წარმოუდგენელი ჰალკი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წარმოუდგენელი ჰალკი“
ჟანრი სუპერგმირული ფილმი
სცენარის ავტორი სტენ ლი
ჯეკ კირბი
როლებში ედვარდ ნორტონი
ლივ ტაილერი
ტიმ როთი
უილიამ ჰარტი
სტუდია Marvel Studios
Fairview Entertainment
დისტრიბუტორი Universal Studios
გამოსვლის თარიღი 2008 წლის 8 ივლისი
ხანგრძლივობა 112 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 137.5—150 მილიონი $[1][2]
შემოსავალი $264.8 მილიონი[2]

წარმოუდგენელი ჰალკი (ინგლ. The Incredible Hulk) — 2008 წლის ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც Marvel comics-ის სუპერგმირებზეა დაფუძნებული. მონაწილეობენ მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ლივ ტაილერი, ტიმ როთი, უილიამ ჰარტი და სხვები. ფილმი ეკრანებზე 2008 წლის 8 ივლისს გამოვიდა.

ფილმი არის ტრილოგია Marvel Cinematic Universe-ის რიგით მეორე ფილმი, რომელშიც ასახულია რკინის კაცი 1-ის შემდგომი მოვლენები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამერიკის შეიარაღებული ძალები ატარებს ექსპერიმენტს სუპერჯარისკაცის შესაქმნელად, რომელიც გენერალ როსს დაევალა. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო მეცნიერმა ბრიუს ბანერმა, რომელმაც სუპერჯარისკაცის შესახებ არაფერი იცოდა, ექსპერიმენტმა გაამართლა და ბრიუსი, მონსტრად, მწვანე „ჰალკად“ გადაიქცა, მონსტრმა ლაბორატორია დაანგრია და მის შეყვარებული და ასევე გენერალი როსის შვილი ბეტი როსი სცემა, ასევე უამრავი მეცნიერი დახოცა ლაბორატორიაში, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჰალკი თავს ვერ აკონტროლებდა. ბრიუს ბანერმა მხოლოდ ერთხელ ნახა რეანიმაციაში მწოლი ბეტი, ამ დროს როსმა შეამჩნია, ბრიუსს მოუწია გაქცეულიყო. ის ბრაზილიაში გაიქცა, მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, წვენის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ჰალკის გაკონტროლებას სწავლობს ბანერი, რადგან როცა მისი პულსი წუთში 200-სს მიაღწევს ის მონსტრი ხდება. ასევე ბანერი კომპიუტერით უკავშირდება ვიღაც პიროვნებას, რომელსაც mr. blue-ს ეძახის, ხოლო mr. blue ბანერს mr.green-ს ეძახის, mr. blue ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ბანერი განიკურნოს მაგრამ ეს არ გამოსდის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს რომ ერთმანეთს შეხვდნენ.

ქარხანაში მუშაობის დროს ხელი გაეჭრა ბრიუს ბანერს და სისხლი ერთ-ერთ ბოთლში ჩაეწვეთა, ბოთლში წვენი ჩაასხეს და გაყიდეს, წვენი სისხლი აირია. ეს ბოთლი ერთმა მოხუცმა იყიდა ამერიკაში დალია და წუთიერად გაითიშა, ეს ამავი გენერალა როსმაც გაიგო, წვენის დისტრიბუტორ ქვეყანა ბრაზილიაში ჰალკის დასაჭერად წავიდა, და თან გაიყოლა საუკეთესო გუნდი, (გუნდში ერთ ერთი იყო ემილ ბლონსკი რომელიც დიდი ბრიტანეთიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს). როცა ჰალკთან მივიდნენ ის გაიქცა და წვენის ქარხანაში დაიმალა, მერე ჰალკად გადაიქცა და გენერალი როსის გუნდი გაანადგურა. ამის შემდეგ ჰალკის სუპერჯარისკაცის ძალა ბლონსკის სხეულში შეუშვეს თუმცა ცოტა დოზით, მას გაუძლიერდა ძალა და სისწრაფე. ბანერი გვატემალაში წავიდა იქიდან კი აშშ-ში თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა. ის ბეტი, ანუ, ელიზაბეტ როსის უნივერსიტეტში მივიდა(ბეტი იქ ბიოლოგი იყო და ლექციებს ატარებდა), თუმცა ბეტი თავის ახალ შეყვარებულთან ერთად იჯდა უნივერსიტეტის ეზოში, ამიტომ ბრიუსი წავიდა ერთ თავის ნაცნობთან(ბანერის ნაცნობს ბარი ჰქონდა), საღამოს ელიზაბეტი თავის შეყვარებულთან ერთად მივიდა ბარში და ბრიუსი შენიშნა. მეორე დღეს ბანერი და ელიზაბეტი უნივერსიტეტის ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა იქ გენერალი როსი მივიდა და ჰალკს შეებრძოლა, ბლონსკიმ თავისი ძალა გამოიყენა თუმცა ჰალკს ვერ აჯობა, ბანერი ელიზაბეტთან ერთად გაიქცა და ძველი სიყვარული აღადგინეს, ისინი mr. blue-ს თან მივიდნენ, mr. blue-ს ბანერი უნდა განეკურნნა თუმცა ეს არ მოხდა, ამ დროს mr. blue-ს ლაბორატორიის ეზოში გენერალი როსის ჯარი მივიდა, იქ იყო ბლონსკიც, ბლონსკიმ დაიჭირა ბრიუსი, ბანერი გენერალმა წაიყვანა, თუმცა ბლონსკიმ mr. blue-ს მოსთხოვა რომ მასში გაეძლიერებინა მონსტრის გენი, როცა mr. blue-მ ეს გააკეთა ბლონსკი მონსტრად "საძაგელ არსებად" გადაიქცა და ხალხის დახოცვა დაიწყო ქუჩაში, გენერალმა როსმა გაუშვა ბლონსკის მოსაკლავად ბანერი, დიდი ბრძოლა გაიმართა მონსტრებს შორის და საბოლოოდ ჰალკმა გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი ბრიუსი გაიქცა.

ფილმის სცენაში, რომელიც ფინალურ ტიტრებს მიჰყვება, ტონი სტარკი მიდის გენერალ როსსთან და ეუბნება რომ სურს ემილ ბლონსკის ციხიდან გამოყვანა რათა შეუერთდეს შურისმაძიებლებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ედვარდ ნორტონი ბრიუს ბანერი/ჰალკი ბრიუს ბანერი/ჰალკი
ლივ ტაილერი ბეტი როსი ბეტი როსი
ტიმ როთი ემილ ბლონსკი/ზიზღი ემილ ბლონსკი/ზიზღი
უილიამ ჰარტი თადეუს „ელვა“ როსი თადეუს „ელვა“ როსი
ტიმ ბლეიკ ნელსონი სემიუელ სტერნსი სემიუელ სტერნსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Incredible Hulk (2008). ციტირების თარიღი: December 29, 2020
  2. 2.0 2.1 The Incredible Hulk. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: May 27, 2022