Marvel-ის კინოსამყარო (ინგლ.Marvel Cinematic Universe) — ამერიკული მედია ფრენჩაიზი და გამოგონილი სამყარო მარველის კომიქსების სუპერგმირების შესახებ. სამყარო ძირითადად ასოცირდება Marvel Studios-ის მიერ დამოუკიდებლად გადაღებულ ფილმებთან, თუმცა ასევე მოიცავს კომიქსებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს. ფიქციური სამყარო, ისევე როგორც მარველის სამყარო კომიქსებში, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ისტორიებისა და პერსონაჟების გადაკვეთით. კლარკ გრეგი ფილ კოლსონის როლში ფრენჩაიზის ყველაზე მეტ ნაწარმოებში გამოჩნდა.
სამყაროს პირველი ფილმი, რკინის კაცი, 2008 წელს გამოვიდა, რითაც დაიწყო ფილმების პირველი ფაზა, რომელიც 2012 წელს დასრულდა მისი პერსონაჟების გადამკვეთი ფილმით, შურისმაძიებლები. მეორე ფაზა დაიწყო 2013 წელს რკინის კაცი 3-ით და დასრულდა 2015 წელს ადამიანი-ჭიანჭველათი. მარველმა მესამე ფაზა დაიწყო 2016 წელს ფილმით კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი. Marvel Television-მა ასევე განავრცო ფრენჩაიზი „პატარა ეკრანზე“ ტელესერიალებით ABC-სა და Netflix-ზე. მარველის კინოსამყარო ასევე მოიცავს დაკავშირებულ კომიქსების სერიასა და Marvel One-Shots მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიას.
ფრენჩაიზი გამოირჩევა სხვა და სხვა მედიის ნაწარმოებების წარმატებული გაერთიანებით საზიარო სამყაროში, თუმცა კრიტიკოსების აზრით ზოგიერთი ფილმი თუ სერიალი ამის გამო დაზარალდა. მისი გავლენით სხვა სტუდიებმა სცადეს კომიქსების პერსონაჟების საერთო სამყაროების შექმნა.
„პიტერის საქმეების სია“ (ინგლ.Peter's To-Do List) არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ნაჩვენები არის ფილმიდან „სპაიდერმენი: სახლიდან შორს“ ამოჭრილები სცენები, სადან პიტერ პარკერი მოგზაურობის წინ სხვადასხვა საქმეებს აგვარებს. ფილმი გამივიდა 2019 წლის 1 ოტობმერს, „სპაიდერმენი: სახლიდან შორს“ Blu-Ray რელიზთან ერთად.
↑პირველი, მესამე და მეექვსე ეპიზოდები პირველად 2022 წლის 15 მარტს გამოვიდა, ფილმი ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის (2021) ციფრული რელიზისას, ბონუსის სახით.
მეხუთე ფაზის ტელესერიალ საიდუმლო შემოსევის და ფილმ მარველების დროისთვის „აწყმოს“ სცენები ვითარდება 2016 წელს. ამ ცხრილში წარმოდგენილია კინოსამყაროს მედია, შექმნილი Marvel Studios-ის და Marvel Television-ის მიერ. ლოკი და რა იქნებოდა თუ...? ამ სიაში შეტანილი არ არის, ვინაიდნა ორივე ვითარდება ძირითადი ქრონოლოგიის ფარგლებს გარეთ. ღამის მაქცია ასევე არ არის შეტანილი, ვინაიდან კიმოსამყაროს ქრონოლოგიაში მისთვის ადგილის შერჩევა რთულია. Disney+-ზე წარმოდგენილია ოფიციალური ქრონოლოგია, რომლის თანახმად ამ სერიალების პირველი სეზონები მოქცეულია ფილმის შურისმაძიებლები: დასასრული და სერიალ ვანდავიჟენის შუალედში. ამავე წყაროს თანახმად, მათი მეორე სეზონები ვითარდება მარველის შემდეგ, ხოლო ღამის მაქციის — ფილმის თორი: სიყვარული და ქუხილი შემდეგ.