ელისაბედ ოლსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელისაბედ ოლსენი
Elizabeth Olsen by Gage Skidmore 2.jpg
ოლსენი 2019 წელს, San Diego Comic-Con-ზე
დაბ. სახელი ელისაბედ ჩეის ოლსენი
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1989 (1989-02-16) (31 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
სხვა სახელები ლიზი ოლსენი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-96; 2011-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი რობი არნეტი
ნათესავები მერი-კეიტ ოლსენი (და)
ეშლი ოლსენი (და)

ელისაბედ ჩეის ოლსენი (ინგლ. Elizabeth Chase Olsen; დ. 16 თებერვალი, 1989)[1]ამერიკელი მსახიობი. მან თავის სამსახიობო კარიერაში დიდ წარმატებას 2011 წელს მიაღწია, როდესაც გადაიღეს დამოუკიდებელ ტრილერ დრამატულ ფილმ „მარტა, მარსი, მეი, მარლენი“-ში. ფილმში მონაწილეობით იგი ნომინირდა რამდენიმე ნომინაციაზე, მათ შორისაა: „კრიტიკოსთა არჩევანი, ფილმის ჯილდო საუკეთესო მსახიობებისთვის“ და „დამოუკიდებელი ჯილდო საუკეთესო ქალი ლიდერისთვის“.

შემდგომ გადაიღეს ფილმებში: „ჩუმი სახლი“ (2011), „ჰუმანიტარული მეცნიერებები“ (2012), „ოლდბოი“ (2013), „გოძილა“ (2014), „მე ვიხილე სინათლე“ (2015), „ინგრიდი მიდის დასავლეთში“ (2017), „მკვლელობა ვინდრივერდში“ (2017). 2018-2019 წლებში იგი ასევე გადაიღეს სატელევიზიო დრამატულ სერიალ „ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო“-ში, სადაც იგი ასევე მუშაობდა როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.

მან სკარლეტ ვიტჩის როლი რამდენიმე ფილმში მოირგო, მათ შორის: „Avengers: Age of Ultron“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი“ (2018), „შურისმაძიებლები:დასასრული“ (2019). სწორედ ამ ფილმებში ნათამაშები როლით მოიპოვა ოლსენმა საერთაშორისო აღიარება.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისაბედ ოლსენი 1989 წლის 16 თებერვალს კალიფორნიაში დაიბადა. არის ჯერნიტის „ჯერნი“-ს და დევიდ „დეივ“-ის ქალიშვილი. დედამისი მენეჯერია, ხოლო მამამისი ბანკირი და უძრავი ქონების დეველოპერი.[1][2] ელისაბედს ორი უფროსი ტყუპი და ჰყავს, მერი-კეიტ ოლსენი და ეშლი ოლსენი, რომელთაც, ელისაბედის მსგავსად სამსახიობო კარიერა აქვთ, ტყუპებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყეს თავისი სამსახიობო კარიერის შექმნა სატელევიზიო სერიალებში და ფილმებში მონაწილეობით. ოლსენს ასევე ერთი უფროსი ძმა ჰყავს, სახელად-ტრენტი და ორი უმცროსი ნახევარ და-ძმა. 1996 წელს, ელისაბედის მშობლების ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა.[3] მსახიობი ეთნიკური წარმომავლობით ნორვეგიელი და ინგლისელია.[4]

ელისაბედი ბავშობაში ბალეტისა და სიმღერის გაკვეთილებს ესწრებოდა,[5] მან პატარაობიდანვე დაიწყო თავისი დების ფილმებში მონაწილეობის მიღებდა. 11 წლის ასაკამდე ოლსენს უმნიშვნელო როლი ჰქონდა ფილმ „How the West Was Fun“-ში და სერიალ „მერი-კეიტისა და ეშლის თავგადასავალი“-ში. ოლსენი ბაგა-ბაღიდან მე-12 კლასამდე, Campbell Hall-ის სკოლაში სწავლობდა, სკოლა ჩრდილოეთ ჰოლივუდში, კალიფორნიაში მდებარეობს.

სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ხელოვნების სკოლაში გააგრძელა, ხოლო 2009 წელს, იგი მთელი სემესტრი მოსკოვში, „მოსკოვის თეატრალურ სკოლა“-ში სწავლობდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისაბედმა სწავლა 2013 წლის მარტში დაამთავრა.[6][7] მის ტყუპ დებს, მერი-კეიტსა და ეშლი ოლსენს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი აქვთ, რომელსაც სახელად „ელისაბედი და ჯეიმსი“, ელისაბედისა და მათი უფროსი ძმის ჯეიმსის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ოლსენსა და მსახიობს რობერტ ჰოლბრუკს სასიყვარულო ურთიერთობა 2014[8][9] წლის მარტიდან 2015[10] წლის იანვრამდე ჰქონდათ. ელისაბედი ახლა სასიყვარულო ურთიერთობაშია მუსიკოსთან, რობი არნეტთან.[11]

მსახიობი 13 წლის ასაკიდან ათეისტია.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Elizabeth Olsen. Hollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - May 19, 2017. ციტირების თარიღი: April 15, 2016.
  2. Mary-Kate Olsen Biography (1986-). Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - October 4, 2013. ციტირების თარიღი: December 5, 2011
  3. Tauber, Michelle. (May 3, 2004) Two Cool. People. ციტირების თარიღი: November 21, 2016
  4. Briodagh, Kenneth. (March 11, 2010) Mobile Marketing Gets Cool. EventMarketer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 22, 2016. ციტატა: „JCPenney for four days in October last year hit the streets of New York City with a mobile ice cream truck filled with goodies and samples of its Olsenboye collection, a new line of junior apparel designed by Mary Kate and Ashley Olsen for sale at its stores this spring. The name, Olsenboye, derives from the twins' Norwegian ancestry.“ ციტირების თარიღი: August 7, 2013
  5. Bakker, Tiffany. “Elizabeth Olsen admires her sisters“, The Daily Telegraph, January 15, 2012. 
  6. Elizabeth Olsen and Eric Ripert Prepare Wild Boar Ragu. YouTube (March 21, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - July 23, 2013. ციტირების თარიღი: June 17, 2013.
  7. Rozen, Leah. (October 11, 2011) An Olsen Sister Finds a Spotlight All Her Own. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან - December 22, 2016.
  8. Maresca, Rachel. “Elizabeth Olsen engaged to boyfriend Boyd Holbrook: report - NY Daily News“, nydailynews.com. (en-US) 
  9. Elizabeth Olsen Engaged to Boyd Holbrook!“, Us Weekly, March 12, 2014. (en-US) 
  10. Elizabeth Olsen, Boyd Holbrook Split, Break Off Engagement: Details“, Us Weekly, January 19, 2015. (en-US) 
  11. Fernandez, Alexia. “Surprise! Elizabeth Olsen Is Engaged to Musician Robbie Arnett, Says Source“, people.com, July 30, 2019. (en-US) 
  12. Elizabeth Olsen cover interview for Dazed&Confused. ციტირების თარიღი: 2019-08-08