოგზაურობის შედეგად გაიგებს, რომ ვანდას ბავშვობიდან ჰქონდა ჯადოსნური შესაძლებლობები, რომლებიც მოგვიანებით გონების ქვამ გაამდიდრა და ასევე შეიტყობს, რომ ვანდას ყოველთვის უყვარდა სიტკომების ყურება. ის ვანდას ასევე გაახსენებს იმ მომენტს, როდესაც S.W.O.R.D.-ის ოფისში ვიჟენის გვამის მოსანახულებლად მივიდა, სადაც ირკვევა, რომ ჰეივარდმა მას გვამი დასაკრძალად არ გაატანა. რადგან ვანდამ ვიჟენი „ვეღარ იგრძნო“ მანქანით ვესტვიუსკენ გაეშურა, იმ ადგილისკენ, რომელიც ვიჟენმა სიკვდილის წინ იყიდა ბედნიერი ცხოვრებისთვის. მწუხარებით ვანდამ მოულოდნელად სახლი და თავის გონებაში მყოფი გონების ქვის ნაწილით ვიჟენის ახალი ვერსია შექმნა. მან ასევე ჰექსაგონი, დამცავი ბარიერი შექმნა. აგატა ასკვნის, რომ ვანდა ჯადოქარია და ქაოსის მაგიას ფლობს და მას „ალისფერ ჯადოქარს უწოდებს. ფილმის დასასრულს ჰეივარდი ჩნდება, რომელიც ვიჟენის სხეულს ვანდას ენერგიით ააქტიურებს და თეთრ ვიჟენს აყალიბებს. 26 თებერვალი, 2021
9 „The Series Finale“ („სერიალის დასასრული“) მეტ შეკმანი ჯეკ შეფერი აგათა ცდილობს ვანდას ძალა წაართვას, მაგრამ მას ხელს თეთრი ვიჟენი უშლის, რომელიც მის მოკვლას ცდილობს. ამ დროს მეორე ვიჟენი გამოჩნდება და თეთრ ვიჟენს შეებრძოლება. ორი ვიჟენი იბრძვის მთელ ვესტვიუში, ხოლო აგათა ვესტვიუს მაცხოვრებლებს ვანდას კონტროლისაგან ათავისუფლებს. მაცხოვრებლები ვანდას ევედრებიან რომ გაუშვან და ბარიერი გახსნას. ვანდა ბარიერს ხსნის, თუმცა მალევე წყვეტს, რადგან ვიჟენი და ბავშვები დაშლას იწყებენ. იმ პერიოდში, როდესაც ჰექსაგონი ღია იყო ჰეივარდი S.W.O.R.D.-ის აგენტებთან ერთად ვესტვიუში შევა და ვანდას მიზანში ამოიღებს. მონიკა პიეტროსგან გაქცევას ცდილობს და მას აგათას კონტოლისგან ათავისუფლებს. ცნობილი ხდება, რომ პიეტრო სინამდვილეში რალფ ბონერია. ტყუპები ჰეივარდის ხალხს აკონტროლებენ, ვანდას ვიჟენი კი ჰეივარდის ვიჟენს ებრძოლება და რეალურ ამბავს უყვება. ვანდა აგნესს თანხმდება, რომ ძალის სანაცვლოდ ქალაქს გაათავისუფლებს, მაგრამ როდესაც აგათა მისგან ძალის წართმევას ცდილობს ცნობილი ხდება, რომ ვანდამ ჰექსაგონის კედლებზე რუნები, მაგიის გამოყენების ამკრძალავი ნიშნები, გამოსახა. ვანდა მას მთელს ძალას წაართმევს, მოაჯადოვებს და „ხმაურიანი მეზობლის“ როლს არგუნებს. ვანდა ტყუპებსა და ვიჟენს დაემშვიდობება და ჰექსაგონს დაანგრევს. სერიის შემდგომი სცენებიდან ერთ-ერთში ჰეივარდს აპატიმრებენ, ხოლო მონიკას სკრული ატყობინებს, რომ დედის მეგობარს მასთან შეხვედრა სურს. სერიის შემდგომ მეორე სცენაში ვანდა მთაში ცხოვრობს და ასტრალური ფორმით სწავლობს ბნელჰოლდს, როდესაც ტყუპების ტირილს გაიგონებს. 5 მარტი, 2021

2018 წლის სექტემბრისთვის, Marvel Studios უკვე მუშაობდა რამდენიმე მინი სერიალზე კომპანია დისნეისთან ერთად, რომელიც გაეშვებოდა პლატფორმა Disney +-ზე. Marvel-ის ინფორმაციით ეს სერიალები ორიენტირებულები იქნებოდა მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, რომლებსაც Marvel-ის კინოსამყაროში ინდივიდულაური ფილმები არ გააჩნდათ. მათ შორის იყო ვანდა მაქსიმოფ. ცნობილი გახდა, რომ მსახიობები, რომლებიც პერსონაჟებს Marvel-ის ფილმებში განასახიერებდნენ მინი სერიალშიც მიიღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყო ელიზაბეტ ოლსენი, რომემაც ალისფერი ჯადოქრის როლი კიდევ ერთხელ მოირგო. სავარაუდოდ, სერიალი ექვსიდან რვა ეპიზოდამდე გაგრძელდებოდა. ითვლება, რომ Marvel Studios– ის პრეზიდენტი კევინ ფეიჯი ძალიან დიდ როლს თამაშობდა თითოეული სერიის განვითარებაზე,[22] რომელიც ფოკუსირებული იყო ფილმების „სიუჟეტის უწყვეტობაზე" და მსახიობებს შესაფერის რჩევებს აძლევდა.[23] ოქტომბრის ბოლოს დადასტურდა, რომ პოლ ბეტანი ვიჟენის როლს შეასრულებდა, ხოლო სერიალი მათ ურთიერთობაზე იქნებოდა აგებული.[24][25]

ჯეკ შეფერი სერიალის სცენარის შესაქმნელად 2019 წლის იანვარში დაიქირავეს, მას შემდეგ რაც მან Marve;-ის სხვა ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა: კაპიტანი მარველი (2019) და შავი ქვრივი (2021).[25][26] შეფერმა დაწერა პირველი ეპიზოდის სცენარი, ხოლო მთლიანი სერიალის განმავლობაში აღმასრულებელი პროდიუსერის როლს ირგებდა.[25] აპრილში დისნეიმ და მარველმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ სერიალის სახელი ვანდავიჟენი იქნებოდა.[2] აგვისტოში ფილმს მატ შეიკმენი რეჟისორის პოსტზე.[27] ფეიჯის თქმით, ეს სერიალი მოგვითხრობს მაქსიმოფის და ვიჟენის შესახებ, აჩვენებს თუ რა შეუძლია მაქსიმოფს, ვინ არის ვიჟენი და საზოგადოებას წარუდგენს MCU-ს კომიქსებს, სახელწოდებით ,,ალისფერი ჯადოქარი". მისივე თქმით ფილმი არის სრულიად სასაცილო, გარკვეულწილად საშინელი და მას გავლენა ექნება Marvel-ის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის ფილმებზე.[28] მან ასევე განაცხადა, რომ მაყურებელს არ სჭირდება MCU- ს გაცნობა სერიალის გასაგებად, მაგრამ მათთვის, ვისაც ყველა ფილმი აქვს ნანახი და მეოთხე ფაზის გეგმების შესახებ სმენია, მრავალი დამალული საჩუქარი ექნება.[1] სერიალი შედგება ცხრა ეპიზოდისგან,[29] რომელთაგან თითოეული ნახევარი საათის ხანგრძლივობისაა და კომედიურ ელემენტებს შეიცავს.[15] პირველი სამი ეპიზოდი დაახლოებით 30 წუთი გრძელდება, ხოლო დანარჩენი ეპიზოდები თანდათან უფრო გრძელი ხდება.[30] სერიალის მთლიანი ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი საათია.[31] თითოეული ეპიზოდის ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარი იყო.[32]

ელისაბედ ოლსენი და პოლ ბეტანი 2019 წელს San Diego Comic-Con-ზე

2019 წლის აპრილში სერიალის ოფიციალური განცხადებით დადასტურდა, რომ ოლსენი და ბეტანი სერიალში, შესაბამისად, მაქსიმოფისა და ვიჟენის როლებს შეასრულებდნენ.[2] ბეტანი პროექტში მონაწილეობას დათანხმდა ფეიჯთან და დ'ესპოზიტოსთან შეხვედრის შემდეგ, რომლებმაც მსახიობს პერსონაჟის „საინტერესო და ამაღელვებელი" დაბრუნების იდეა გააცნეს. ოლსენი თავიდან ნერვიულობდა Marvel-ის ფილმების ტელევიზიაში გადასვლაზე და იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ ფილმებთან კავშირის შენარჩუნებას, მაგრამ აღფრთოვანებული დარჩა და მეტი შეიტყო შეიფერის ჩართულობისა კომიქსების სიუჟეტების გაცნობის შედეგად.

ტეიონა პარიზმა განაცხადა, რომ იგი 2019 წლის ივლისში აირჩიეს მონიკა რამბოს როლის შემსრულებლად. რამბო მანამდეც ჩანდა Marvel-ის კინოსამყაროში, როგორც კაპიტან მარველის მეგობრის თერთმეტი წლის ქალიშვილი.[13] აკირა აკბარმა განასახიერა ეს პერსონაჟი ფილმში კაპიტანი მარველი. კათრინ ჰანმა ვანდას და ვიჟენის მეზობლის, აგნესის როლი მოირგო. დენინგი ადრე გამოჩნდა ფილმებში თორი (2011) და თორი: ბნელი სამყარო (2013).[16] მან განაცხადა, რომ მისი პერსონაჟის გამოჩენა სერიალში ფანებისთვის „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო". შეფერმა იგრძნო, რომ სერიალში დენინგისა და პარკის მონაწილეობა სახალისო იყო, რადგან ორივე „ვეტერანი" სიტკომის მსახიობი იყო.[7][5]

2020 წლის იანვარში კრისტოფ ბეკმა გამოაცხადა, რომ სერიალისთვის მუსიკალურ ნაწარმოებს შექმნიდა. მან Marvel-ისთვის მანამდეც იმუშავა და კომპოზიციები შექმნა ფილმებისთვის: ადამიანი- ჭიანჭველა (2015) და ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი.[33] ბეკმა გაითვალისწინა სხვადასხვა ათწლეულების სიტკომების მუსიკა და შექმნა პერიოდის სპეციფიკური ჩანაწერებისა და შერევის ტექნიკის საშუალებით. თავდაპირველ ეპიზოდებზე წარმოდგენილია მცირე საორკესტრო ანსამბლები, მოგვიანებით ეპიზოდებს კი - მეტად როკ-პოპის სტილი აქვთ და მუსიკა სერიალის პროგრესირებასთან ერთად უფრო „ფართოვდება“. მაიკლ პარასკევასმა და ალექს კოვაქსმა იმუშავეს თანა-კომპოზიტორების პოზიციებზე.[34]

2020 წლის დეკემბერში, რობერტ ლოპესმა და კრისტენ ანდერსონ-ლოპესმა გამოაცხადეს, რომ დაწერეს თემატური სიმღერები სერიალის ზოგიერთი ეპიზოდისთვის. მათ სერიალზე მუშაობა შაკმანმა ურჩია, რომელიც კოლეჯში ლოპესთან მეგობრობდა. ასევე ისინი ადრე ბექთან მუშაობდნენ დისნეის გაყინულის ფრენჩაიზის მუსიკაზე.[35] თავიანთი თემების დასაკავშირებლად, ლოპესმა და ანდერსონ-ლოპესმა შექმნეს ოთხი ნოტის მოტივი, რომელიც თემატური სიმღერების თითოეულ სტილს გამოხატავდა.[36]

საუნდტრეკები თითოეული ეპიზოდისთვის, მათ შორის ბეკის გაფორმება და ლოპესის და ანდერსონ-ლოპესის თემატური სიმღერები, გამოდის ციფრული ფორმით, ყოველი ეპიზოდის პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ.[34]

ვანდავიჟენის პრემიერა შედგა 2021 წლის 15 იანვარს, როდესაც Disney +-ზე სერიალის ორი ეპიზოდი გამოვიდა.[37] დანარჩენი შვიდი ეპიზოდის გამოცემა დაგეგმილია ყოველკვირეულად 5 მარტამდე.[29] Marvel-ის კინოწარმოებამ მთელი სეზონის ერთბაშად გამოშვებაც განიხილა, მაგრამ ბოლოს მაინც ყოველკვირეული გამოშვება გადაწყვიტა Disney +-ის ვარსკვლავური ომების სერიალის, „მანდალორიანის ყოველკვირეული გამოსვლით მიღებული წარმატების გამო. ფეიჯის თქმით, ეპიზოდები აგებული იყო ყოველკვირეული გამოსვლის გათვალისწინებით, ასე რომ აუდიტორიას შეეძლო „თვითონვე გამოეცნო რა მოხდებოდა შემეგ ეპიზოდში, მას ამისთვის კვირა ეძლეოდა, რომ ხელმეორედ აყურებინა და დეტალებზე მეტად გაემახვილებინა ყურადღება". მან იგრძნო, რომ სერიალის ყურება ყველა ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ „ სახალისო გამოცდილება იქნება".[30]

შაკმანის თქმით, სერიალის პრემიერა ფილმის გადაღების დასრულებიდან მალევე შედგებოდა, გადაღებების COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტისდა მიუხედავად, გადაღებების შეწყვეტის პერიოდში კი პოსტ-პროდუქციაზე იმუშავებდნენ.[8] სერიალის პრემიერა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2021 წლის გაზაფხულისთვის, მაგრამ შემდგომში 2020 დეკემბერში, მოგვიანებით კი 2020 წლის დეკემბერში გადაიტანეს. საბოლოოდ ფილმის პრემიერა მაინც 2021 წლის დასაწყისში დაიგეგმა. სერიალი Marvel-ის კინოსამყაროში პირველი სერიალია და ის მეოთხე ფაზის დასაწყისს წარმოადგენს.[15]

  1. 1.0 1.1 1.2 Coggan, Devan. (10 ნოემბერი, 2020) "Honey, I'm Chrome: Marvel prepares to take over TV with WandaVision".. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2020
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Dinh, Christine. (12 აპრილი, 2019) "All of the Marvel Disney+ News Coming Out of The Walt Disney Company's Investor Day". Marvel Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი, 2019. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2019
  3. Paige, Rachel. (21 სექტემბერი, 2020) "Marvel Studios' 'WandaVision': Breaking Down the New Disney+ Trailer". Marvel Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020
  4. Shattuck, Kathryn. (11 ოქტომბერი, 2020) "Elizabeth Olsen on Grief, the Scarlet Witch and Her Next Life". ნიუ-იორკ ტაიმზი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2020
  5. 5.0 5.1 5.2 Alter, Ethan. (5 ნოემბერი, 2019) "'WandaVision': Everything we know about Marvel's 'first sitcom'". Yahoo!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2019
  6. Travis, Bin. (23 ნოემბერი, 2020) "WandaVision Explores Scarlet Witch's 'Ill-Defined Power-Set', Says Kevin Feige – Exclusive Images". Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2020
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Coggan, Devan. (10 ნოემბერი, 2020) "Welcome to the neighborhood: Meet WandaVision's major players". Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2020
  8. 8.0 8.1 Bennett, Tara (January 2021). "The Odd Couple". SFX Magazine. No. 335. pp. 26–35.
  9. 9.0 9.1 Radish, Christina. (11 იანვარი, 2021) "How 'WandaVision' Was Made: Cast and Crew on Iconic TV Influences, Big Swings, and More". Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2021
  10. 10.0 10.1 Bundel, Ani. (21 სექტემბერი, 2020) "These Details In Disney+'s First 'WandaVision' Trailer Hint At What's Coming". Elite Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020
  11. 11.0 11.1 Vary, Adam B.. (15 იანვარი, 2021) "'WandaVision' Series Premiere: What the Heck Is Going On, and More Burning Questions". Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2021
  12. Barnhardt, Adam. (12 იანვარი, 2021) "WandaVision: SWORD Has New Name in the MCU". Comicbook.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2021
  13. 13.0 13.1 Ramos, Dino-Ray. (20 ივლისი, 2019) "Teyonah Parris Joins Elizabeth Olsen And Paul Bettany For ‘WandaVision’ As Monica Rambeau". Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2020
  14. Fienberg, Daniel. (14 იანვარი, 2021) "'WandaVision': TV Review". The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2021
  15. 15.0 15.1 15.2 D'Alessandro, Anthony. (10 იანვარი, 2021) "‘WandaVision’ Team On MCU Connections & How Disney+ Series Is “Cute-Cute Until It’s Not”". Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2021
  16. 16.0 16.1 Coggan, Devan. (23 აგვისტო, 2019) "Kat Dennings, Randall Park, and Kathryn Hahn join Disney+’s WandaVision".. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო, 2019. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2019
  17. 17.0 17.1 Cavanaugh, Patrick. (9 იანვარი, 2021) "WandaVision: What Darcy Lewis Did After Thor: The Dark World Revealed". Comicbook.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2021
  18. Petski, Denise. (30 ოქტომბერი, 2020) "‘The White Lotus’: Molly Shannon Among Five Cast In HBO’s Limited Social Satire". Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2020
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Hood, Cooper. (15 იანვარი, 2021) "WandaVision Episodes 1 & 2 Cast Guide: Every Marvel Character". Screen Rant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2021
  20. Venable, Nick. (15 იანვარი, 2021) "WandaVision's 10 Creepiest Moments From The First Two Episodes On Disney+". Cinema Blend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2021
  21. Framke, Caroline. (14 იანვარი, 2021) "‘WandaVision’ Is Better as a Weird Marvel Swing Than Sitcom Twist: TV Review". Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2021
  22. Kroll, Justin. (18 სექტემბერი, 2018) Loki, Scarlet Witch, Other Marvel Heroes to Get Own TV Series on Disney Streaming Service (EXCLUSIVE). Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2018
  23. Boucher, Geoff. (30 ოქტომბერი, 2018) "‘Marvel Duo Falcon & Winter Soldier Teaming For Disney Streaming Series". Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2018
  24. Peter, Sciretta. (30 ოქტომბერი, 2018) "Falcon/Winter Soldier TV Series Planned for Disney Streaming Service, Scarlet Witch Show May Co-Star Vision". /Film. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2018
  25. 25.0 25.1 25.2 Borys, Kit. (9 იანვარი, 2019) Marvel's 'Vision and Scarlet Witch' Series Lands 'Captain Marvel' Writer (Exclusive). The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2019
  26. Dinh, Christine. (13 ნოემბერი, 2019) "What's Next For The Marvel Cinematic Universe After 'Avengers: Endgame'". Marvel Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  27. Couch, Aaron. (23 აგვისტო, 2019) Marvel Unveils 3 New Disney+ Shows Including 'She-Hulk' and 'Moon Knight'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2019. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019
  28. Mancuso, Vinnie. (7დეკემბერი, 2019) 'WandaVision' Will Finally Introduce the Name "Scarlet Witch" and Affect All of Marvel's Phase 4. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2019
  29. 29.0 29.1 Lee, Janet W.. (4 იანვარი, 2021) "Disney Plus Unveils ‘WandaVision’ TV Spot, Releases Original Theme Song". Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021
  30. 30.0 30.1 Mitovich, Matt Webb. (11 იანვარი, 2021) "WandaVision: How Baby Yoda Changed the Binge Release Plan — Plus, Will Episodes Run More Than 30 Minutes?". TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2021
  31. Radish, Christina. (25 დეკემბერი, 2020) "Paul Bettany & Alan Ball on 'Uncle Frank,' 'WandaVision,' & Having Similar Directing Styles". Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021
  32. Jarvey, Natalie. (11 ოქტომბერი, 2019) "Disney Over the Top: Bob Iger Bets the Company (and Hollywood's Future) on Streaming". The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი, 2019. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2019
  33. Workman, Robert. (21 იანვარი, 2020) "Ant-Man Composer Christophe Beck Will Score WandaVision". superherohype. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020
  34. 34.0 34.1 ბეკი, კრისტოფერ. (12 იანვარი, 2021) "Thrilled to announce the release of score albums (incl. great themes by @Lyrikris10 and #bobbylopez) for each episode of Marvel's @wandavision on all major streaming platforms the week after video release. Flick o' the mind stone to my co-composers @mparaskevas and @alexkovacs 🙏🏼". twitter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021
  35. Taylor, Drew. (4 იანვარი, 2021) "Each Episode of 'WandaVision' Will Have a Different Theme Song Written by 'Frozen' Songwriters". Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021
  36. "WandaVision Production Brief". Disney Media and Entertainment Distribution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2021
  37. Alexander, Julia. (8 იანვარი, 2021) "WandaVision will premiere with two episodes on Disney Plus". TheVerge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2021