კათრინ ჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კათრინ ჰანი
Kathryn Hahn – T'ruah 2016 Benefit Gala (26984778752).jpg
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1973
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად გერმანელი, ირლანდიელი, ინგლისელი
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი
აქტიური 1999-დღემდე
მეუღლე(ები) ითან სენდლერი
შვილ(ებ)ი 2

კათრინ ჰანი (ინგლ. Kathryn Hahn; დ. 23 ივლისი, 1973, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ[1][2]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობით, როგორებიცაა: „ცუდი დედები“, „ცუდი დედების შობა“, „ჩვენი იდიოტი ძმა“, „როგორ დავკარგოთ კაცი ათ დღეში“, „რევოლუციური გზა“, „კაპიტანი ფანტასტიკა“ და ა.შ.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰანი დაიბადა 1973 წლის 23 ივლისს 23 ივლისს ჩიკაგოს გარე უბანში. იგი არის კერენ და ბილ ჰანების შვილი[3]. წარმოშობით არის გერმანელი, ირლანდიელი და ინგლისელი, აღიზარდა როგორც კათოლიკე[4][5]. იგი კლივლენდში, ოჰაიოში აღიზარდა[6] და დადიოდა ბემონტის სკოლაში[7]. ამის შემდეგ უმაღლესი განათლების მისახებად ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც აიღო ბაკალავრის ხარისხი და შემდეგ სწავლა იელის უნივერსიტეტში განაგრძო[8].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათრინ ჰანის სამსახიობო დებიუტი 1999 წელს შედგა ფილმში „აფეთქებული“ შესრულებული ქალის როლით. ეს მის პრაქტიკაში ყველაზე პატარა როლი იყო, რადგან იგი რეალურად ფილმში არაფერს აკეთებდა და არც ტექსტი ჰქონია. 2001 წელს იგი სერიალში „ჯორდანის გაკვეთა“ დაამტკიცეს ლილი ლებოვსკის როლზე. ამ სერიალში იგი ბოლომდე, 2007 წლამდე თამაშობდა და სულ 104 ეპიზოდში გადაიღეს.

2003 წელს მიშელ რობენის როლი შეასრულა ფილმში „როგორ დავკარგოთ კაცი ათ დღეში“. 2004 წელს რონ ბურგუნდიზე გადაღებულ ორივე ფილმში მიიღო მონაწილეობა და შეასრულა ელენის როლი.

2008 წელს ფილმში „რევოლუციური გზა“ ითამაშა მილი კამპბელის როლი. მრავალი ეპიზოდური როლის შემდეგ, კათრინ ჰანი 2012 წელს სერიალში „პარკები და რეკრეაცია“ დაამტკიცეს ჯენიფერ ბარკლის როლზე, რომელსაც 2015 წლამდე ასრულებდა[9]. იმავე 2012 წელს იგი კიდევ ოთხ სერიალში გადაიღეს: „გოგონები“ (ასრულებდა კათრინ ლავოიტის როლს), „სიახლეების ოთახი“ (ასრულებდა კერის როლს), „ბავშვების ჰოსპიტალი“ (შეასრულა ლამაზ ტიჩერის როლი) და „რობოტი ქათამი“ (მოირგო მისის მარკესის როლი).

2014 წელს ანიმაციურ სერიალში „ამერიკელი მამიკო !“ გაახმოვანა ლული. იმავე წელს რაკელ ფეინის როლზე დაამტკიცეს სერიალში „ტრანსპარენტი“, სადაც 2019 წლამდე თამაშობდა.

2016 წელს ფილმში „ცუდი დედები“ გადაიღეს ერთ-ერთ მთავარ, კარლა დანკლერის როლში. მომავალ 2017 წელს, ფილმში „ცუდი დედების შობა“ გადაიღეს ასევე კარლა დანკლერის როლში[10]. ასევე 2016-17 წლებში კრის კრაუსის როლში გამოდიოდა სერიალში „მე მიყვარს პენისი“.

2018 წელს ანკას ეპიზოდურ როლში გადაიღეს სერიალში „რომანოვები“. ამავე წელს სერიალში „ენჯი ტრიბეკა“ შეასრულა სიუზენის როლი. 2020 წელს როლზე დაამტკიცეს სერიალში „ცენტრალ-პარკი“.

სხვადასხვა როლისათვის იგი შვიდ სამსახიობო ჯილდოზე იყო წარდგენილი, თუმცა ვერცერთი მოიგო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლიდან კათრინ ჰანი დაქორწინებულია მსახიობ ითან სენდლერზე. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ჰყავს ორი შვილი: ლეონარდი (დაიბადა 2006 წელს) და მეი (დაიბადა 2009 წელს)[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]