ჯვარი (სოფელი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯვარი მეგრ. ენწერი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჯვარი (ქალაქი) |
| კოორდინატები | 42°43′31″ ჩ. გ. 42°02′24″ ა. გ. / 42.72528° ჩ. გ. 42.04000° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 %, რუსები 0,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯვარი, ყოფილი ეწერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ქალაქ ჯვარიდან — 2 კმ-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე სოფელი ჯვარი მდებარეობს ენგურ-ჭანისწყლის წყალგამყოფი ვაკე-ზეგანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა ეწერს (ენწერს) უწოდებდა. XVIII-XIX საუკუნეებში ეწერში მამულებს ფლობდნენ თავადი აფაქიძეები, რის გამოც ამ ტერიტორიას და დასახლებას „სააფაქიო ეწერი“ შეერქვა. 1920-იან წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი: ჩრდილოეთში — პირველი ეწერი, ხოლო სამხრეთში — მეორე ეწერი (შემდგომში ორჯონიკიძე, ახლანდელი ეწერი). 1942 წელს პირველ ეწერს ეწოდა ეწერი და ამ სახელით იყო ცნობილი 2010-იან წლებში განხორციელებულ ცვლილებებამდე. ამჟამად მისი სახელწოდებაა სოფელი ჯვარი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 157 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 2172 | 1011 | 1161 |
| 2014[1] | 1486 | 1671 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
- ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 18-23.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||