თორი: ბნელი სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თორი: ბნელი სამყარო

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ალან ტეილორი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი
ნაწარმოები
ეფუძნება თორი
- სტენ ლი
ლარი ლიბერი
ჯეკ კირბი
როლებში
კომპოზიტორი ბრაიან ტაილერი
ოპერატორი კრამერ მორგენთაუ
მონტაჟი
  • დენ ლებენტალი
  • უიატ სმითი
სტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი 22 ოქტომბერი 2013 (2013-10-22) (ლონდონი)
8 ნოემბერი 2013 (2013-11-08) (აშშ)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 170 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 644.6 მილიონი აშშ დოლარი[1]

„თორი: ბნელი სამყარო“ — 2013 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი მარველის კომიქსების პერსონაჟის თორის შესახებ. ფილმი შექმნა Marvel Studios-მა, მისი დისტრიბუცია კი მოახდინა Walt Disney Studios Motion Pictures-მა. ის არის 2011 წლის ფილმის, „თორის“, გაგრძელება, საერთო ჯამში კი მერვე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. ფილმი გადაიღო რეჟისორმა ალან ტეილორმა კრისტოფერ მარკუსის & სტივენ მაკ-ფილის და კრისტოფერ იოსტის სცენარის მიხედვით.[2] ფილმში მონაწილეობენ კრის ჰემსვორთი, ნატალი პორტმანი, ტომ ჰიდლსტონი, ენტონი ჰოპკინზი, სტელან სკარსგარდი, იდრის ელბა, კრისტოფერ ეკლსტონი, ედიუალეი ეკინუ-აგბაჯეი, კეტ დენინგსი, რეი სტივენსონი, ზაქარი ლევი, ტადანობუ ასანო, ჯეიმი ალეგზანდერი და რენე რუსო. ფილმი მოგვითხრობს თორის შესახებ, რომელიც ლოკისთან ერთად ცდილობს ცხრა სამყარო გადაარჩინოს ბნელი ელფებისაგან, რომელთაც მალეკითი მეთაურობს.

„თორი: ბნელი სამყაროს“ განვითარება 2011 წლის აპრილში დაიწყო. ის მეორეა მარველის კინოსამყაროს მეორე ფაზის ფილმებს შორის, რომლებიც შურისმაძიებლების შემდგომ ვითარდება. 2011 წლის ივლისში „თორის“ რეჟისორმა კენეთ ბრანამ პროექტი დატოვა და მომავალი წლის იანვარში ის ალან ტეილორმა ჩაანაცვლა. გადაღებები დაიწყო 2012 წლის სექტემბერში სარის საგრაფოში, შემდეგ კი ასევე მიმდინარეობდა ისლანდიასა და ლონდონში 2012 წლის დეკემბრამდე. ფილმი გადაღების შემდეგ კონვერტირდა 3D ფორმატში.

სურათის პრემიერა შედგა ლონდონში, Odeon Leicester Square-ში 2013 წლის 22 ოქტომბერს. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ის კინოთეატრებში გამოვიდა 30 ოქტომბერს, აშშ-ში კი 8 ნოემბერს. ფილმმა დაიმსახურა შერეული შეფასებები,[3][4] თუმცა მისმა შემოსავალმა $644 მილიონი შეადგინა. მესამე ნაწილი, „თორი: რაგნაროკი“, გამოვა 2017 წლის 3 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Thor: The Dark World (2013). Box Office Mojo (Amazon.com). წაკითხვის თარიღი: April 19, 2014.
  2. 'Thor: The Dark World’ Official Synopsis Released. StitchKingdom.com (October 12, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - September 19, 2013. წაკითხვის თარიღი: October 12, 2012.
  3. Hanna, Beth. (October 23, 2013) Review Roundup: Critics Mixed on 'Thor: The Dark World' -- Generic Marvel Entry With Too Little of Loki?. დაარქივებულია ორიგინალიდან - August 25, 2014. წაკითხვის თარიღი: August 25, 2014.
  4. Lombardi, Ken. (November 8, 2013) "Thor: The Dark World" gets mixed responses from critics. დაარქივებულია ორიგინალიდან - August 25, 2014. წაკითხვის თარიღი: August 25, 2014.