შინაარსზე გადასვლა

ეწერი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეწერი (ეწერის თემი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეწერი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ეწერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ეწერი
კოორდინატები 42°38′48″ ჩ. გ. 42°02′01″ ა. გ. / 42.64667° ჩ. გ. 42.033722° ა. გ. / 42.64667; 42.033722
ცენტრის სიმაღლე 260
მოსახლეობა 386[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ეწერი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ეწერი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
ეწერი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ეწერი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)

ეწერისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი; სოფლები: ეწერი, ლექარდე, ლეძაძამიე).[2]

ეწერი მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ჩხოუშის (ენგურის აუზი) ნაპირას, ზღვის დონიდან 260 მ-ის სიმაღლეზე, წალენჯიხიდან 6 კმ-ის და ჯვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ-ის დაშორებით.

ადგილობრივი მოსახლეობა ეწერს (ენწერს) უწოდებდა ენგურ-ჭანისწყლის ფართო წყალგამყოფ ვაკე-ზეგანს ოჭანედან ჭკადუაშამდე (ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამ ტერიტორიაზე ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია. აღმოჩენილია გვიანზედაპალეოლითური არქეოლოგიური ძეგლები, რომელთაგან სრულად გაითხარა ე. წ. სააფაქიო III (1965-1967, ხელმძღვ. — გ. გრიგოლია). ეს იყო საქართველოში აღმოჩენილი პირველი ღია ტიპის ზედაპალეოლითური სადგომი (მასალა დაცულია დადიანების სასახლეთა მუზეუმში).

XVIII-XIX საუკუნეებში ეწერში თავად აფაქიძეთა ერთი შტოს მამულები იყო, რის გამოც მას „სააფაქიო ეწერს“ უწოდებდნენ. აქ მათ ჰქონდათ სასახლე და საგვარეულო ეკლესია, აგებული წმ. გიორგის სახელზე. სააფაქიოს უნდა გულისხმობდეს ვახუშტიც თავის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილ „სააფაციოში“.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1925 წელს სოფელ სააფაქიო ეწერს ახალი ეწერი უწოდეს. მოგვიანებით ეს ტერიტორია დაიყო 2 სოფლად. ჩრდილოეთ ნაწილს ეწოდა პირველი ეწერი, 1943 წელს — ეწერი, ამჟამად კი ის სოფელი ჯვარია (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული). სამხრეთ ნაწილს დაარქვეს მეორე ეწერი, 1943 წელს — ორჯონიკიძე (ბოლშევიკი პოლიტიკოსის სერგო ორჯონიკიძის საპატივსაცემოდ), 1991 წელს კი — ეწერი. 2010-იან წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა 3 სოფელი: ეწერი, ლექარდე, ლეძაძამიე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 386 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1064 505 559
2014[1] 386 195 191
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
  • ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 18-23.
  • გაბუნია მ., ნიორაძე მ., ნებიერიძე ლ. და სხვ., ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 2015. — გვ. 286-287.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II