თავზეხელაღებული (სეზონი 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავზეხელაღებული (სეზონი 1)

პრომოპოსტერი
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი Netflix
ეთერში 10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სეზონი 2
ეპიზოდების სია

ამერიკული ვებ-ტელესერიალითავზეხელაღებული“ ეფუძნება Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟის ისტორიებს. მეტ მერდოკი ადვოკატია და სუპერგმირის კოსტიუმით ყოველდღე ებრძვის უკანონობას, რომელიც ქალაქში განსაკუთრებით უილსონ ფისკის გამო არის გაბატონებული. მოქმედება მიმდინარეობს Marvel-ის კინოსამყაროში და თანხმობაშია მისი ფილმების და სხვა ტელესერიალების მოვლენებთან. სეზონის მწარმოებელია Marvel Television, ABC Studios-თან, DeKnight Prods.-თან და Goddard Textiles-თან ერთად, სტივენ ს. დენაიტის, როგორც შოურანერის და სერიალის შემქმნელის, დრიუ გოდარდის, როგორც კონსულტანტის თანამონაწილეობით.

ჩარლი კოქსი სერიალში ასრულებს მერდოკის როლს, ხოლო ვინსენტ დ'ონოფრიო განასახიერებს უილსონ ფისკს. მათ გარდა, როლებს ასრულებენ დებორა ენ ვოლი, ელდენ ჰენსონი, ტობი ლეონარდ მური, ვონდი კერტის-ჰოლი, ბობ განტონი, აიელეტ ზურერი და როსარიო დოუსონი. სერიალის წარმოება დაიწყო 2013 წელს, ხოლო გოდარდი გუნდს 2013 წლის დეკემბერში შეუერთდა. დენაიტმა იგი შოურანერად აირჩია, ხოლო კოქსმა როლი 2014 წლის მაისში მიიღო. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა ნიუ-იორკში, 2014 წლის ივლისში-დეკემბერში. სეზონში ყურადღება გამახვილებულია პირველწყაროს უფრო ბნელი და მოწიფული ხასიათის ელემენტებზე. სტეფანი მასლანსკი ამ სეზონის კოსტიუმების დიზაინერია, ხოლო თავზეხელაღებულის საბოლოო წითელი უნიფორმა შექმნეს რაიან მაინერდინგმა და Marvel Studios-მა. სეზონი შეიცავს Marvel-ის კინოსამყაროს სხვა პროექტების, ისევე, როგორც Netflix-ის მომავალი სერიალების ციტირებებს.

სეზონის პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა ლოს-ანჯელესში 2015 წლის 2 აპრილს გაიმართა. სრული, 13 ეპიზოდისგან შემდგარი სეზონი Netflix-ზე 10 აპრილს გამოვიდა. მაყურებელთა რაოდენობა დიდი იყო. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს შესრულება, განსაკუთრებით დ'ონოფრიოსი და Marvel-ის სხვა პროექტებთან შედარებით, ამ სერიალის ბნელი ტონი და მოქმედებითი სცენები. თუმცა, სეზონის ზოგიერთი ეპიზოდის რიტმმა და თავზეხელაღებულის საბოლოო კოსტიუმმა კრიტიკა დაიმსახურეს. პირველმა სეზონმა მიიღო ემის შემოქმედებით ჯილდოზე ორი ნომინაცია - Shade VFX-ის მიერ შექმნილი ეფექტებისთვის და ხმის მონტაჟისთვის. 2015 წლის 21 აპრილს სერიალის მეორე სეზონი დაიგეგმა.[1]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
11„Into the Ring“ფილ აბრაამიდრიუ გოდარდი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
მეტ მერდოკი და ფოგი ნელსონი ხსნიან იურიდიულ ფირმას და გაიცნობენ კარენ პეიჯს. ნიღბით და უნიფორმით მეტი ცდილობს, დაადგინოს, თუ რა იცის კარენმა და გადაარჩინოს იგი.
22„Cut Man“ფილ აბრაამიდრიუ გოდარდი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფოგი ცდილობს, კარენი დაამშვიდოს უბედურების შემდეგ, რომელიც მან გადაიტანა. ამასობაში მეტი ცდილობს ბიჭუნას გადარჩენას და მოხვდება რუსული მაფიის კლანჭებში, აგრეთვე გაიცნობს მედდა კლერ ტემპლს, რომელიც მის პიროვნებას დაადგენს და ეხმარება.
33„Rabbit in a Snowstorm“ადამ კეინიმარკო რამირესი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
კარენი სთხოვს ჟურნალისტ ბენ ურიხს, იპოვოს „Union Allied“-ის კავშირი მაფიასთან. ჯეიმზ უესლი ნელსონს და მერდოკს ქირაობს ჯონ ჰილის დასაცავად, მაგრამ მეტს ამ საქმეში რაღაც არ მოსწონს.
44„In the Blood“კენ გიროტიჯო პოკასკი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფისკი ვანესასადმი ყურადღებას იჩენს. რუსები ცდილობენ თავზეხელაღებულის დაჭერას და ამისთვის იტაცებენ კლერს, მაგრამ მერდოკი მას გადაარჩენს. ბენ ურიხი საბოლოოდ თანხმდება კარენთან მუშაობაზე.
55„World on Fire“ფერენ ბლეკბერნილუკ კალტო10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
მეტი იწყებს ვლადიმირის, რუსული მაფიის ლიდერის ძიებას. უკანასკნელი მას თავად ეძებს, დარწმუნებულია რა, რომ სუპერგმირმა მისი ძმა მოკლა. ფისკი ნარკობარონ ქალბატონ გაოს ხვდება, რათა ნარკოტიკების იმპორტის საკითხი გადაწყვიტოს, და ვანესას ვახშამზე იწვევს. სანამ მერდოკი ვლადიმირს პოულობს, ჯოჯოხეთის სამზარეულოში რამდენიმე აფეთქება მოხდება.
66„Condemned“გაი ფერლენდიჯო პოკასკი & მარკო რამირესი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
მეტი გადაარჩენს ვლადიმირს და ცდილობს, თავიდან მოიცილოს კორუმპირებული პოლიციელები, მოსყიდული ფისკის მიერ. საბოლოოდ, ვლადიმირი სუპერგმირს სასარგებლო ინფორმაციას გაუზიარებს.
77„Stick“ბრედ ტერნერიდაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
სტიკი, მეტის ბრმა მასწავლებელი, ნიუ-იორკში ჩადის. იგი შეგირდს დახმარებას სთხოვს, რათა დაამარცხოს იაკუძას კლანი, რომელიც ქალაქში „შავი ცის“ სახელით ცნობილი იარაღის იმპორტს ახორციელებს.
88„Shadows in the Glass“სტივენ სერჯიკისტივენ ს. დენაიტი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ეპიზოდის განმავლობაში ყურადღება რამდენიმეჯერ არის გამახვილებული ფისკის რთულ ბავშვობაზე. იგი სულ უფრო მეტად უახლოვდება ვანესას, ხოლო მეტი და ფოგი ერთიანდებიან კარენთან და ბენთან, რათა ფისკს ნიღაბი ახადონ. საბოლოო ჯამში, ფისკი საჯაროდ საუბრობს საკუთარ თავზე.
99„Speak of the Devil“ნელსონ მაკ-კორმიკიკრისტოს გეიჯი და რუთ ფლეტჩერ გეიჯი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ნელსონი და მერდოკი ცდილობენ ფისკის შესუსტებას და ნიღბის ახდას. ფისკის ინიციატივით კლავენ ელენა კორდენასს, რათა მერდოკი გამოიტყუონ. პირსზე იგი ხვდება ნინძის კოსტიუმში ჩაცმულ ნობს და, მრავალი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ კლავს. მოგვიანებით ჩნდება ფისკი, რომელიც მეტს სცემს.
1010„Nelson v. Murdock“ფერენ ბლეკბერნილუკ კალტო10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფოგი შეიტყობს, თუ ვინ არის სინამდვილეში მეტი. უკანასკნელი მას უამბობს, თუ როგორ იქცა შურისმაძიებელ სუპერგმირად. კარენი და ბენი ცდილობენ, დაადგინონ რაღაც ფისკის წარსულის შესახებ. ფისკი საქველმოქმედო საღამოს აწყობს, რომელზეც ტრაგედია დატრიალდება.
1111„The Path of the Righteous“ნიკ გომესისტივენ ს. დენაიტი & დაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფისკს საავადმყოფოში მიჰყავს მოწამლული ვანესა, რომელიც რეანიმაციაში გადაჰყავთ. მეტი პოულობს მელვინ პოტერს, ფისკის მკერავს და დახმარებას სთხოვს. უესლი იტაცებს კარენს და ემუქრება, მაგრამ კარენი მას კლავს.
1212„The Ones We Leave Behind“ეიროს ლინიდაგლას პეტრი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფისკი მოკლულ უესლის პოულობს. მეტი ცდილობს, თვალი ადევნოს მადამ გაოს და ჩინურ ბანდებს, რომლებიც ნიუ-იორკში ნარკოტიკებს ავრცელებენ. ბენი ცდილობს ფისკის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას, მაგრამ მას სამსახურიდან აგდებენ. იგი აპირებს სტატიის ინტერნეტში გამოქვეყნებას, მაგრამ აღმოჩნდება ფისკის სახლში. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, უილსონი მას კლავს.
1313„Daredevil“სტივენ ს. დენაიტისტივენ ს. დენაიტი10 აპრილი, 2015 (2015-04-10)
ფისკის აზრით, წვეულებაზე მომხდარი უბედურების მიზეზი ოულსლი არის. უკანასკნელი მას ამცნობს, რომ მალავს დეტექტივ ჰოფმანს, რომელმაც იცის ყველაფერი ფისკის ყველა ქმედების შესახებ. ფისკი კლავს ოულსლის და ჰოფმანთან პოლიციელებს უშვებს. მეტი ჰოფმანს გადაარჩენს და მისგან ყველაფერს შეიტყობს ფისკის შესახებ. იწყებენ ფისკის თანაშემწეების მასობრივად დაპატიმრებას, საბოლოოდ კი თავად ფისკსაც იჭერენ. იგი გაქცევას აპირებს, მაგრამ ხელს შეუშლის მეტი - ახალი კოსტიუმით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Netflix Orders a Second Season of Marvel's Daredevil. Marvel.com (April 21, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2015. ციტირების თარიღი: April 21, 2015.