ადამიანი ობობა: დაბრუნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანი ობობა: დაბრუნება
რეჟისორი ჯონ უოტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება
ისტორია
  • ჯონათან გოლდსტაინი
  • ჯონ ფრენსის დეილი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი სალვატორე ტოტინო
მონტაჟი
  • დენ ლებენტალი
  • დები ბერმანი
სტუდია
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი
  • ივნისი 28, 2017 (2017-06-28) (TCL Chinese Theatre)
  • ივლისი 7, 2017 (2017-07-07) (აშშ)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 874.4 მილიონი აშშ დოლარი[1]

ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (ინგლ. Spider-Man: Homecoming) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟ ადამიან ობობას შესახებ. იგი გადაიღეს Columbia Pictures-მა და Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing. „დაბრუნება“ არის რიგით მეორე გადატვირთვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ფილმების სერიაში და მეთექვსმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. მისი რეჟისორია ჯონ უოტსი, ხოლო სცენარის ავტორები – ჯონათან გოლდსტაინი, ჯონ ფრენსის დეილი, ჯონ უოტსი, კრისტოფერ ფორდი, კრის მაკ-კენა და ერიკ სომერსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი, ჯონ ფავრო, ზენდაია, დონალდ გლოვერი, ტაინ დეილი, მარისა ტომეი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი ცდილობს სკოლის ცხოვრება და ადამიანი ობობის სახით მოქმედება ერთმანეთს შეუთავსოს და უპირისპირდება მტაცებელს.

2015 წლის თებერვალში Marvel Studios-ს და Sony-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ადამიანი ობობა დაემატებოდა Marvel-ის კინოსამყაროს. ივნისში ჰოლანდმა მიიღო პარკერის როლი, ხოლო ტომეის როლზე შერჩევის შემდეგ უოტსი გახდა რეჟისორი. დეილიმ და გოლდსტაინმა დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა ფილმის სრული სახელწოდება, ისევე, როგორც მონაწილე მსახიობების სია, დაუნის ჩათვლით. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან Pinewood Atlanta Studios-ში (ფეიეტი, ჯორჯიის შტატი) და გაგრძელდა ნიუ-იორკში, ხოლო დასრულდა ბერლინში, ოქტომბერში. გადაღების დროს ცნობილი გახდა, რომ უოტსი, ფორდი, მაკ-კენა და სომერსი აგრეთვე მუშაობდნენ სცენარზე და მსახიობთა გუნდის სხვა დეტალებიც გამოცხადდა.

ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2017 წლის 28 ივნისს. კინოთეატრებში იგი გამოვიდა 2017 წლის 7 ივლისს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 874.4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა[1]. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა ჰოლანდის და გუნდის სხვა წევრების შესრულება, საუნდტრეკი, მხიარული ტონი და მოქმედებითი სცენები. ფილმის გაგრძელების პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 5 ივლისს.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის „დოქტორი სტრეინჯი“ სარეკლამო კამპანიის დროს, 2016 წლის ნოემბერში, ფაიგიმ შემთხვევით ახსენა, რომ მაიკლ ჯაკინო იქნებოდა ფილმის კომპოზიტორი და იმუშავებდა „დაბრუნებაზეც“. მოგვია ნებით ეს თავად ჯაკინომ დაადასტურა[2]. მუსიკის ჩაწერა დაიწუო 2017 წლის 11 აპრილს[3]. საუნდტრეკი შეიცავს „ადამიან-ობობის“ თემას 1967 წლის ტელესერიალიდან[4]. დისკი მუსიკით გამოვიდა Sony Masterworks-ზე, 2017 წლის 7 ივლისს[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Spider-Man: Homecoming (2017). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.
  2. Elderkin, Beth. (November 6, 2016) Michael Giacchino Confirms He's Scoring Spider-Man: Homecoming. io9. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 6, 2016. წაკითხვის თარიღი: November 7, 2016.
  3. Giacchino, Michael [m_giacchino]. (April 11, 2017) Spider-Man recording begins TODAY. Alex Acuna and @walterdrums on the strangest kit you've ever seen....
  4. Gettell, Oliver. (May 19, 2017) Michael Giacchino teases Spider-Man: Homecoming score with familiar tune. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან - May 20, 2017. წაკითხვის თარიღი: May 19, 2017.
  5. ‘Spider-Man: Homecoming’ Soundtrack Details. Film Music Reporter (May 27, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან - May 27, 2017. წაკითხვის თარიღი: May 27, 2017.